აქ პრესის ჯიხურები იდგა და მრავალნაირი უცხოური ჟურნალებიც იყიდებოდა.
ეხლა საშაურმე, სიგარეტები და ლოტოს ბილეთებია.
ზოგჯერ ჯიხურები მოძრაობენ კიდეც, ხან სად დადგამენ და ხან სად, ზედ ტროტუარზე, მეტროს ამოსასვლელში, გზაჯვარედინზე, -- გააჩნია სად უფრო "დაიჭერს" კლიენტს, ხელისშემშლელი არავინაა. თუმცა ყოველდღე ხან ერთ გარე-მოვაჭრეს აატირებენ და ხან მეორეს, უცებ დაეცემიან და ეგრევე კონფისკაციას უკეთებენ ტრუსიკ-მაიკებს. ზიან მერე ბებიის ტოლა ქალები და ბავშვებივით ტირიან...
მოკლედ ისევ იქ ვბრუნდებით საიდანაც დავიწყეთ...
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)