http://www.tspress.ge/ka/site/articles/112...9B%E1%83%90.htmსაქართველოს ბირთვული შეიარაღების პროგრამა
2012.03.05
ავტორი: TS
საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს (IAEA) მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, საქართველოს სამხრეთით, ქალაქ რუსთავთან ახლოს, სამხედრო-სამეცნიერო ცენტრის- ”დელტას” ბაზაზე, უკვე დაიწყო საშუალო დონის ურანის გამამდიდრებელი ქარხნის მშენებლობა.
Georgian nuclear program/ CNN
ოფიციალური თბილისი აცხადებს, რომ გამდიდრებული ურანი გამოყენებული იქნება მხოლოდ მშვიდობიანი მიზნების განხორციელებისთვის. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ბირთვული იარაღის მწარმოებელი ქარხნის მშენებლობა საქართველოში, მართლაც დაწყებულია.
2011 წლის ნოემბერში, საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტომ (IAEA) გააკეთა მოხსენება საქართველოს ბირთვული შეიარაღების პროგრამის შესახებ. მან წარმოადგინა ახალი მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ საქართველოში მიმდინარეობს საიდუმლო მუშაობა ბირთვული იარაღის წარმოების დასაწყებად. ქართულმა მხარემ უარყო მსგავსი მტკიცებულებების არსებობა და მას ფიქტიური უწოდა.
რას იუწყება საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტო-IAEA?
IAEA-მ უკვე დიდი ხანია გამოთქვა შეშფოთება საქართველოს ბირთვული პროგრამის შესახებ, მაგრამ 2011 წლის ნოემბრის მოხსენებაში მან უფრო დეტალურად განიხილა აღნიშნული პროგრამა. სააგენტოს წევრი ათი ქვეყნის მიერ დამოუკიდებლად მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, IAEA-მ განაცხადა, რომ საქართველოში უკვე ჩატარდა ღონისძიებები შესაბამისი განვითარების ბირთვული ასაფეთქებელი მოწყობილობების წარმოების დასაწყებად. მოხსენებაში მითითებულია, რომ ზემოთ აღნიშნული ქმედებები განხორციელდა ბირთვული იარაღის შექმნის მიზნით, თუმცა არაფერია ნათქვამი იმის თაობაზე, როდის იგეგმება ატომური ბომბის შექმნა. მოხსენებაში აგრეთვე დოკუმენტურად არის დადასტურებული ის ფაქტი, რომ ქართული მხარე უკვე ატარებს ექსპერიმენტულ ცდებს იმ ასაფეთქებელი ნივთიერებების მისაღებად, რომელიც აუცილებელია შესაბამისი საბრძოლო სარაკეტო მოწყობილობის შესაქმნელად.
რას აცხადებს ქართული მხარე ბირთვული შეიარაღების პროგრამის შესახებ?
იგი უარყოფს ბომბის შექმნის შესახებ არსებულ ყოველგვარ ინფორმაციას. IAEA-ს მიერ წარმოდგენილი ანგარიშის შესახებ გაკეთებულ კომენტარში მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა:”ჩვენ არ გვჭირდება ატომური ბომბი. ქართველი ხალხი ბრძენია; მან შესანიშნავად იცის, რა შეიძლება მოჰყვეს ატომური ბომბის შექმნას.”
მომზადებულია ireport.cnn.com – ის მიხედვით
გვეშველა... ? ... !
კომენტარები თქვენთვის მომინდვია, ჩემო ბრძენო ჰუზერებო...