dani94
DANI 094

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 340
წევრი No.: 142918
რეგისტრ.: 10-February 12
|
#29892649 · 25 Feb 2012, 03:18 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დღეთა ჩვენთა აპოკალიფსი (აპოკალიფსი დღეს)
ბიბლია ესაა დროში განცხადებული მარადიულობის ეონი, სადაც წარსული და მომავალი თვალისმომჭრელ აწმყოშია შერწყმული. მიუხედავად იმისა, რომ ბიბლიური ტექსტები წმ. მამებისა და თეოლოგების მიერ მრავალგზის არის შესწავლილი და განმარტებული, ბიბლიის წინასწარმეტყველურ წიგნთა განმარტებას, განსაკუთრებული სპეციფიკურობის გამო, საკმაოდ იშვიათად ვხვდებით. ჩვენ აპოკალიფსურ წინასწარმეტყველებათა აღსრულების ხანაში ვცხოვრობთ და ამ წიგნში ჩვენ ვკითხულობთ იმას, რაც დიდი ხნის წინათ გვეუწყა. აპოკალიფსური წითელი გველეშაპი, იგივე შვიდთავიანი და ათრქიანი მხეცი, ჯერ კიდევ ათწლეულების წინ იყო შედარებული რუსეთის ათეისტურ-კომუნისტურ იმპერიას, უბრუნდებით იმას, რაც მე ადრე უკვე 1994 წ. გამოვაქვეყნე ქართულ პრესაში(რაზეც 20წელზე მეტია ვმუშაობ), ყველაზე მყარი ვარიანტი 666-სა და აპოკალიფსური შვიდთავიანი და ათრქიანი მხეცის განმარტებისა, მას შემდეგ კი ბევრი რამის დაზუსტება მოხდა. ძვ. აღთქმის უდიდესი წინასწარმეტყველის დანიელის წიგნში, რომელიც 26 საუკუნის წინაა დაწერილი, ვკითხულობთ ოთხი მსოფლიოს მპყრობელური, მსოფლიოში ყველაზე წარმატებული და აღზევებული, ოთხი იმპერიული სამეფოს, ოთხი მხეცის შესახებ, იგივე ოთხი ბაბილონური იმპერიული მხეცი, რადგან ბაბილონი სიმბოლოა იმპერიული ძლიერებისა და ძალმომრეობისა. ოთხი მსოფლიო იმპერია უნდა ჩამოყალიბებულიყო დანიელის ეპოქიდან უკანასკნელი ვადის ანუ ბოლო ჟამის ანუ აპოკალიფსის ეპოქამდე. ვაზუსტებ, რომ ბოლო ჟამში იგულისხმება- “ოქროს ათასწლეულის დადგომამდე”, ყველა იმპერიისა და ტირანიის დამხობა. პირველი მხეცი თავად ბაბილონის იმპერია, მეორე მხეცი მიდო-სპარსეთის იმპერია. ბაბილონის იმპერია დაანგრიეს მიდიელებმა, რომლის თანამედროვეც იყო დანიელი, მიდო-სპარსეთის აღზევებას შეესწრო თავად დანიელი. ძვ.წ.აღ. IV საუკუნეში სპარსეთის სამეფო დაეცა ალექსანდრე მაკედონელის ხელით, რასაც მოჰყვა მესამე მხეცის ბერძნულ-რომაული (ლათინთა) და კვლავ ბერძნული იმპერიის დაარსება. ერთ დროს რომის იმპერია ასრულებდა მესამე მხეცის როლს მაშინდელ მსოფლიოში. რომის იმპერია ორად გაიყო, ხოლო რომის დაცემის შემდგომ, მესამე მხეცის როლს, მის მისიას ბიზანტიის იმპერია ასრულებდა(ეზოთერულად მეორე რომი). ბიზანტია დაიპყრეს XV საუკენეში თურქმანულ-მონღოლურმა ტომებმა, კერძოდ თურქულმა ტომებმა. ამ დროიდან იწყება აღზევება მსოფლიომპყრობელური მისიისა რუსეთში. რომელი მისიაც ამ ტერიტორიაზე ყოველთვის არსებობდა. ამჟამად მისი მამამთავარი ივანე IV მრისხანედ წოდებული იყო, პეტრე პირველმა რუსეთის მსოფლიომპყრობელურ ამბიციებს სული ჩაბერა და ხორცი შეასხა. მეოთხე სამეფოდ, მეოთხე მხეცად რუსეთის იმპერია მოგვევლინა(ეზოთერულად მესამე რომი), რომელიც დღემდე არსებობს. დანიელის მიერ თქმული მეოთხე სამეფო, იოანეს გამოცხადებაში ნახსენები შვიდთავიანი და ათრქიანი მხეცი, აპოკალიფსური ბაბილონი დღეს აპოკალიფსურ ეპოქაში არის რუსეთის ათეისტურ-კომუნისტური, უკვე თითქმის დაცემული იმპერია. ათეისტურ-კომუნისტური იმპერია და იდეოლოგია სსრკ-ს სახით უკვე დაემხო, მაგრამ კომუნიზმს ახალი იდეოლოგია იგივე ძველი “რუსული ნაციონალური იდეა” ჩაენაცვლა, რომელიც ყოველთვის არსებობდა რუსეთში უხსოვარი დროიდან დღემდე, კომუნისტური რეჟიმის დროსაც კი, ესაა რუსული შოვინიზმი, მსოფლიოს მპყრობა და ბატონობა. ამ ტერიტორიებზე ძვ.