მართლმადიდებელ ეკლესიაში ჩამოყალიბდა ტრადიცია, რომელიც აისახება უარყოფითი და სკანდალური ფაქტების მიჩქმალვასა და არ გახმაურებაში...
ამ ყველაფერს ხსნიან იმით, რომ თურმე მრევლი დაიცვან დაბრკოლებისგან და ეკლესიიდან წასვლისგან

ანუ თუ გახდება ცნობილი სასულიერო პირთა უზნეო საქციელთა შესახებ შესაძლოა ეკლესიამ მრევლი დაკარგოს, როგორც ეს დაემართა კათოლიკურ ეკლესიას (პედოფილების გამოვლენის შედეგად)
რამოდენიმე წლის წინ, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიიდან, ქართველი მართლმადიდებელი მღვდელი გადადგა სამღვდელო მსახურებიდან და წავიდა ეკლესიიდან...
როდესაც მღვდელი თავს ანებებს მღვდლობას და მიდის ეკლესიიდან, შესაბამისი რეაქცია უნდა მოყვეს საპატრიარქოდან, მისი ეპარქიის მღვდელმთავრისგან. მაგრამ ამ ფაქტის შესახებ არაფერი უთქვამს არც საპატრიარქოს, არც დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიას...
რატომ? რატომ არ ახმაურებენ მღვდლის ვინაობას? რატომ არ დაიგმო საჯაროდ მისი საქციელი?