მგონი ესეთი თემა არ არის და მაგიტომ გავხსენი.
საინტერესოა ძველი ქართული სამართლის ძეგლები, ვისაუბროთ მათზე და განვიხილოთ.
ხელმწიფის კარის გარიგება
„გარიგება ჴელმწიფის კარისა“, ქართული სამართლის ძეგლი. მეფის ხელისუფლებისა და სამეფო კარის წესდებულება. შედგენილი უნდა იყოს XIV საუკუნეში. ჩვენამდე მოაღწია XVII საუკუნის ერთადერთმა ხელნაწერმა, რომელიც ძალზე დაზიანებულია. ნახევარზე მეტი დაკარგულად ითვლება; ამასთან ბევრი ცნობა თავის ადგილას არ არის მოთავსებული. ძეგლი იპოვა და პირველად გამოსცა ე. თაყაიშვილმა (1920). 1965 წელს იგი განმეორებით გამოსცა ი. დოლიძემ, ხოლო 1970 რუსული თარგმანითურთ - ი. სურგულაძემ. იგი უნიკალური ძეგლია. „ამ ძეგლის შინაარსი იმდენად მრავალფეროვანია, რომ მას საქართველოს როგორც სახელმწიფო წესწყობილების, ისევე კულტურული, ეკონომიური და ნივთიერი კულტურის ისტორიის შესასწავლად უაღრესი მნიშვნელობა აქვს“ (ი. ჯავახიშვილი). ძეგლში აღნუსხულია ვაზირთა და სხვა მოხელეთა უფლება-მოვალეობანი, აღწერილია ვაზირობისა და დარბაზობის წესრიგი, აგრეთვე დიდი დღესასწაულების წესები. მის მიხედვით მეფე ზებუნებრივი არსების ნიშნებით არის დაჯილდოებული; იგი ღვთის სწორია. ამის გამომხატველია სასახლეში მიღებული წესჩვეულებები - მეფის მორთვა-მოკაზმვისა, საპატიო პირთა მიღებისა და სხვა, რომლებიც დეტალურადაა აღწერილი ძეგლში. მეფე უდგას სათავეში ყოველგვარ საეკლესიო და საერო საქმიანობას. „გარიგებაში“ წარმოდგენილი ეს გაღმერთება მეფისა ძლიერი მეფის ხელისუფლების იდეის გამოძახილია
წყარო:
http://www.wikipedia.org/ სავაზირო – სახელმწიფო მმართველობის უმაღლესი ორგანო,სადაც შედიოდნენ ვაზირები და მინისტრები. ვაზირის წარმოშობამდე საქართველოს ცალკეულ უწყებებს ხელმძღვანელობდნენ უხუცესები. საქართველოი ვაზირი მინისტრის ზოგად სახელად იქცა. სავაზირო იყო ვაზირთა საბჭო. სავაზირო 6 ვაზირისაგან შედგებოდა, კერძოდ: მწიგნობართუხუცეს–ჭყონდიდელი, ათაბაგი, ამირსპასალარი, მანდატურთუხუცესი მეჭურჭლეთუხუცესი , მსახურთუხუცესი.
მწიგნობართუხუცეს–ჭყონდიდელი– ვაზირებს შორის პირველი ადგილი ეჭირა. იგი მწიგნობართა უფროია. სამეფოს კარზე სულ 26 მწიგნობარი იყო. გამოირჩეოდნენ საწოლისა და ზარდახანის მწიგნობრები. საწოლის მწიგნობარი გახლდათ მეფეთან ფრიად დაახლოებული. ზარდახნის მწიგნობართან ერთად განიხილავდა ხოლმე მწიგნობართუხუცეს–ჭყონდიდელი სააჯო კარში საქმეებს. იგი მეფის შემდგომ პირველი კაცია სამეფოში. მას ემორჩილებოდა ყველა მონასტერი,გარდა გელათისა. აღნიშნული თანამდებობა დააწესა დავით აღმაშენებელმა,რის საშუალებითაც ეკლესია დაუქვემდებარა სახელმწიფოს. იგი მეფის ხელისიფლების გაძლიერებას ემსახურებოდა.
ათაბაგი – იგი მწიგნობართუხუცეს–ჭყონდიდელის შემდგომ მოიხსენება. მოცემული თანამდებობდა შემოიღო თამარ მეფემ და ემსახურებოდა მემკვიდრის აღზრდას,თუმცა უნდა აღინიშნოს,რომ ეს წესით მწიგნობართუხუცეს–ჭყონდიდლეს უნდა გაეკეთებინა და ამით ეს ორი თანამდებობა ერთმანეთს დაუპირისპირდა, რამაც გამოიწვია ორივე სახელოს გადაშენება და სამეფოს დასუსტება.
ამირსპასალარი – იგი სამხედრო დარგის ხელმძრვანელი გახლდათ. ვაზირობის დროს პირველი სიტყვა მას ეკუთვნოდა. მის გარეშე „ქვეყანა არ გაიცემის“, ალბათ,იმიტომ რომ მან ყველაზე კარგად იცოდა თუ ვინ უნდა დაჯილდოვებულიყო ომის შედეგად და ვინ იბრძოდა უკეთ. მისი მოადგილე იყო ამილახორი. იგი სავაზიროს სხდომას ესწრებოდა მაგრამ მხოლოდ სათათბირო ხმა ჰქონდა. ამირსპასალარის სახელოში შედიდოდნენ ასევე: მეაბჯრეთუხუცესი, ზარდახნისუხუცესი და მათთადმი დაქვემდებარებული მოხელენი.