წ.აღ. I ათასწლეულის მიჯნაზე გამოჩნდნენ ინდოეთიდან მომავალი კიმერიელები, ასურელთა გამოთქმით “გიმმარაი”, ბიბლიური ეთნოლოგიით “გომერ”, მათ უკვე ჰქონდათ მსოფლიოს მპყრობის ამბიციები, მათ ევროპისკენ გადაინაცვლეს. კიმერიელები მათმა მონათესავე სკვითებმა შეცვალეს, რომლებიც ინდო-ევროპული ტომები იყვნენ, შემდგომში სკვითების ჰეგემონია ჰუნებმა შეცვალეს, თურქმანულ-მონღოლური იგივე თურანულ-მონღოლური(მონგოლოიდები) მოდგმის ხალხმა. ჰუნების ჰეგემონია აქ დიდხანს გრძელდებოდა და შემდგომ თათარ-მონღოლთა ჰეგემონიაში გადაიზარდა. რუსეთის ტერიტორიებზე უძველესი დროიდან ყოველთვის ცხოვრობდნენ აგრეთვე თურქმანულ-მონღოლური მოდგმის სარმატები, ფინო-უგორული, ურალო-ალტაური, თავად თურანული და სხვა ხალხები. მათში ყველაზე ძლიერნი და მეომარნი ჰუნები, თურქმანულ-მონღოლური ხალხნი იყვნენ. ბიბლიაში ნახსენები “მაგოგი” სწორედ რუსეთის ტერიტორიაზე მოიაზრება და საერთოდ ბიბლიური და აპოკალიფსური “გოგი” და “მაგოგი” ესაა დროში მიმდინარე მარადიული წინასწარმეტყველური მისტერია, რომელიც უკანასკნელ ვადამდე მიმდინარეობს, ანუ ეზეკიელის დროს “მაგოგი” კიმერიელებს ეწოდებოდათ, შემდგომ სკვითებს, შემდგომ ჰუნებს და თათარ-მონღოლებს. ყველაფერი ეს რუსეთის ტერიტორიებზე ხდება, ხოლო XIII საუკუნეში ბიზანტიის მთელმა ქრისტიანულმა ელიტამ “მაგოგი” სწორედ რუსეთს უწოდა. ეზეკიელთან უკვე გვხვდება “გოგი” მაგოგის წინამძღოლი, აქვეა ეთნონიმი “როშაც”, რომელიც თეოლოგთა აზრით და არა მარტო თეოლოგთა, არამედ ბიზანტიური საქრისტიანოს აზრითაც ითვლება სახელის მიმცემად თანამედროვე რუსეთისთვის, ანუ რომელიღაც ინდო-ევროპულმა ანუ აღმოსავლეთ სლავურმა ტომმა ბიბლიური “როშას” სახელწოდებით გარკვეულ დროში გაბატონების შედეგად სახელი მისცა შემდგომ ჩამოყალიბებულ რუსულ ერთობას. საერთოდ “მაგოგი” არაებრაული სიტყვაა, ზოგი თეოლოგის აზრით იგი მონგოლური რასის ხალხს აღნიშნავს, ზოგი მას ძვ. ჩინურ სიტყვას “მონგ”-ს უკავშირებს, რომელიც ნიშნავს ბარბაროსს, დამპყრობს. სწორედ ძვ. ჩინელებმა, რომლებიც თავადაც მონგოლოიდურ რასას ეკუთვნიან, “მონგი”-ბარბაროსი უწოდეს მონგოლური წარმოშობის თურანულ-მონღოლურ ხალხს ჰუნებს, რომლებიც მაშინ ჩინეთის ჩრდილო და ჩრდილო-დასავლეთით სახლობდნენ. ეს იყო მომთაბარე ხალხი და მათგან თავის დასაცავად, მათი გაუთავებელი თავდასხმების გამო ააგეს ჩინელებმა ჩინური კედელი. წმ. მამა ანდრია კესარიელი საუბრობს რა “გოგისა” და “მაგოგის” შესახებ. ასეთ განმარტებას იძლევა: “ზოგიერთი ფიქრობს, რომ გოგი და მაგოგი ყველა ხალხთა და სამეფოთაგან ყველაზე მეომარი და მრავალრიცხოვანი სკვითები ან როგორც მათ ვუწოდებთ, ჰუნებია, ეშმაკის განთავისუფლებამდე და მის მიერ სამყაროს დაპყრობამდე მათ მხოლოდ ღვთაებრივი ხელი იჭერს”. კომენტარი ზედმეტია! ნამდვილად, ვინ არის დღევანდელი რუსი ხალხი, ესაა ხალხი ინდო-ევროპული, კერძოდ აღმოსავლეთ სლავური ენით, ხოლო გენეტიკურად, ეთნოგენეზისით თურანულ-მონღოლური (მონგოლოიდური) ტომები არიან, ხოლო სახელი რუსი მომდინარეობს შედარებით პატარა ტომის ბიბლიური “როშას” სახელიდან, რომლებიც შეიძლება იყვნენ ინდო-ევროპელები, კერძოდ სლავები. ასეთი მაგალითები ბევრია ევროპაში და აზიაში, მაგალითად ფრანგების ენა შედის რომანულ ენათა ჯგუფში, ხოლო თვითონ ფრანგები (ფრანკები) გერმანული ტომები იყვნენ, ანუ გაბატონდნენ რა ამ ტერიტორიაზე, ინდო-გერმანული ტომები ფრანკები სახელი მისცეს საფრანგეთს ანუ ქვეყანას, ხოლო ენად, უმრავლესობის ენა, აბორიგენი, ამ შემთხვევაში