მზე(ანუ ზოდიაქო) მორიელში
ხუმრობენ, რომ მორიელი გაბოროტებული კირჩხიბია, მიდრეკილები ღრმა შეგრძნებებისკენ, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, მან თავადვე არ იცის როგორია, შეიძლება ერთი ტიპიდან მეორეზე, მეორიდან მესამეზე გადადიოდეს. ტრანსფორმაცია მისი თანმდევია. კრიტიკულ პერიოდებში სხვას თუ აკლდება, ის იმატებს ენერგიას. რთულია მისი გაცნობა, აქვს მძიმე ნატურა, ეჭვიანობა მკვეთრია, სანამ ადამიანს ბოლომდე ამოიცნობს, აქვს განვითარებული ინსტინქტები და ინტუიცია, გამუდმებით ეძებს რაღაც კითხვებზე პასუხებს, მიდრეკილია განადგურებისკენ. მორიელს ხშირად არ შეუძლია თავიც გაიცნოს და იცოდეს მიზეზი საკუთარი საქციელის, რადგან ღრმა არის. ეს ინსტინქტებიც, რომელსაც ზოგი სასწაულს მოიწერს, დაკვირვებული, დეტალური თვალია, რომელიც იკვრება და საგანგაშო პროგნოზებს აკეთებს. მიდრეკილია უარყოფითი ამბების გაგებისკენ, საკუთარი ან სხვისი განადგურებისკენ, თუ არ იგრძნო სიმშვიდე. სიმშვიდე, კი ყოველთვის აკლია. გამბედავია, ამაყი, მესაკუთრე, მესაიდუმლე და ცნობისმოყვარე, იდეალისტი, ცინიკოსი. მორიელის საკვანძო სიტყვაა: მე მსურს!! მას არ შეუძლია უარი თქვას, ფიზიკურ ან სულიერ მოთხოვნებზე. საკუთარ თავთან ის სუსტია.
მორიელი კარგად ეწყობა თევზებს, კირჩხიბს, ასევე თხის რქას, კუროს, ქალწულს.
განსაკუთრებით არ ეწყობა მერწყულს და ლომს.


გილოცავთ ჩემებო,როგორც ახალ თემას ისევე ჩვენს პერიოდს

მრავალს დავესწროთ ერთად,როგორც იტყოდნენ
დღეს-მზე,ვენერა,მარსი,მერკური-მორიელში გახლავთ : )))
ხოდა აბა დავიწყეთ, ახალი ენერგიით,ემოციებით,გამძაფრებული ინტუიციითა და ა.შ

წინა თემის ლინკები:
მორიელებიმორიელი IIმორიელი IIIმორიელი IVმორიელი Vმორიელი VIმორიელი VII This post has been edited by HAG on 23 Oct 2010, 22:22