#40830487 · 5 May 2014, 20:56 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სალამი. მე მქვია თაკო. ვარ 21 წლის სტუდენტი. ბოდიშს ვიხდი დაგვიანებული პასუხისათვის. საბაკალავრო ნაშრომისთვის ვატარებ კვლევას. აქამდე იმიტომ არ გამოგეხმაურეთ რომ კვლევის პროგრამა მუშავდებოდა. კვლევა ეხება ახალგზარდა მშობლობის დადებითი და უარყოფითი მხარეების გამოვლენას. იმის ანალიზს თუ რას იწვევს არასრულწლოვან ასაკში მშობლობა. ძალიან საინტერესოა. კვლევაში მონაწილეთა კონფიდენციალობა დაცული იქნება 100%-ით. სიღრმისეული ინტერვიუ იქნება, რომელიც ჩატარდება სკაიპით. თუ ხართ აქ დედები, რომლებმაც თინეიჯერობის დროს გააჩინეთ ბავშვები გთხოვთ, ნუ დაიზარებთ და საკუთარი დროის 40 წუთი დამითმეთ. ინტერვიუს ჩატარების დროს სრულად მოვარგებ თქვენი დროის გრაფიკს. თქვენი გამოხმაურების იმედი მაქვს. 10 ინტერვიუ უნდა ჩავატარო როგორც დედებთან, ასე ექსპერტებთან. სურვილის შემთხვევაში გაგიზიარებთ ანალიზსაც.
|