#29830134 · 21 Feb 2012, 14:40 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობათ, მშენებლობასთან დაკავშირებით მცოდნე ხალხის დახმარება/რჩევა მჭირდება, რამოდენიმე წლის წინ ქალაქ ფოთში შევიძინე კერძო საცხოვრებელი სახლი და მის ადგილზე დავიწყე სავაჭრო ობიექტების მშენებლობა (გავაკეთებინე პროექტი ერთ სართულიანი) პროექტის მიხედვით ეს ობიექტი 3 თვეში უნდა აშენებულიყო ანუ პროექტს ვადა 3 თვე ქონდა ... ამ დროში მე მოვახერხე შენობის 70 % -ის აშენება დარჩენილი 30 % ის აშენება კი პრობლემების გამო ვერ დავასრულე მოცემულ ვადაში. გავიდა დაახლოვებთ 1 წელი, ეხლა კი მინდა რომ საკუთარი ბიზნესის გასანვითარებლად ის დარჩენილი 30% იც ავაშენო, შენობის ვიზუალური პროექტი გავაკეთე, მივედი ქალაქის საპროექტოში იქ მოეწონათ ჩემს მიერ წარდგენილი პროექტი და მითხრეს ქალაქის მერთან მივსულიყავი მშენებლობის დაწების ნებართვის მისაღებად. მივედი ქალაქ ფოთის მერთან, პროექტს გადახედა და 1 სართულიანი პროექტი რომ ნახა უარი თქვა, უნდა ააშენო 2 ან ურო მაღალ სართულიანი შენობაო, მე 2 სართულიანი ნაგებობის ასაშენებელი თანხა არ მაქვს, ანუ გამოდის რომ ან უნდა ავაშენო 2 სართულიანი შენობა რომლის აშენება ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული და რომელიც მე არანაირად არ გამაჩნია ან არ უნდა ავაშენო საერთოდ და დავტოვო სავაჭრო ობიექტი ნახევრად აშენებულ მდგომარეობაში?!? დავამატებ იმას რომ მომავლისთვის 2 სართულიანი ნაგებობის აშენების გეგმა მაქვს უბრალოდ ჯერ ჯერობით მინდა მარტო ის დარჩენლი 30% ავაშენო რომლის პროექტიც მაქვს ... არის რამე კანონი რომელიც ამ შემთხვევაში ჩემს სასიკეთოდ მოქმედებს? ვინც ერკვევით ამ საკითხში გთხოვთ მირჩიეთ რამე . ხოდა კიდევ ერთი შეკითხვა, მერს ვინ ეკითხება?!
This post has been edited by ჰერმიონ on 24 Feb 2012, 09:40
|