30 წლის სრულიად შიშველმა მამაკაცმა 27 იანვარს ციგა „ტოიოტას“ მარკის მანქანას გამოაბა და ოდესის ქუჩებში, ასფალტზე გულიანად ისრიალა.
როგორც თვითმხილველი ამბობს, იგი დროდადრო მანქანაში ჯდებოდა, ალბათ თბებოდა, შემდეგ კი ციგით სრიალს განაგრძობდა. მანქანიდან კი ახალგაზრდა ქალი გადმოდიოდა და ამ ყველაფერს სამოყვარულო კამერით იღებდა.
მამაკაცმა უამრავი „თაყვანისმცემელი“ მიიზიდა, რომლებიც მობილური ტელეფონებით და ფოტოაპარატებით იღებდნენ მის გართობას.
http://www.geworld.ge/index.php/home/rubri...-01-30-11-44-23