#29845997 · 22 Feb 2012, 12:13 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
@toklika@
ბოდიში, მაგრამ შენი ეს პოსტი მაფიქრებს იმაზე, რომ შენ ადამიანს ეთნიკური ნიშნით არჩევ - რაც სამართლის განყოფილებისათვის შეუფერებლად მიმაჩნია...
QUOTE | მაგრამ რატო უნდა იბლატაონ ვიღაც ყ#ე ნიგერიელებმა საქართველოში. |
კოპირებას კავაკეთებ შენი სიტყვების:
ქართველმა რომ იბლატაოს საქართველოში შენთვის მისაღები იქნება?
QUOTE | მაგრამ უნდა იცოდნენ ეს საქართველოა და არ სხვა რომელიღაც ქვეყანა. |
რომელიღაცა, რომელი ქვეყანაა? ისე იწერები თითქოს საქართველო შენთვის კერძო საკუთრებაში იყოს გადმოცემული....
QUOTE | თუ ჩემთან გაუვიდათ დამიჯერე სხვასთანაც გააკეთებენ და დარწმუნებული ვარ გააკეთებდნენ კიდეც. |
თუ ადამიანი მისცემს საბაბს იმისა, რომ გააცურონ - ეგეთს საქართველოშიც, ბაჰრეინშიც და ბუტანშიც გააცურებენ! ასე, რომ შენ ნუ მისცემ საშუალებას იმისა, რომ გადაგადონ... ზევით პოსტში გირჩიე, რომ წინასწარი გადახდით უნდა შემოუშვა ხალხი სახლში - თუმცა ამაზე ყურადღებაც ეტყობა არ მიგიქცევია, ეგერევე ეთნიკური ნიშნით განსხვავებას გაეცი პასუხი და ამოწურე შენი სათქმელი....
კიდევ ერთი რაც შემიძლია გირჩიო ეს არის ის, რომ დაწერო პოლიციაში განაცხადი - მომხდარის შესახებ, სასურველია წინასწარ ტელეფონით იმ ხალხს შეატყობინო, რომ თუ არ დაგიბრუნებენ მკაცრად ამა და ამ დღეს ფულს (ოღონდ დიდ დროს ნუ მისცემ, მაქსიმუმ 3 დღე) პოლიციაში უჩივლებ და პრობლემები შეექმნებათ...
პ.ს. ჩემი აზრით თუ ასე ეტყვი გადაგიხდიან ვალს, თან მათი საპასპორტო მონაცემები სრულად გცონდია (ეგენი ხომ შენ ბინაში რეგისტრირებულები არიან და მაგიტომ ვიძახი. ისე კარგი იქნებოდა თუ დაწერდი იმის შესახებ თუ რომელი ქვეყნის მოქალაქენი არიან ეგ ხალხი) + ტელეფონის ნომერსაც არ ცვლიან... ხომ შეეძლოთ გადაეგდოთ ნომერი?
GOOD LUCK!
|