ავსტრალიის უძველესმა სამხატვრო მუზეუმმა, ვიქტორიას ნაციონალურმა გალერეამ მეცხრამეტე საუკუნის ტილოს მოპარვის შესახებ 12 წლის შემდეგ განაცხადა.
მუზეუმის თანამშრომლებმა რიჩარდ პარკს ბონინგტონის სურათის „მიქცევა. ბულონი“ დაკარგვა 1999 წელს შეამჩნიეს. მაშინ მუზეუმის 65 ათასი ექსპონატი შენობიდან რეკონსტრუქციის გამო გაიტანეს. სამეურვეო საბჭომ დანაკარგის შესახებ მხოლოდ 2003 წელს გაიგო, თუმცა ინვენტარიზაციის ჩატარება გადაწყვიტეს იმ იმედით, რომ ტილო მოიძებნებოდა.
2011 წელს, როცა მისი პოვნის იმედი გადაეწურათ, პოლიციას მიმართეს. ავსტრალიის ფინანსთა მინისტრსაც მხოლოდ ამის შემდეგ აცნობეს, რომ სურათი დაიკარგა. კანონმდებლობით, ავსტრალიის მუზეუმებიდან ნებისმიერი ნივთის დაკარგვის შესახებ სწორედ ფინანსთა მინისტრს უნდა მოახსენონ.
რიჩარდ პარკს ბონინგტონი რომანტიზმის თვალსაჩინო წარმომადგენელია და მისი „მიქცევა. ბულონი“ 202 ათას დოლარად არის შეფასებული.
http://www.geworld.ge/index.php/home/rubri.../3963-----12---