დაპყრობილი ხალხის გალების ენა შეითვისეს, ხოლო რუსეთში სახელიც და ენაც უმცირესობის ანუ სლავური გაბატონდა. იოანეს აპოკალიფსი: “სხვა ნიშანიც გამოჩნდა ცაში - აჰა, დიდი წითელი გველეშაპი, რომელსაც ჰქონდა შვიდი თავი და ათი რქა, და მის თავებზე შვიდი ჯიღა. მისმა კუდმა ციდან წამოათრია ვარკვლავების მესამედი და მოისროლა დედამიწაზე” (აპ. თ. XII მ. 3,4). სწორედ დედამიწის მოსახლეობის ერთი მესამედი მოწამლა ათეისტურ-კომუნისტურმა იდეამ, ანუ სოციალისტურ ბანაკს პლიუს ჩინეთი, მონღოლეთი. დავუბრუნდეთ იმ აზრს, რომ ჩვენ აპოკალიფსურ ეპოქაში ვცხოვრობთ და მივყვეთ იოანეს გამოცხადებას: “დავინახე ზღვიდან ამომავალი მხეცი, რომელსაც შვიდი თავი და ათი რქა ჰქონდა, და მის რქებზე ათი ჯიღა და თავებზე ღვთისმგმობელი სახელები. ვიხილე ერთი მის თავთაგან თითქოს სასიკვდილოდ იყო განგმირული, მაგრამ ეს სასიკვდილო ჭრილობა განიკურნა... მიეცა მას პირი, რათა მედიდურად ელაპარაკნა და დაეგმო ღმერთი. გახსნა მან პირი ღვთის საგმობად და დაგმო მისი სახელი, მისი სავანე, ცაში დავანებულნი” (აპ. თ. XIII მ. 1,3,5,6). ზღვიდან ამომავალი მხეცი ე.ი. ხალხთა ზღვასავით მღელვარე მასიდან გამოსული ათეისტურ-კომუნისტური იმპერია. ლენინი მისი წინამძღოლი, მისი პირველი თავი, მისი სახელიც ზღვიდან ანუ წყლიდან ანუ წყალს უკავშირდება მდინარე ლენა-ლენინი, ესაა მისტიური მინიშნება და ახსნა მისი სახელის. ლენინს ეკუთვნის კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ანტიღვთაებრივი (ანტიქრისტიანული) ფრაზა: “რელიგია არის ხალხთა ოპიუმი, მოგონილი ხალხისათვის”. სწორედ ლენინია ბიბლიური “გოგი”-დიდი ერის “მაგოგის” წინამძღოლი. შემდეგ იოანე ამბობს: (იხ. “ორრქიანი მხეცი” აპ. თ. XIII მ. 11-18) ვიხილე სხვა მხეცი, მიწიდან ამომავალი ანუ ორრქიანი მხეცი, იგი მოქმედებდა პირველი მხეცის მთელი ხელმწიფებით და აიძულებდა დედამიწას და მის მკვიდრთ თაყვანი ეცათ პირველი მხეცისათვის, რომელსაც განეკუთვნება სასიკვდილო ჭრილობა. აიძულა ყველა - პატარები და დიდები, მიეღოთ მხეცის ნიშანი მარჯვენა ხელზე ან შუბლზე. მართლაც ლენინი დაჭრეს, მაგრამ გადარჩა და “42 თვის” მანძილზე კვლავ გაუგონრად გმობდა ღმერთს. მსოფლიო ისტორიაში ყველაზე სისხლიანი იმპერია, რომელმაც მილიონობით ხალხი შეიწირა ეს იყო სსრკ. ორრქიანი მხეცი არის თავად სტალინი, მისი სახელიც “სტალ” ფოლადი მისტიურად მიწას უკავშირდება, რადგან ფოლადი მიწიდან მიიღება (მიწიდან ამომავალი). რატომ ორრქიანი, იმიტომ რომ მისი ეპოქა გამოირჩეოდა ორი მეფით, რადგანაც მხეცის ძალა რქებშია, ორქიანი მხეცის პირველი რქა არის თავად სტალინი და მეორე რქა მალენკოვი. სტალინმა ლენინი გააღმერთა და აიძულა ყველა გაეღმერთებინათ იგი, აიძულა ყველა თაყვანი ეცათ, როგორც ღმერთისათვის მისი მუმიფიცირებული გვამისთვის მავზოლეუმში. ლენინიზმი სსრკ-ში უკვე რელიგია იყო, რა ნიშანი იყო მხეცისადმი (ლენინისადმი) კუთვნილების ნიშანი, ეს იყო კომუნისტური პარტია, კომკავშირი, პიონერია, ოქტომბრელი (მარჯვენა ხელს ან შუბლს სიმბოლური დატვირთვა აქვს) . შვიდთავიანი და ათრქიანი მხეცი არის რუსეთის ათეისტურ-კომუნისტური ტოტალიტარული იმპერია, ლენინი მისი პირველი თავია, ხოლო ცალკე ორრქიანი მხეცი არის სტალინი, რქები მისი კი სტალინი და მალენკოვი. ლენინი და სტალინი ცალკე მხეცების სახით, იმიტომ გამოყო იოანე მოციქულმა, რომ ლენინი იყო მსოფლიო ისტორიაში ყველაზე დემონური, სატანური სულის მატარებელი. სტალინი კი კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი იმპერიის მბრძანებელი და დიქტატორი. მისი