ნიკოლა სარკოზიმ საფრანგეთის ქალაქ ბაიონუში ვიზიტი მას შემდეგ შეწყვიტა, რაც საპროტესტო აქციის მონაწილეები სტვენით დახვდნენ.
ადგილობრივი მედიის ცნობით, პრეზიდენტი ქალაქში წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ჩავიდა. ადგილობრივი მცხოვრებლები მას სტვენითა და შეძახილებით დახვდნენ. ისინი ყვიროდნენ, რომ პრეზიდენტს ხუთი წლის განმავლობაში ქვეყნისთვის სასიკეთო არაფერი გაუკეთებია. სარკოზის ასევე ბასკური ავტონომიის შექმნის მხარდასაჭერი ფლაერებიც ესროლეს.
პოლიციის დახმარებით, სარკოზიმ ერთ-ერთ ბარში შესვლა მოახერხა, რათა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან გასაუბრების შესაძლებლობა მისცემოდა.
პრეზიდენტმა ქალაქის ცენტრში გასეირნება ვერ მოახერხა. 400-მდე მანიფესტანტმა დაცვის გარღვევა სცადა, რის გამოც პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმმა ფარებითა და რეზინის ხელკეტებით მათი შეკავება შეძლო. ამის მიუხედავად, ნიკოლა სარკოზიმ პრესასთან გასაუბრება მოახერხა და განაცხადა, რომ ის საფრანგეთის ტერიტორიაზე იმყოფება და როგორც პრეზიდენტი, ყველა რაიონს მოივლის.
მას შემდეგ, რაც მანიფესტანტთა აქტივობა შესუსტდა, სარკოზიმ ქალაქი დატოვა.
ნახეთ ვიდეო
http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/uckh...-daushines.html
Если человека кусает вампир, он становится вампиром. Такое ощущение, что очень многих вокруг искусали бараны...
არაფერია უფრო მუდმივი,ვიდრე დროებითი უფულობა...
მსოფლიოს მართავს მხოლოდ ფული და სექსი!
ვინ დათვალოს ზღვაში ქვიშა და თბილისში შავი ჯიპი