ბექექს
Super Crazy Member ++

       
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 29986
წევრი No.: 53221
რეგისტრ.: 12-February 08
|
#28362335 · 18 Nov 2011, 01:02 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოსმენები და დასმენები ივანიშვილის მმართველობის სტილია, აცხადებს ,,პრესა.ჯი’’-სთან საუბარში საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას თანაგუნდელი და ხელისუფლების წევრი - თამაზ ვაშაძე, რომელმაც ივანიშვილთან გარკვეული პერიოდი იმუშავა. თამაზ ვაშაძე ამბობს, რომ ვალდებულია ქართველ ხალხს სიმართლე უთხრას ბიძინა ივანიშვილის შესახებ, რადგან ივანიშვილის მმართველობა მან საკუთარ თავზე გამოსცადა.
- რა შეფასებას მისცემთ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ საქმიანობას?
– რა შეფასება უნდა მივცე? მას პოლიტიკური გზა ჯერ არ გაუვლია, ახლა მოვიდა პოლიტიკაში. ბიძინა ივანიშვილის გარშემო რა ხალხიც შეიკრიბა, ამით უკვე გასაგებია თუ რა პოლიტიკას აწარმოებს ის. დავუშვათ, როგორც თვითონ ამბობს, უმრავლესობით მოვიდა პარლამენტში, მასთან ერთად მოვლენ ,,რესპუბლიკელები’’, ბურჯანაძეები, ,,ფორუმი’’ და წარმოგიდგენიათ რა ხალხი გვეყოლება საკანონმდებლო ორგანოში? ,,რესპუბლიკელები’’, რომლებმაც ქვეყანა დააქციეს, ეროვნული მთავრობის მოსისხლე მტრები, რომელთაც არავითარი რეიტინგი არა აქვთ. ბურჯანაძე ვინც არის კარგად იცით, მან დააქცია ქვეყანა. უამრავი საშინელი საქმე აქვს ნაკეთები. მარტო ის კმარა ნარკომანი თათარაშვილი რომ გამოუშვა ციხიდან. რა დააშავეს მაშინ დანარჩენმა ნარკომანებმა? გამოუშვან, იგულაონ მათაც... აი ასეთი ხალხია მის გვერდით. გუბაზ სანიკიძის ხალხი ნახეთ, იქ შავიშვილი, რომ იმალება - სამხედრო საბჭოს მთავარი მრჩეველი. ისიც გამოვა, გამოვა ბათიაშვილი და ნახეთ რა ხალხით იქნება დაკომლექტებული პარლამენტი, როდესაც ივანიშვილის გუნდი მოვა უმრავლესობით. მე არავის გუნდში არა ვარ, მე მარტო ვიბრძვი ბრძოლის ველზე და ვალდებული ვარ ქართველ ხალხს ვუთხრა სიმართლე, ანალიზი მათ გააკეთონ. ხელისუფლებაში მოვა კონგრესმენი - ბათიაშვილი, რომელმაც საქართველო დაღუპა თავისი ქმედებით. მათი გავლილი გზა არის სამარცხვინო. აი, ასეთი ხალხი მოჰყავს ბიძინა ივანიშვილს ხელისუფლებაში საქართველოსთვის. კიდევ ბევრს მოძებნის. თუ ვინმე გათახსირებულია ჩვენს ქვეყანაში ყველა მასთან მოიყრის თავს, იმიტომ, რომ ფულია მათი მაგნიტი. ისინი ფულზე მიდიან, 30 ვერცხლზე იყიდება ყველა.
– თავად ივანიშვილის პიროვნებას როგორ შეაფასებთ?
- არ ვიცი ივანიშვილი როგორი ლიდერი იქნება პოლიტიკაში. შევარდნაძეც მასავით იძახდა: ორ წელიწადში მოვაგვარებ ყველაფერს, გამოიყენეთ ჩემი ავტორიტეტი, ჩემი იმიჯიო და რა გამოვიყენეთ ხომ ნახეთ?