გავლენა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ დედამიწის მოსახლეობის მესამედზე ვრცელდებოდა. “აქ არის სიბრძნე: ვისაც გაგება აქვს, გამოითვალოს მხეცის რიცხვი, რადგან რიცხვი ადამიანისაა და მისი რიცხვია ექვსას სამოცდა ექვსი” (აპ. თ. XIII მ. 18). ჯერ ვნახოთ რა მისტიური ანუ ალეგორიული მინიშნებაა რიცხვ 666-ში. იგი გვხვდება ძველ აღთქმაში წიგნი მესამე მეფეთა 10:14 და მეორე ნეშტთა 9:13, სადაც ლაპარაკია რომ მეფე სოლომონის წლიური შემოსავალი ისრაელის სამეფოს აღზევების ხანაში, როდესაც ის გადაიქცა იმპერიად, იყო 666 ტალანტი ოქრო(1 ტალანტი ოქრო არის 20 კგ ოქრო). ეს შემოსავალი წელიწადში მაშინდელი მსოფლიო მასშტაბით არნახულ ქონებას უდრიდა, რომელიც გადაიქცა სიხარბის,მომხვეჭელობის, ვერცხლისმოყვარეობის და სხვებზე ბატონობის სიმბოლოდ. ხმარდებოდა კი ეს აურაცხელი სიმდიდრე მაშინდელი ისრაელის ხალხს, თუ მაშინდელი მმართველი კლანის სიმდიდრეს და განცხრომას ხმარდებოდა, სწორედ აქედან დაიწყო ისრაელის სულიერი დაცემა, ვერცხლისმოყვარეობამ და სიხარბემ დაღუპა მაშინდელი მმართველი კლანი ანუ 666 არის სიმბოლო, ვერცხლისმოყვარეობისა, სიმბოლო მსოფლიო ბატონობისა, მსოფლიომპყრობელობისა, ზნედაცემულობისა და ანტიღთაებრიობისა. რადგან სოლომონის მიერ შექმნილი პირობითად მსოფლიო იმპერია და აშენებული გრანდიოზული ტაძარი ალეგორიულად ყოველთვის აღიქმებოდა იუდეველთა ძლიერების სიმბოლოდ, ხოლო გარკვეული ყალბი ფანატიკური ნაწილის(რომლებმაც სხვათაშორის მაცხოვარი ჯვარს აცვეს), ძველი ებრაული ოკულტური და საიდუმლო რელიგიური ჯგუფების მიერ, ჯერ კიდევ წინასწარმეტყველთა დროიდან, მათი ცრუ, ყალბი გაგებით მომავალში აღსადგენი სოლომონის ტაძარი აღიქმებოდა იუდეველთა (ბიბლიის ყალბი განმარტებით და გაგებით), მსოფლიოს სხვა ხალხებზე ბატონობის სიმბოლოდ. ამიტომაც იოანე მოციქულმა სოლომონის იმპერიის ფინანსური ძლიერების სიმბოლო 666 შეადარა ულტრა-ორთოდოქს ანუ ფანატიკოს-იუდეველთა და არა მარტო მათთა მსოფლიო ბატონობის, მსოფლიოს მპყრობის იდეას ზოგადად და აპოკალიფსში მსოფლიობატონობის ანტიქრისტიანული იდეის გამოჩენა და მისი მომტანი მხეცი ალეგორიულად შეადარა რიცხვ 666-ს. რადგანაც ოკულტურ წრეებში და იოანესთვის 666 სიმბოლოა და ნიშნავს “მსოფლიოს მპყრობელს”, ”ამა სოფლის მეუფეს” ანუ სატანას (სინამდვილეში სამყაროს განაგებს და ფლობს ღმერთი, რა თქმა უნდა). ვინ არის აპოკალიფსური 666, რატომ უკავშირდება ადამიანის სახელს, ამას მალე დავინახავთ. “რიცხვი ადამიანისაა და მისი სახელის რიცხვია 666”. ეს ადამიანი სწორედ ლენინია, რადგანაც 666 უკავშირდება მსოფლიოს მპყრობას, მსოფლიო ბატონობას და უღმერთოებას, რა იდეებით საზრდოობდა ლენინი: მსოფლიო პროლეტარული რევოლუციის იდეა, მსოფლიო დიქტატურის, ტოტალიტარულ-ათეისტური რეჟიმის დამყარება მსოფლიოში. რა ერქვა ლენინს ვლადიმერი, "ვლადიმერი" ანუ “ვლადეი მირომ” - “დაიპყარი მსოფლიო”. 666 მისტიურად ნიშნავს “მსოფლიოს მპყრობელს” ანუ რუსულად ნიშნავს: ”ვლადიკა მირა” და ყალბი რუსული, იმპერიული და დერჟავული გაგებით, ნიშნავს “ამა სოფლის მეუფეს” ანუ სატანას. ჭეშმარიტი ქრისტიანულ-რუსული გაგებით კი “ვლადიკა მირა” ანუ სამყაროს მფლობელი ღმერთს აღნიშავს. “ვლადიმერი” ამ შემთხვევაში 666 ესაა სწორედ ანტიქრისტეს სახელი, ამ სახელის რიცხვი და ამ სახელის რიცხვის მისტიური (ალეგორიულ0) ახსნა. “ვლადიმერი” ასეთი სახელი არც ერთ ქვეყანაში და ერში არ გვხვდება მხოლოდ სკვითების, ჰუნების, ფინო-უგორების, სარმატების და ზოგადად თურანულ(თურქმანულ)–მონგოლური ხალხის შთამომავალ რუსეთში არსებობს ეს სახელი ანუ ბიბლიური “მაგოგის” ერში. მხოლოდ რუსეთში არქმევდნენ უხსოვარი დროიდან სახელებს ვლადიმერ, ვლადისლავ, ვლადივოსტოკ, ვლადიკავკაზ, ვსევლოდ და ა.