ალბათ განსაკუთრებით პოლიტიკის იუზერებს ემახსოვრებათ შალვა რამიშვილის გადაცემაში ერთ ერთი პარლამენტარის მიერ დასახელებული სააკაშვილის ნაკლი -''დრო".
საკმად ბევრი ვიფიქრე თუ რას გულისხმობდა ამ სიტყვის ავტორი, რატომღაც მეგონა რომ ამ სიტყვის მიღმა რაღაც მნიშვნელოვანი შეიძლებოდა ეგულისხმა, მაგრამ სამწუხაროდ მისი ვრცელი არგუმენტი არ მომისმენია ამ საკითხზე.
როგორც ავღნიშნე ხშირად გამხსენებია რა შეიძლება ეგულისხმა დროში, წარმოვიდგინე სააკაშვილი დავით აღმაშენებლის ეპოქაში (მას უყვარს დავით აღმაშენებელთან საკუთარი თავის შედარება), წარმოვიდგინე დიდგორის ბრძოლაში, წარმოვიდგინე ქვეყნის გამთლიანების საკითხებში მისი შესაძლებლობები, წარმოვიდინე ეკლესიასთან ურთიერთობის საკითხები (დავით არმაშენებელმა დაიწყო გელათის მშენებლობა და დაარსა გელათის აკადემია, ასევე მისივე ბრძანებით ააგეს ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია შიომღვიმეში, "გალობანი სინანულისანი"), სააკაშვილი აგებს მეჩეთს აჭარაში, წარმოვიდგინე ვაჭრების ხელისშეწყობის საკითხებში მისი საქმეები და შევადარე აღმაშენებლის დროინდეს (აღმაშენებელი ხელს უწყობდა ვაჭრებს და საცხოვრებლებიც აუშენა ღამის გასათევად ), სახლების აშენებას ვინ ჩივის ყველა ბიზნესი მათ ხელში მოაქცია.
" 1123 წელს დავით აღმაშენებელმა სომხეთის მრავალი ქალაქი აიღო. ამავე წელს სომეხი მოსახლეობის დახმარებით აიღო ანისიც." აღებისგან ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ ..........
წარსულზე რომ არ ვისაუბრო მხოლოდ სააკაშვილი წარმოვიდგინე 22 საუკუნეში .
სამწუხაროდ ვერც იქ დავინახე მისი ადგილი. აი რატომ: ჩემი წარმოდგენით 22 საუკუნეში ტექნოლოგიები ისე იქნება განვითარებული ის სიცრუის მანქანა რომელიც მუშაობს ქართული ტელევიზიების სახით , ვეღარ შეაკავებს იმ სიმართლეს რაც არის, ქართული საზოგადოებაც ბევრად უფრო გათვითცნობიერებული და განათლებული იქნება და შესაბამისად ის ფასადი რაც ბევრ სფეროში შეიმჩნევა ადვილად "გაიშიფრება". გარდა ამისა ის "მიღწევები" და ის სამუშაოები რასაც ქვია გზების მშენებლობა, ხიდების მშენებლობა, პენსია 1500 $ თუნდაც, ვფიქრობ 22 საუკუნისთვის სასაცილო იქნება (ბევრ ქვეყანაში ეხლაც სასაცილოა).
პ.ს. სიამოვნებით მოვისმენდი ჩვენი პარლამენტარის კომენტარს დროის საკითხზე სააკაშვილთან მიმართებაში.
ღამემშვიდობის
This post has been edited by ზაზა_147 on 24 Feb 2012, 05:51