ბიძინა ივანიშვილი რომ ხტუნაობს ახლა, ეს სააკაშვილის ხელისუფლების დამსახურებაა, მათ გაათამამეს და გადარიეს. ივანიშვილს რას ეკითხებოდა პრეზიდენტი, მაგაზე ჭკვიანი ვერავინ ნახა საქართველოში? ივანიშვილმა ააშენა საჩხერის სასამართლო, პროკურატურა, პოლიცია, სახლი აუშენა პოლიციის უფროსს და პირად შპს-ებად გაიხადა ეს უწყებები საჩხერეში.
მე არ ვარ ის კაცი, პირადი ინტერესები რომ მალაპარაკებდეს. არაფერი მინდა, არც მაგის სიახლოვე, არც პარტია, არც პარლამენტი. მე ჩემი ცხოვრების გზა სწორად განვლე და მოვალე ვარ ქართველ ხალხს ვუთხრა სიმართლე! ბიძინა ივანიშვილი არის ეჭვიანი კაცი. ვინც პირველი მივა და ამბავს მიუტანს მას დაუჯერებს, არ გამოიკითხავს რა მოხდა, რასაც იტყვის ვეღარ გადაათქმევინებ. 20 უდანაშაულო ადამიანი დაიჭირა ჩემს გამო, საკუთარი მეზობლები, კლასელები... უამრავი ცუდი საქმე აქვს გაკეთებული. ვინმეს ხომ არ ჰგონია, რომ 5 მილარდიანი ბიზნესი აქვს მოსკოვში და რუსეთის ხელისუფლებამ არაფერი იცის მის საქმიანობაზე? პუტინი დღეში სამ რწყილს ატყავებს და მაგას გამოუშვებს იქიდან? სია, რომ გამოქვეყნდა, მისი დაფინანსებული ხალხის. ამ სიაში თავმოყრილია საქართველოს უამრავი მოღალატე. ვინც იარაღით და უირაღოდ დაუპირისპირდა ეროვნულ მთავრობას, მათ აფინანსებს ივანიშვილი - ილია ჭავჭავაძის მკვლელებს, ზვიად გამსახურდიას მკვლელებს, საქართველოს მკვლელებს აფინანსებდა. ერთი გაჭირვებული კაცი დაასახელოს თავისი სიიდან, ამოიკითხოს და თქვას: მე ამას ვაძლევდი თუნდაც ერთ ლარს, ასეთი ფაქტი არ იქნება. ამიტომ ქართველმა ხალხმა ჭკუას მოუხმოს.
– როგორც ცნობილია, ივანიშვილმა დააჭერინა საკუთარი დის ქმარი, მას ურთიერთობა აღარ აქვს ცოლის ნათესავებთანაც...
– ეს ისტორიები ვიცი, მაგრამ კომენტარს ვერ გავაკეთებ, ვინაიდან მე კომენტარს ვაკეთებ მხოლოდ იმაზე, რაც 100 პროცენტით ვიცი. ისე ივანიშვილს, რომ უამრავი ცუდი საქმე აქვს გაკეთებული ეს ფაქტია. მარტო ის კმარა, რომ აფინანსებდა გენერალ ლებედს. ახლა თქვა ლებედს კი არა ელცინს ვაფინანსებდიო, კიდევ უარესი ელცინს თუ აფინანსებდა.
