#31318142 · 23 May 2012, 22:02 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
20 ან 30 წლის უკან ( 1980 წელს აქეთ) სადღაც (გაზეთში ან ჟურნალში) წამიკითხავს ლეგენდა ან თქმულება ასეთი: – აფხაზი მამულიშვილი ..... ანჩაბაძე და თავადი .......... შარვაშიძე სტუმრად არიან სვანეთის უკანასკნელ მთავართან მურზაყან დადეშქელიანთან;
– სუფრაზე, რომელიც დადეშქელიანების აივანზეა გაშლილი და 20–25 კაცი ზის, შარვაშიზე ძალზე შეწუხებული აღნიშნავს, რომ მას არ ჰყავს შვილი – ბიჭი, რომ გვარი, შთამომავლობა გაგრძელდეს! (,,ნეტავი ბიჭი მყოლებოდა, შთამომავალი დამეტოვებინა და შემდეგ თუგინდ მომკვდარიყავიო“);
– სუფრას ტკივილი გადაედო და ერთხანს სიჩუმე ჩამოწვა;
– დადეშქელიანიც ძალზე შეწუხდა და გასძახა პალატებს: ,, გამოიყვანეთო ბავშვი“!?
– დედა გამოიყვანს აკვნით ბავშვს!?
– მურზაყანი ეტყვის შარვაშიძეს: ,,შენი იყოსო, შენს სახელზე გაზარდეო“!!
– ანჩაბაძე ეტყვის მურზაყანს: – ,,შენ გაგიმარჯოსო მურზაყან, შენს კაცობას და ჩვენს ქართველობას გაუმარჯოსო!!!
კითხვა: –არსებობს თუ არა ასეთი ლეგენდა ან თქმულება (ან სინამდვილე)??? –სად შეიძლებოდა იგი გამოქვეყნებულიყო (გაზეთში, ჟურნალში ან სხვაგან) და სად შეიძლება მისი წაკითხვა ახლა?? ( დადასტურებული ფაქტია, რომ მე იგი (ეს ისტორია) ნამდვილად წავიკითხე)
გთოვთ, თუ ვინმეს წაგიკითხავთ და გახსოვთ სად დაიბეჭდა, არ დაიზაროთ და გამომეხმაუროთ.
--------------------
SHIT HAPPENS! Forest Gump
|