მოგესალმებით ამ განყოფილების აბორიგენებს და სრულიად ფორუმს.
ბოლო ხანებში შეიმჩნევა აქაურობის გამოცოცხლება, რაც ძალიან მახარებს.
იხსნება ლაშქრობის სურვილით ანთებული თემები, მათი ავტორები ხშირ შემთხვევაში გამოცდილი მოლაშქრეები არიან და ახალბედა მოყვარულებსაც დიდი ენთუზიაზმით და სიყვარულით მოუწოდებენ სამშობლო მხარეების შეცნობას.
დღეს მე მოკლედ მოგითხრობთ გუშინდელი ჩემი მარშრუტის შესახებ რომელიც დილის 8 საათზე დავიწყე და 11:45-ზე დავასრულე.
თუ მოგეწონებათ კი აიტაცებთ და განახორციელებთ, თუ არადა იყოს აქ, ამ განყოფილების ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს და თან პურს და წყალს არ მთხოვს

ბევრი რომ არ გავაგრძელო, გუშინ ჩემი სახლიდან (აბაკელიას ქუჩა) ფეხით ავედი უძოს მონასტრამდე - "ჩერეზ ფუნიკულიორი"
უძოს მთის მდებარეობა საინტერესოა რადგან ხელმარჯვნივ ზემო წყნეთს გადაჰყურებს, ხელმარცხნივ კი კოჯორს.
დისტანცია: 11 კმ (დაახლოებით)
ჩემმა ტელეფონის პროგრამამ 12 კმ აჩვენა(მაგრამ მე ცოტა სხვა ადგილებშიც გავიტასავე და ეტყობა მაგიტომ. პირველად მივდიოდი ამ მარშრუტით და ეს ერთგავრი ექსპედიციაც იყო)
აი ეს არის რუქა რომელიც 87%–იანი

სიზუსტით დავხაზე გუგლში.

ჭავჭავაძის ქუჩიდან ხედი ფუნიკულიორზე

წინ მივიწევ მთაწმინდური წვრილი აღმართებით (რიწის ქ.)



და გადავდივარ ჭონქაძეზე (მთაწმინდა,სოლოლაკი ვერის მოსახლეობა ამ ქუჩას ახალ გზას ვეძახით)
ტვერელის ეკლესია

აი ამ ადგილიდან ავუხვიე მთაწმინდის ფერდზე, რადგან ნახევარი გზა მინდოდა უფრო ვერტიკალური ციცაბოებით ავსულიყავი და შემდეგ დავდგომოდი საყვარელ გარდიგარდმო ბილიკებს.



მთაწმინდის პარკის აშენების შემდეგ ბევრი ადგილია რკინის ღობეებით შემოზღუდული,
ამიტომ პარკის გასასვლელამდე მივედი და შემდეგ არგასული ოქროყანის ტრასამდე, ავუხვიე მარჯვნივ, უნდა მეპოვნა ყველაზე შემაღლებული ადგილი
საიდანაც კარგად გავარჩევდი გასაგრძელებელი გზის კონტურებს.
აი ასეთი მშვენიერი ტყეებია ირგვლივ.

უკვე სიმაღლეზე ასული, დავადექი ამ ხეივანს.

ცხოველთა სამყაროსთან ნაცობობა მხოლოდ კუთი შემოიფარგლა

(სრიალები არ შემხვედრია)

რადგანაც გზის ძალიან დიდი მონაკვეთი აღმართებია, ენერგიის შევსება აუცილებელია.
მაგრამ საქმე ის არის რომ რასაც ხედავთ ამის ნახევარსაც ვერ ჭამს ხოლმე ადამიანი დატვირთვების დროს. (და პრინციპში თავს არც უნდა დააძალო)
ორგანიზმა უკეთ იცის რამდენია საჭირო.

უწყვეტი აღმართები ერთ ორ ადგილას 1 კმ-ზე მეტია,
ერთაგან კი ორკილომეტრნახევარიც.
ეს არის გამოვლილი ერთერთი აღმართის შუა ნაწილი,

გრძელდება ზემოთ თითქოს უსასრულოდ.
* * *
დაღლილობის მიუხედავად გარემო სილამაზის განცდები ძლიერია.


ბერების კელიებიც გამოჩნდა


თავად წმ. გიორგის მონასტერი






ეს მშვენიერი ტყიანი ხედები ზემო წყნეთის სათავეებშია.

ესეც უკანა მხარე

ეს კი მარჯვენა ხედა, წითლად მონიშნული მაქვს ფუნიკულიორის სატელევიზიო ანძა (სიმაღლის შედარებისთვის) სურათშივე მოჩანს ქვედა კოჯორის ნაწილი.