დამიჯერეთ, ის მიზანმიმართულად აფინანსებდა ამ ხალხს და პოლიტიკაში მოსვლისთვის ემზადებოდა! ამის შესახებ ყველა ლაპარაკობდა მის სისტემაში. რომ ნახოთ ,,ქართუ ჯგუფში’’ რა ხალხი მუშაობს, შოკში ჩავარდებით. წინადადება ბოლომდე ნათქვამი არ გაქვს, ივანიშვილთან რომ მიაქვთ. გაგიჟდებით რა დასმენის ინსტიტუტები აქვს ამუშავებული ივანიშვილს, თავი შეგძულდება ადამიანს. ვერსად ნახავ ისეთ გათახსირებულ ხალხთა ნაკადს, როგორითაც მას ,,ქართუ ჯგუფი’’აქვს დაკომპლექტებული. მე არ მეშინია, ხომ ხედავ რა ბრძოლას ვაწარმოებ? მე მართალი ვარ ღმერთთანაც და ადამიანებთანაც. ორი წლის წინ, პრეზიდენტმა არ ისმინა ჩემი, მაშინ მე მივედი პატრიარქთან და ვუთხარი: (პატრიარქთან მე მიმესვლება. ივანიშვილთან ვერ მიდის ვერც ერთი კაცი) თქვენ ხართ შუამავალი ღმერთსა და კაცთა შორის, მე ღირსება შემილახა ივანიშვილმა, ამ ნაძირალამ და დამიცავით მეთქი. პატრიარქმა ორი კვირის შემდეგ შემომითვალა მასთან ურთიერთობა არ მაქვსო. ახლა ხომ აქვს ურთიერთობა და მირბის პატრიარქთან მოქალაქეობა რომ უნდა? ივანიშვილი რომ კალოშით დარბოდა რუსეთში და ფულს ,,ჩალიჩობდა’’, მე საქართველოს ბიუჯეტის მილონები მებარა და ვაშენებდი საქართველოს, ათი კაპიკისთვის არ მიხლია ხელი. მე ყველამ გამწირა, მაგრამ მოვალე ვარ ქართველ ხალხს არჩევნების წინ ვუთხრა სიმართლე და მერე თვითონ გააკეთოს არჩევანი: მონაგონი იქნება ყველა, ისეთ დღეში ჩააგდებს ივანიშვილი ხალხს!
– ანუ მას ახასიათებს მოსმენები და დასმენები?
– დიახ და ეს ადამიანის ყველაზე საშინელი თვისებაა. ეგ არის მაგისი ყველაზე დიდი ნაკლი.
– ამბობენ, რომ ჭორვილაში მას დახარისხებული ჰყავს ხალხი და მხოლოდ მათ ეხმარება ვინც მის სადგღეგრძელოს ამბობსო...
– არ არსებობს ოჯახი მისი სადღეგრძელო რომ არ თქვას, იმ წუთში მიუტანენ ამბავს და შეუწყვეტს დაფინანსებას, ეს ნამდვილად ვიცი.
– როცა მასთან მუშაობდით თქვენს რჩევებს ისმენდა ბიძინა ივანიშვილი?
– მხოლოდ ერთხელ შევხვდი მას, ხელი ჩამოვართვით ერთმანეთს. საუბარი არასდროს გვქონია. მე არა ვარ ის კაცი ვინმეს შევეტენო. მე განებივრებული კაცი ვარ, სამი წუთი მჭირდებოდა პრეზიდენტთან შესასვლელად. 20 წუთი უნდოდა ნებისმიერ მოქალაქეს, ნებისმიერი მოქალაქე შევიდოდა საქართველოს პირველ პრეზიდენტთან და მოახსენებდა თავის გულისტკივილს.
– როგორ ფიქრობთ, ივანიშვილი თუ მოვიდა ხელისუფლებაში ის ანგარიშსწორებას მოახდენს თქვენზე ან იმ ადამიანებზე, ვინც მას უპირისპირდება და რეპრესიებს განახორციელებს?
– რასაკვირველია, ივანიშვილი ნამდვილად რეპრესიებს მოაწყობს, მაგრამ მე ამის არ მეშინია, მე აღარ მეშინია აღარც ემიგრაციის, აღარც ციხის. მე პასუხისმგებლობას ვგრძნობ ქართველი ხალხის წინაშე და ვალდებული ვარ ვუთხრა სიმართლე, სიმართლე კი ასეთია. დამიპირისპირდნენ თუ ბიჭები არიან.
წყარო : ქლესა.ჯი
რა დონის უსუსური ხარ , "ბატონო" თამაზ,როდესაც ამხელა კაცი,იმაზე საუბრობთ რაც არ იცის და რა დონის უსუსური,მხდალი და შემარცხვენელი "ჟურნალისტები" ყავს პრესა.ჯის,როცა ამ სტატიას აქვეყნებენ
1. | QUOTE | | მასთან ერთად მოვლენ ,,რესპუბლიკელები’’, ბურჯანაძეები, ,,ფორუმი’’ |
სად თქვა ივანიშვილმა რო ან ფორუმი ან ბურჯანაძეები მასთან ერთად მოვლენ ხელსუფლებაში,სად თქვა მსგავსი რამე შე ჩურჩხელა 2.
