#29768932 · 17 Feb 2012, 21:31 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოკლედ სამსახურში აქტუალური პრობლემა გვაქვს, გვჭირდება ახალი საბუღალტრო-ანალიტიკური პროგრამა, რომელსაც ყველა მოდული ექნება (შესყიდვების, წარმოების, რეალიზაციის, ხელფასები, ძირითადები და ა.შ.) ასევე სასურველი თუ რეპორტინგსაც ავტომატურად გააკთებს თუ არადა ბაზებთან დაშვება აუცილებელი მოთხოვნაა დატის ამოსაღებად. ბრუნვა ძალიან დიდია... ამჟამად ინფო-ბუღალტერს და ერთ-ერთ ERP სისტემას ვიყენებთ, ეს უკანასკნელი კი ბოლომდე ვერ გაგვიმართეს. მომხმარებლების რაოდენობა დაახლოებით 30 იქნება და შენელება არ უნდა გამოიწვიოს.
რას მირჩევთ? საპი ძალიან ძვირია თუმცა მარტო ეგეც არაა პრობლემა. ნავიჟენი საქართველოში მე არ მინახია ნორმალურად გამართული (არც გამიგია) ეგზაქთი სიმართლე გითხრათ არ მოგვეწონა (სასურველია დამეთჩვების მოთხოვნა არ ქონდეს სოფტს) ორისი და 1C კიდევ არ მიმაჩნია იმ დონის პროგრამებად ჩვენი მოთხოვნები რომ დააკმაყოფილონ
|