გამოცხადება იოანე ღმრთისმეტყველისა (თ.13, (18))
"აქაა სიბრძნე,ვისაც აქვს გონება,გამოითვალოს მხეცის რიცხვი,ვინაიდან ესაა რიცხვი კაცისა; და რიცხვი მისი ექვსას სამოცდაექვსისა"
ცოტა რთულია ჩავწვდეთ იოანეს სიტყვების აზრს,მაგრამ ყველასთვის გასაგებია,რომ რიცხვი 666 ბოროტ არსებასთან არის დაკავშირებული.
იოანე გვაუწყებს : მოვა კაცი რომელიც თავისი სასწაულებით გააოცებს ხალხს,აცდუნებს მათ და თაყვანისცემას მოსთხოვს,ვინც მას თაყვანს სცემს "ყველა აღიბეჭდებოს ნიშნით მათს მარჯვენა ხელსა და შუბლზე. და ვერავინ იყიდის ან გაყიდის რასმე,გარდა იმისა,ვისაც აქვს ნიშანი ან სახელი მხეცისა,ან მისი სახელის რიცხვი " .

ბევრ მორწმუნე ადამიანს ვკითხე 666 შესახებ,მათი უმრავლესობისთვის რიცხვი 666 ეშმაკის სახეა და როგორც იციან თუ ეგ ნიშანი დაისვი აღსასრულის დროს ჯოჯოხეთში დაიფერფლები,მაგრამ არავის აქვს პასუხი იმაზე თუ რატომ არის მაინც და მაინც 666 და არა 555 (!)
მე პირადად მართმადიდებელი ქრისტიანი ვარ,მაგრამ ამ 666 არმჯერა.სწორედ იმიტომ,რომ ვერავინ გამაგევინა რა არის ამაში ცუდი,ვერც იოანეს სიტყვებშ ჩავწვდი და სანამ მამაოს ვკითხავ თქვენი აზრი მაინტერესებს ამის შესახებ.