| QUOTE | | მარტო ის კმარა ნარკომანი თათარაშვილი რომ გამოუშვა ციხიდან. რა დააშავეს მაშინ დანარჩენმა ნარკომანებმა? გამოუშვან, იგულაონ მათაც... ა |
შე ჩობანო, თათარაშვილი გამოუშვეს პატრიარქის თხოვნის საფუძველზე,ესეც რომ არ იცი ამხელა ვითომ კაცმა, წადი თავი დაიმარხე და შენით მიიყარე მიწა 3.
| QUOTE | | 20 უდანაშაულო ადამიანი დაიჭირა ჩემს გამო, საკუთარი მეზობლები, კლასელები... |
ამაზე კომენტარს ვერ ვაკეთებ,ახუიეწ ! არ ვიცნობდე მაინც მის 2 ყოფილ კლასელს
| QUOTE | | მათ აფინანსებს ივანიშვილი - ილია ჭავჭავაძის მკვლელებს, ზვიად გამსახურდიას მკვლელებს, საქართველოს მკვლელებს აფინანსებდა. |
მტყუანს?
| QUOTE | – ანუ მას ახასიათებს მოსმენები და დასმენები?
– დიახ და ეს ადამიანის ყველაზე საშინელი თვისებაა. ეგ არის მაგისი ყველაზე დიდი ნაკლი. |
შე ქლიბო და ჭკუასუსტო, ვინ შექმნა საქართველოში პოლიციური სისტემა, ივანიშვილმა? არის ეს ცუდი თუ კარგი,სხვა საკითხია მარა თქვი ვინ შექმნა შე დღენაკლულო !
| QUOTE | | (პატრიარქთან მე მიმესვლება. ივანიშვილთან ვერ მიდის ვერც ერთი კაცი |
 ზენიტიიიიიიიიიიიი ! | QUOTE | | ივანიშვილი რომ კალოშით დარბოდა რუსეთში და ფულს ,,ჩალიჩობდა’’, მე საქართველოს ბიუჯეტის მილონები მებარა და ვაშენებდი საქართველოს, ათი კაპიკისთვის არ მიხლია ხელი. |
მოვ****ან შენი და ზვიადას აშენებული ყველაფერი,მაგიტომ ვართ ახლა მაგარ დღეში !
| QUOTE | – როცა მასთან მუშაობდით თქვენს რჩევებს ისმენდა ბიძინა ივანიშვილი?
– მხოლოდ ერთხელ შევხვდი მას, ხელი ჩამოვართვით ერთმანეთს. საუბარი არასდროს გვქონია. მე არა ვარ ის კაცი ვინმეს შევეტენო. მე განებივრებული კაცი ვარ, სამი წუთი მჭირდებოდა პრეზიდენტთან შესასვლელად. 20 წუთი უნდოდა ნებისმიერ მოქალაქეს, ნებისმიერი მოქალაქე შევიდოდა საქართველოს პირველ პრეზიდენტთან და მოახსენებდა თავის გულისტკივილს. |
"უჟე" პრეზიდენტია ივანიშვილი? თქვე ქოსებო თქვენ,როგორ დაშინდით !
| QUOTE | | – როგორც ცნობილია, ივანიშვილმა დააჭერინა საკუთარი დის ქმარი, მას ურთიერთობა აღარ აქვს ცოლის ნათესავებთანაც... |
ლოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოლ
| QUOTE | – ამბობენ, რომ ჭორვილაში მას დახარისხებული ჰყავს ხალხი და მხოლოდ მათ ეხმარება ვინც მის სადგღეგრძელოს ამბობსო...
– არ არსებობს ოჯახი მისი სადღეგრძელო რომ არ თქვას, იმ წუთში მიუტანენ ამბავს და შეუწყვეტს დაფინანსებას, ეს ნამდვილად ვიცი. |
This post has been edited by BeQeX on 18 Nov 2011, 02:53
--------------------
აი, ახლა, როდესაც ჩვენ ვისწავლეთ ფრენა ჰაერში ჩიტების მსგავსად, ცურვა წყლის ქვეშ, როგორც თევზებმა, გვაკლია მხოლოდ ერთი - შეგვეძლოს ცხოვრება მიწაზე, როგორც ადამიანებს.
ჯორჯ ბერნარდ შოუ
|