მანდატურთუხუცესი – იგი იყო მანდატურების უფროსი. ისინი მეფის მცველების როლში გამოდიოდნენ. ისინი ასევე მეფის ვენახის სამუშაოებს ხელმძღვანელობდნენ. ისინი ატარებდნენ არგანს. მანდატურთუხუცესის სამოხელეო ნიშანი გახლდათ სწორედ ოქროს არგანი. დარბაზობა იწყებოდა იმით,რომ მანდატურთუხუცეს უბრძანებდა მეფე დაეგდო არგანი,ხოლო ამირეჯიბი მას აიღებდა. ამირეჯიბი მანდატურთუხუცესის მოადგილე გახლდათ. იგი სავაზიროს ესწრებოდა. ამირეჯიბის ოირადი მხლებელი იყო ადიუტანტი და მას ემორჩილებოდნენ ეჯიბები. მანდატურთუხუცეს ემორჩილებოდნენ გამგეთუხუცესი და მესტუმრეც.
მეჭურჭლეთუხუცესი– იგი მეჭურჭლეთა უფროსი იყო. საჭურჭლე სამეფო ხაზინას ერქვა. იქ ინახებოდა ყოველგავრი სახმარი და სახარჯავი ქონება. სალარო მეჭურჭლეთუხუცესს არ ექვემდებარებოდა. მის გამგებლობაში შედიოდა აგრეთვე ძველი ქალაქები. მას თავისი ბეჭედი ჰქონდა. მას ჰყავდა მოადგილე მეჭურჭლეთუხუცესის ნაცვალი, მუშრიბი, საჭურჭლის მექიფი და მეჭურჭლენი.
მსახურთუხუცესი – იგი მხასურთა უფროსი იყო. მსახურთუხუცესის ხელთ არის : სალარო,საწოლი, მესაწოლეთუხუცესი, მოლარეთუხუცესი, ფარეშთუხუცესი, ციცხვთუხუცესი, მეხილეთუხუცესი. მსახურთუხუცესს ექვემდებარებოდა მოლარეთუხუცესი,შესაბამისად მთელი სალარო. მესაწოლეთუხუცესის მოვალეობა იყო მომსახურებოდა მეფეს როდესაც უკაზმავი იყო იგი.
სასახლის კარის მსახურნი და სამეურნეო საფინანსო სამსახური სასახლი კარის მომსახურება და სამეურნეო–საფინანსო საქმიანობის გაძღოლა ევალებოდა სახლთუხუცესს.
მას ჰქონდა როგორც სამეურნეო ხასიათის, ისე ადმინისტრაციული ფუნქციები. მისი მონაწილეობით დგებოდა მამულის წყალობის წიგნი, გლეხის გაცემა, სახელოს ბოძება, ჯამაგირის საბუთი და სხვ. ასეთ საბუთებს ამზადებდა სახლთუხუცესი. მას ექვემდებარებოდნენ ნაზირი, მოლარეთუხუცეუ, თავლიდარი, მუშრიბი, თუშმალი და სხვ. ნაზირი – სამეურნეო–საფინანსო ფუნქციების მქონე მსახურია. ისინი განაგებდნენ დაწყობებს, ამარაგებდნენ სამეფო კარს, კრეფდნენ გადასახადებს. მოლარეთუხუცესი– მოლარეების უფროსია. მის გამგებლობაში იყვნენ: ფაეღლეული და ტანისამოსი, შესაკერი ნაჭრები, საჩუქრები და სხვ.
თავლიდარი – იგი გამგებელთუხუცესია და სამეურნეო ხასიათის მოხელეა. იგი საწყობების გამგეა,რომელიც ინახავდა და აწარმეობდა ნივღების მიღებასა თუ გაცემას. მუშრიბი– მწერალია, ანუ აღმრიცხველი. გასამრჯელოს იღებდნენ ისინი როგორც ნატურით, ასევე ფულადი სახით. თუშმალი– სამეფო სახლის სამზარეულოს მოხელეა. სუფრაჩი – იგი არის მატაკარანი,ანუ მხარეულთუხუცესი. იგი სუფრას ზედამხედველობდა და სუფრასთან მეფეს ემსახურებოდა. საფარეშოს მომსახურენნი– ასეთი მოხელეები არიან: ფრეშთუხუცესი,მეკარვე, შიგმდეგი, ფარეშხანის ტარუღა, ყალიონ–ყორჩი, ჩაის მოხელე, ყავის მომტანი, მემაშიე, აბდარი, სუფრაქეში. ისინი მეფის პირად მომსახურეობას ეწეოდნენ. მეკარვე– ებარა მეფის კარავი. ფარეშხანის ტარუღა– მონაწილეობდა სუფრის გაშლაში. ყალიონ–ყორჩი – ყალიონის მირთმევის მოვალეობით შემოიფარგლებოდა.მემაშიე– ფეხსაცმლის მირთმევას აწარმოებდა. აბდარი– მეფეს წყალს მიართმევდა ხოლმე. სუფრაქეში– საჭმელს არიგებდა. მეითარი – მეფის საგანგებო დავალებებს ასერულებს. ვალდებული იყო მეფეს თავს დგომოდა. მერიქიფეთუხუცესი– ღვინის ჩამომსხმელი გახლდათ. მეღვინეთუხუცესი – მას ჰქონდა მეფის კარზე საღვინე,თავისი მარანი. ამბარდანი – იგი კრეფს პურის გადასახადს როგორც ნატურით,ისე ფულადად. მუჯირი– იგი ხორბლის გამგებელია.
This post has been edited by Abulabas on 25 Jan 2012, 12:35