შ. ასე, რომ სწორედ ბავშვობიდან და უხსოვარი დროიდან უნერგავდნენ მაგოგელები (ანუ რუსი იმპერიალისტები) თავიანთ შვილებს ანტიქრისტიანულ იდეას მსოფლიოს დაპყრობისა, არქმევდნენ რა მათ ასეთ სახელებს. იოანეს გამოცხადება თ. XVII მ. 7 “მითხრა ანგელოზმა: რატომ გიკვირს? მე გეტყვი საიდუმლოს ამ დედაკაცისა და შვიდთავიანი და ათრქიანი მხეცისა, რომელიც მას ატარებს. მ. 8 მხეცი, რომელიც შენ იხილე, იყო და არ არის, და მოვა უფსკრულიდან და დაღუპვისკენ წავა, და დედამიწის მკვიდრთ, რომელთა სახელებიც წუთისოფლის შექმნიდან ჩაწერილია სიცოცხლის წიგნში, გაუკვირდებათ, როცა დაინახავენ მხეცს, რომელიც იყო და არ არის და მოვა. მ. 9 აქ საჭიროა გონება, რომელსაც სიბრძნე აქვს, შვიდი თავი შვიდი მთაა, რომელზეც ეს დედაკაცი ზის. მ. 10 მეფენიც შვიდნი არიან: ხუთი დაეცა, ერთი არის, მეორე კი ჯერ არ მოსულა და, როცა მოვა მცირე ხანს დარჩება. მ. 11 მხეცი, რომელიც იყო და არ არის, მერვეა, შვიდთა რიცხვიდან, და დაღუპვისკენ მიდის. მ. 12 ათი რქა, რომელიც შენ იხილე, ათი მეფეა, რომელთაც ჯერ არ მიუღიათ მეფობა, მაგრამ მხეცთან ერთად მიიღებენ ხელმწიფებას, როგოც მეფეები ერთი საათით”. როგორი ხილვა ნახა იოანე ღვთისმეტყველმა, მან ნახა მხეცი, რომელსაც ჰქონდა შვიდი თავი და ამ თავებზე ათი რქა და ამ რქებზე ათი ჯიღა ანუ გვირგვინი, რომლებზეც (გვირგვინებზე) ეწერა ღვთისმგმობელი მეფეების სახელები. ე.ი. თავები შეესაბამება კომუნისტური იმპერიის სსრკ-ს (იგივე რუსეთის) მმართველებს, რომელთა (თავების) ძალა რქებშია გამოხატული ანუ უნდა იყოს შვიდი მეფის (შვიდი მთა, შვიდი მეფეა) ეპოქა და რომელიც უბრალო ქრონოლოგიით ათ მეფეში გამოიხატება. ეს ასე უნდა გავიგოთ: მხეცის პირველი თავია ლენინი, რომელსაც ერთი რქა აქვს თავად ლენინი. მეორე თავია სტალინი, ამ თავს ორი რქა აქვს სტალინი და მალენკოვი. სტალინის ეპოქა გამოირჩეოდა ორი რქით, ორი მეფით, სტალინით და მისი სიკვდილის შემდგომ ცოტა ხნით იყო მალენკოვი. შემდეგ გვაქვს მესამე თავი ხრუშოვი, თავისი ერთი რქით, ერთი მეფით ხრუშოვით, რატომ არის ხრუშოვი ცალკე თავი და ცალკე რქა, იმიტომ რომ ეს სხვა ეპოქა იყო, მან დაგმო სტალინიზმი, როგორც მოვლენა. შემდეგი მეოთხე თავია ბრეჟნევი, ამ თავს სამი რქა აქვს, რადგან მისი მმართველობა, უძრაობის ხანა აღინიშნა სამი მეფით, სამი რქით. ესენია: თავად ბრეჟნევი, ანდროპოვი და ჩერნენკო. აღსანიშნავია ისიც, რომ ანდროპოვმა დააპირა შეეცვალა ბევრი რამ ბრეჟნევის უძრაობის ხანასთან მიმართებაში, მაგრამ არ დასცალდა, მალევე გარდაიცვალა, ამიტომაც ცალკე თავად, ცალკე ეპოქად არ გამოიყოფა. მეხუთე თავი, რომელსაც ერთი რქა აქვს არის გორბაჩოვი, გარდაქმნის ე.ი. ახალი ეპოქის მამამთავარი. რა ხდება შემდგომ, დაინგრა სსრკ, ათეისტურ-კომუნისტური მხეცის იმპერია, მასთან ერთად გარდაიცვალა მსოფლიომპყრობელობის კომუნისტური იდეა. ამის შემდგომ მხეცი (რუსეთის იმპერია) აგონიაშია, კომუნისტური იდეა მსოფლიო მპყრობისა დაემხო, ახალი იდეა ჯერ არ ჩანს, მაგრამ გამოჩნდება, ამას ნიშნავს მხეცი იყო და არ არის და მოვა. ამიტომაც გამოყო იოანემ ხუთი მეფე ცალკე ანუ ხუთი დაეცა, მეექვსე არის, ხოლო მეშვიდე მოვა და მცირე ხანს დარჩება, ხოლო მხეცი, რომელიც იყო და კვლავ მოვა მერვეა შვიდთა რიცხვიდან. მეექვსე მეფე, მეექვსე თავი ელცინია ერთი რქით, თავად ელცინით. ელცინის ეპოქა ესაა აგონიაში ყოფნის პერიოდი, დაინგრა სსრკ-დ წოდებული რუსეთის