ამ თემაში ვისაუბროთ კონკრეტულად ამ ვიზე რომელის აღებაც ძალიან რთულია და ზოგისთვის სამეცნიერო ფანტასტიკას განეკუთვნება, ვისაც აღებული გაქვთ უკვე გთხოვთ თქვენი რჩევები დაწეროთ.
აშშ საქართველოს მოგობარიაო ეგ ამ ზღაპრის ალბათ უკვე არავის არ სჯერა , როდესაც მოცემულ ვიზაზე უარს საქართველოს საჯარო სამსახურში მომუშავე სპეციალისტებსაც ეუბნებიან

იგივე ეხება სტუდენტურ და გაცვლითი პროგრამების მონაწილეების ვიზებს.
მოკლედ თუ ახალგაზრდა ხარ და დაუოჯახებელი, მიუხედავად კარგი სამსახურისა და ბანკში საკმაოდ ფულის ქონისა ვერ ჩახვალ ამერიკის მოსანახულებლად თუ ძალიან არ გაგიმართლა...
გთხოვთ ზემოთა ვიზების თემაში არ გააერთიანოთ , ეს განსაკუთრებულ ყურადღებას და განხილვას მოითხოვს სხვა ქვეყნების ვიზებთან შედარებით.
This post has been edited by Lekso-Dav on 29 Feb 2012, 16:44