ინფორმაცია ფილმზე:დასახელება: K-17
ორიგინალი დასახელება: K-17
გამოშვების წელი: 2010
ჟანრი: სამხედრო სერიალი
გამოშვებულია: პირველი არხი,კიკალა სტუდიო
რეჟისორი: გიორგი კიკალეიშვილი
როლებში: მალხაზ აბულაძე,გიო გაბუნია,ნიკოლოზ წერედიანი,ნინო პატაშური,ზურა ყიფშიძე,გიგა იმედაძე,ბექა მიქაძე,რატი ლომიძე და სხვები
სერიალის შესახებ:სერიალში მოთხრობილია ერთი კონკრეტული სპეცდანიშნულების რაზმის შესახებ, რომლის არსებობაც გასაიდუმლოებულია. სპეცდანიშნულების რაზმი ცდილობს საქართველოს და არა მარტო საქართველოს ტერიტორიაზე სპეცოპერაციების საშუალებით აღკვეთოს ტერორისტული აქტები და დივერსიები, ასევე იზრუნოს ქვეყნის უსაფრთხოებაზე.
პერსონაჟები:ბექა ფერაძე – წარსულში ანტიტერორისტული სამსახურის ხელმძღვანელი, თადარიგის პოლკოვნიკი. ამჯერად კონკრეტული ქვედანაყოფის მეთაური და ოპერაციების დამგეგმავი.
ლუკა ორბელაძე – დამთავრებული აქვს სუვოროვის სახ. სამხედრო აკადემია, მონაწილეობა აქვს მიღებული საქართველოში განხორციელებულ ყველა შეიარაღებულ კონფლიქტში, 90-იან წლებში დაიჭრა და ინვალიდის სავარძელს მიეჯაჭვა. ამჯერად უზრუნველყოფს ოპერაციების ტექნიკურ მხარეს.
ნოე ფხაკაძე – წარსულში ანტიტერორისტული სამსახურის სპეცრაზმის მეთაური, მონაწილეობდა საქართველოში მომხდარ ყველა შეიარაღებულ კონფლიქტში, ამჯერადაც მეთაურობს სპეცრაზმს.
დეა ყიფიანი – პროფესიონალი მცველი, წარსულში იცავდა უცხოელ დიპლომატ ქალებს, კარგად ფლობს ხელჩართული ბრძოლის სისტემას.
მუსა მანგოშვილი – პანკისელი ქისტი, იბრძოდა ჩეჩნეთში, არის პროფესიონალი მენაღმე.
პირველი სერიაჩემი აზრით კარგი სერიალია,გირჩევთ ყველას რო უყუროთ
* * *
არ უყურებთ არავინ? .
* * *