კომუნისტური იმპერია, ჩეჩნეთის ომი წაგებულია, რუსი ხალხი დემორალიზებულია. ამ დროს ჩნდება კაცი, რომელიც იგონებს მიზეზს ჩეჩნეთში ახალი ტოტალური ომის საწარმოებლად, ის უკვეთავს რუსეთის მრავალსართულიანი სახლების ტერაქტს, ახლო აღმოსავლეთში შუამავლების საშუალებით, რომელიც თავად მოიფიქრა, ხოლო ტერაქტის შემსრულებლები თავად ავანტურაში გახვეული ჩეჩენი ტერორისტები არიან, იწყება ჩეჩნეთის მეორე ომი, რომელსაც ასიათასობით მშვიდობიანი ჩეჩენი (ჩეჩენთა გენოციდი) ეწირება. ამ ფონზე ელცინი ვადაზე ადრე გადადგება და თავის მოვალეობის შემსრულებლად ტრიუმფატორ პუტინს ნიშნავს. ანუ მეშვიდე თავი, თავისი ერთი რქით თავად პუტინია. სწორედ ის ატარებს საპრეზიდენტო არჩევნებს და უკვე ხალხის არჩეული, მთელი რუსი ხალხის მიერ ახალ მესიად აღიარებული, რუსეთის მხსნელი (ცხებული მესია), არა კომუნისტური (მსოფლიო ბატონობის იდეა) ახალი, მაგრამ მაინც ძველი იდეით (რუსული ნაციონალური იდეა - მსოფლიო ბატონობისა) აღჭურვილი მოგვევლინა რუსეთის მოდერნიზებული იმპერიის სათავეში, რომელმაც უნდა ააღორძინოს რუსეთის უძლეველობის მითი. მხეცი, რომელიც იყო და არ იყო, და მოვა მერვეა შვიდთა რიცხვიდან. ეს ასე უნდა გავიგოთ ათეისტურ-კომუნისტური იდეა მსოფლიო ბატონობისა, რომელიც ლენინმა მოიტანა იყო, გორბაჩოვის შემდგომ დაემხო და აღარ იყო და მოვიდა ახალი სახეშეცვლილი იდეით მსოფლიო ბატონობისა, ესაა “რუსული ნაციონალური იდეა”, ამავე დროს მხეცი, ამ შემთხვევაში პიროვენებაში გამოხატული, რომელიც ამ იდეას კვლავ მოიტანდა, უნდა ყოფილიყო მერვე, თანაც შვიდთა რიცხვიდან ანუ მერვე შვიდი მმართველიდან უნდა მოსულიყო, პუტინი არის მეშვიდე, “მეშვიდე მოვა და ცოტა ხანს დარჩება”, სწორედ ელცინის მოვალეობის შემსრულებლად ამ სტატუსით პუტინი ცოტა ხანს იყო, ხოლო საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ მერვედ შეიქმნა. პუტინია სწორედ მერვე შვიდთაგანი მხეცი, ანუ პუტინია მეშვიდე თავიც იგივე მეათე რქაც და ამავე დროს მერვე თავიც იგივე მეთერთმეტე რქა, ოღონდ იოანემ ტერმინი მეთერთმეტე რქა არ იხმარა და მერვე შვიდთაგანი მხეცი ერთ-ერთ შვიდთაგან მეფესთან გააიგივა და ცალკე მეთერთმეტე რქად არ გამოყო, მაგრამ სიმბოლურად ნაწილობრივ მერვე თავად მაინც გამოყო. მეორე მისტიური ახსნა ამისა ასეთია, რომ პუტინის სახელში მინიშნებაა სწორედ იმისა, რომ 666 კვლავ მობრუნდა (ამ შემთხვევაში იდეა). რადგან პუტინის სახელია ვლადიმერი, იგივე “მსოფლიოს მპყრობელი”, იგივე “ვლადეი მირომ”, ანუ “ვლადიკა მირა”, იგივე 666. ე.ი. 666 (ვლადიმერ ლენინის სახით) მოვიდა იმპერიის დასაწყისში და იგივე 666 (ამ შემთხვევაში ვლადიმერ პუტინის სახით) მოვიდა იმპერიის დასასრულისათვის. არავითარი პრეტენზია ამ სახელის მქონე ადამიანებთან ჩვენ არ გაგვაჩნია, რა მათი ბრალია, ამ სახელში და ამ სახელის რიცხვში მხოლოდ მინიშნებაა იმისა, რომ ჩვენ ის ცრუ მესია და ცრუ წინასწარმეტყველი, ანუ ლენინი და მისი ცრუ იდეები ადვილად ამოგვეცნო, რადგან იოანემ იცოდა მისი სახელი ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში. მისტიურია და სიმბოლურია ისიც, რომ არც ერთ სხვა რუსეთის იმპერიის ამ ათ ლიდერს გარდა ლენინისა და პუტინისა (პირველისა და უკანასკნელისა) არ ერქვა ვლადიმერი. რუსეთის აპოკალიფსურ იმპერიას უნდა ჰყოლოდა შვიდი ეპოქის მქონე მეფე, შვიდი თავი (შვიდი მთა), ესენია: ლენინი,სტალინი,ხრუშოვი,ბრეჟნევი,გორბაჩოვი(მეხუთე თავი-ხუთი დაეცა-სსრკ),ელცინი(მეექვსე),პუტინი(მეშვიდე), ხოლო უბრალო ქრონოლოგიით ათი მეფე (ათი რქა), ესენია: ვლადიმერ(666) ლენინი, ი.