#29852097 · 22 Feb 2012, 18:36 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნულ ნაკრებს ძლიერი სპარინგ-პარტნიორი უპოვა - 24 მაისს, ავსტრიის ქალაქ ზალცბურგში, 31-ათასიან "რედ-ბულ არენაზე" თემურ ქეცბაიას გუნდი თურქეთის ეროვნულ ნაკრებს შეხვდება.
ამავდროულად, ჩვენი ნაკრები ავსტრიაში შეკრებასაც გაივლის და დიდი ალბათობით, მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში კიდევ ერთ ამხანაგურ მატჩს გამართავს.
ამ დროისთვის ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მონაწილენი მზადების დასკვნით ფაზაში იქნებიან და არ არის გამორიცხული, ჩვენი მეტოქე რომელიმე მათგანი იყოს.
თურქებმა კი, მოგეხსენებათ, უკრაინა-პოლონეთის საგზური ვერ მოიპოვეს - პლეი ოფში ხორვატებთან სასტიკად დამარცხდნენ.
თურქეთი საქართველოს მეტოქე შესარჩევ ტურნირშიც ყოფილა და ამხანაგურ შეხვედრაშიც. ბოლოს მეზობლებს 2007 წლის 7 თებერვალს ეროვნულ სტადიონზე ამხანაგურად ვუმასპინძლეთ და დავით სირაძის გოლით 1:0 ვძლიეთ.
თურქეთის შემდეგ საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი სპარინგ-პარტნიორია ცნობილი - 15 აგვისტოს ქეცბაიას გუნდი ლუქსემბურგის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო" ქართული ფეხბურთი - ეროვნული ნაკრები ავტორი : ლევან ჯანეზაშვილი
|