ამერიკის შტატ ვაშინგტონის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც ერთსქესიანი ქორწინებების რეგისტრაციას აწესებს. სააგენტო Assiciated Press–ის ინფორმაციით, კანონპროექტს ხმა მისცა 55 კანონმდებელმა, ხოლო 43 წინააღმდეგი იყო.
მანამდე კანონპროექტი შტატის სენატმა მიიღო. სავარაუდოდ, შტატის გუბერნატორი კრისტინ გრეგუარი კანონს მომავალ კვირაში მოაწერს ხელს.
კანონპროექტის მხარდამჭერთა შორის ძირითადად დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები არიან, ხოლო რესპუბლიკელებს მიაჩნიათ, რომ ეს კანონი ქორწინების ინსტიტუტს ძირს უთხრის.
ვაშინგტონი ამერიკის მეშვიდე შტატია, რომელმაც ერთსქესიანი ქორწინების ლეგალიზაცია მოახდინა. ამჟამად მათი რეგისტრაცია უკვე ხდება კონექტიკუტის, აიოვას, მასაჩუსეტსის, ნიუ ჰემპშირის, ვერმონტისა და ნიუ იორკის შტატებში.
7 თებერვალს სან–ფრანცისკოს სააპელაციო სასამართლომ გადაწყვიტა, რომ კალიფორნიის შტატში ჰომოსექსუალური კავშირების რეგისტრაციის აკრძალვა ანტიკონსტიტუციურია და არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მოქალაქეების უფლებებს ზღუდავს.
http://www.geworld.ge/index.php/home/rubri...-02-09-11-59-57