სტალინი, გ.მალენკოვი, ნ.ხრუშოვი, ლ.ბრეჟნევი, ი.ანდროპოვი, კ.ჩერნენკო, მ.გორბაჩოვი, ბ.ელცინი და ვლადიმერ(666) პუტინი. იმპერიამ შვა ათი მეფე, ათ მეფეს მისცა ძალაუფლება როგორც მეფეებს ერთი საათით, აქ მინიშნებაა იმაზე, რომ ყველანაირი ამქვეყნიური ამაოება და მეფობა დროებითია, წარმავალია, მსოფლიო ისტორიაში ყველაზე დიდი დიქტატორის სტალინის ეპოქაც დასრულდა, ასე რომ დრონი მეფობენ და არა მეფენი. ამიტომ ალეგორიულად იგულისხმება, რომ მხეცმა ანუ აპოკალიფსურმა-კომუნისტურმა და შემდგომ მოდერნიზებულმა რუსეთის იმპერიამ ათ მეფეს(ათი რქა) მისცა ძალაუფლება, როგორც მეფეებს ერთი საათით. პუტინის (ნოსტრადამუსის მიხედვით მესამე ანტიქრისტე-რომელიც ფაქტიურად გამეფდა 1999 წ. მეშვიდე-მერვე თვეს) მმართველობის დასრულებასთან ერთად დასრულდება აპოკალიფსური იმპერიის (და სხვა იმპერიებისაც და ძირითადად სხვა ტოტალიტარული და ძალადობრივი რეჟიმებისაც) ბატონობის ეპოქა, ანუ მოითოკება “მაგოგი” ღვთის ღვთაებრივი ხელით, მაგრამ როდემდის? შემდეგ იოანე ამბობს, დაემხო დიდი ქალაქი ბაბილონი ..…რომლებთანაც მეძავეობდნენ დედამიწის მეფეები. დიდ ბაბილონში სიმბოლურად(ალეგორიულად) იგულისხმება ყველა ადრეული მსოფლიოსმპყრობელური და აპოკალიფსური იმპერიები, თანამედროვე ტოტალიტარული, სისხლიანი და ძალადობრივი და ავტორიტარული რეჟიმები, ხოლო “მეძავ” მეფეებში ტირანები, დიქტატორები, მოძალადე და კორუმპირებული მმართველები მთელ მსოფლიოში, ამის შემდეგ მყარდება “ოქროს ათასწლეული” პირობითად რა თქმა უნდა. იგივე ათ მეფეზე ამბობს დანიელ წინასწარმეტყველი, ბოლო ჟამის, უკანასკნელი ვადის (აპოკალიფსურ იმპერიათა ბოლო ჟამის) მეოთხე სამეფოზე, როდესაც წინასწარმეტყველებს და ამბობს უკანასკნელი ვადის მეოთხე სამეფო (ანუ რუსეთის აპოკალიფსური იმპერია) გამორჩეული იქნება ყველა წინა სამეფოსაგან, იქნება ყველაზე დიდი და ყველაზე საშინელიო და გადაჭამს მთელ ქვეყნიერებასო და რომელიც ათ რქას, ათ მეფეს შობსო. ხოლო მათ შემდეგ სხვა გამოვა...და სამ მეფეს დაამხობსო (იხ. დან. თ. VII მ. 23,24,25,26). ე.ი. გამოჩნდება დანიელის მიხედვით მეთერთმეტე რქა, კვლავ ვლადიმერ პუტინი(ავტ.), რომელიც 2012წ. კვლავ ბრუნდება სრულუფლებიან რქად ანუ მეფედ, რომელიც არსად არ წასულა სინამდვილეში და სამ მეფეს დაამხობსო, ერთი იჩკერიის პრეზიდენტის, ასლან მასხადოვის სახით უკვე დაამხო. ის იქნება “ვიდრე არ გავა დრო-ორი დრო და ნახევარი დრო”(დან თ.7 მ.25). ზოგან ამას ასე განმარტავენ: დრო,დროთა და დროის ნახევარი-წელიწადი,წელიწადები და წელიწადის ნახევარი ანუ სამწელიწადნახევარი იგივე 42 თვე, (იოანესთან პირველ მხეცს(666) ანუ ლენინს დაჭრიდან მიეცა უნარი რომ 42 თვის მანძილზე კვლავ დაეგმო ღმერთი, მართლაც ასე მოხდა და 42 თვის შემდეგ ისე დაუძლურდა სიფილისით რომ ჩამოაშორეს სახელმწიფო საქმეებს). მეთერთმეტე რქასთან მიმართებაში მე ეს ასე მესმის, რომ პუტინთან მიმართებაში ეს შეიძლება ასე აღსრულდეს: ვიდრე არ გავა დრო ანუ საპრეზიდენტო ვადა, ორი დრო-ორი საპრეზიდენტო ვადა და დროის ნახევარი პირობითად ნახევარი საპრეზიდენტო ვადა. პუტინი როგორც ვიცით ეხლა 2012წლიდან მესამე საპრეზიდენტო ვადით კვლავ მოდის სახელმწიფოს სათავეში. აგრეთვე შეიძლება ამავე დროს გამოჩნდეს სხვა ახალი საფრთხე მსოფლიო ცივილიზაციისა. იგივეს ვხვდებით ეზრა წინასწარმეტყველთან, (იხ. მესამე ეზრა თავი XII მ.10—28), ანგელოზი ეუბნება ეზრას ეს ის სამეფოა, მეოთხე ყველაზე დიდი და საშინელი დანიელმა რომ ნახა, მაშინ მას არ განემარტა ისე როგორც შენ განგიმარტავ ახლაო, ანუ ორივე განმარტება სწორია, მაგრამ ეზრასთან სხვანაირად არის განმარტებული. ანგელოზი ამბობს გამეფდება ამ სამეფოში თორმეტი მეფე, ერთმანეთის მიყოლებით, მერე ცალკე გამოყოფს სსრკს პერიდს, რადგან მხოლოდ რვა მეფეზეა საუბარი, მერე ამბობს მეორეს(სტალინი) ყველაზე დიდხანს ექნება ძალაუფლება, იმპერიის ამ შემთხვევაში სსრკს შუახანებამდეო. ამ რვიდან ორიო იმპერიის (სსრკს) დაშლამდე დარჩებიანო. ე.ი. თორმეტი მეფე ერთმანეთის მიყოლებით, ანუ როგორც გამეფდებიან უბრალო ქრონოლოგიით ისე, ესენია: ლენინი,სტალინი,მალენკოვი,ხრუშოვი,ბრეჟნევი,ანდროპოვი,ჩერნენკო,გორბაჩოვი(ეზრასთან მერვე),ელცინი,პუტინი(ეზრასთან მეათე),მედვედევ-პუტინი(ეზრასთან), და 2012 წლიდან კვლავ-და-კვლავ პუტინი(ეზრასთან მეთორმეტე). სსრკ-ს თუ ავიღებთ ეზრას მიხედვით რვა მეფე ყავდა. რვიდან მეორეა სტალინი, მართლაც ყველაზე დიდ ხანს იყო 1953(იმპერიის შუა ხანები სსრკ--1917-1991წწ.). ორი ვინ არის ვინც ბოლომდე გადარჩა, ესენია: გორბაჩოვი (პერესტროიკა” დაიწყო 1985 წელს) და გ.მალენკოვი(რვიდან-მესამე) გარდაიცვალა 1988წ. 14 იანვარს ე.ი. ეზრას მიხედვით იმპერიამ რღვევა დაიწყო 1985 წლიდან “პერესტროიკიდან”, რის დაწყებასაც მოესწრო მალენკოვი. იოანე მოციქული აპოკალიფსში ამბობს ვიხილე გველეშაპისა და მხეცის, ისე ცრუ-წინასწარმეტყველის პირიდან გამოსული სამი უწმინდური სული. ესენია: ლენინი (ნოსტრადამუსის მიხედვით პირველი ანტიქრისტე და ცრუ წინასწარმტყველი), სტალინი (იოანეს მიხედვით მეორე მხეცი და აგრეთვე ცრუწინასწარმეტყველი) და ჰიტლერი (ნოსტრადამუსის მეორე ანტიქრისტე), რომელსაც აპოკალიპსში ებრაულად ქვია “აბადონი” და დაიწყო აპოკალიფსური “არმაგედონი”(მეორე მსოფლიო ომი). იგივე სამ უწმინდურ სულზე ამბობს ეზრა (იხ. მესამე ეზრა თ.12 მ.22—28): ერთ-ერთი მათგანი სარეცელზე მოკვდება, თუმცა წამებით. იმ დანარჩენ ორს მახვილი შეჭამს. ერთის მახვილი მეორეს შეჭამს, თუმცა ისიც მახვილით დაეცემა უკანასკნელ ხანებში. ოქტომბრის რევოლუციამ შვა სამი დიდი ბელადი: ლენინი, ტროცკი (შეიძლება ტროცკის მაგივრად ეზრამ იოანესავით ამ შემთხვევაშიც აპოკალიპსური დემონური სულის მატარებელი "აბადონი" ანუ ჰიტლერი იგულისხმა) და სტალინი. რევოლუციის მთავარი ბელადები იყვნენ ლენინი და ტროცკი. ტროცკი იყო სწორედ მსოფლიო პროლეტარული რევოლუციის იდეის მთავარი ორგანიზატორი, ეკლესიის საქმეთა კურატორი, მისი უშუალო ხელმძღვანელობით ინგრეოდა ეკლესია-მონასტრები, იხვრიტებოდა მღვდლთმსახურები, ლენინის ბრძანებით რა თქმა უნდა. პირველი მთავარი უწმინდური სული ლენინი რამდენიმე თვიანი მძიმე განუკურნებელი ავადმყოფობის(სიფილისის) შედეგად სარეცელზე მოკვდა წამებით. ტროცკი სტალინმა მოაკვლევინა მექსიკაში (ხოლო ჰიტლერმა კი თავი მოიკლა, ე.ი. ესეც მახვილით დაეცა), თვითონაც უკანასკნელ ხანებში (ანუ “არმაგედონის”-მეორე მსოფლიო ომის-შემდგომ), სტალინი ასევე მახვილით დაეცა ანუ მოწამლეს ხრუშოვის ორგანიზებით. რა თქმა უნდა მერვე შვიდთაგანი მხეცი პუტინი ვერ მივა ამ სამ უბოროტეს სულთან თავისი მასშტაბურობით, როგორც ჯუჯა ტიტანთან. * * * გაგრძელება: უნდა აღინიშნოს აგრეთვე დანიელ წინასწარმეტყველის მიერ ნაწინასწარმეტყველები დროში განცხადებული მარადიულობის ეონი, მარადიულად ანუ მუდმივად მიმდინარე წინასწარმეტყველება, მუდმივი დაპირისპირება, დანიელის ეპოქიდან დღემდე აპოკალიფსურ ეპოქამდე, ორი ანტაგონისტური ძალისა მსოფლიოში: ჩრდილოეთის სამეფოსა და სამხრეთის სამეფოს შორის (იხ. დან. თ.11 და თ.12),
This post has been edited by dani94 on 25 Feb 2012, 04:36
--------------------
DANI 094
|