მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაცია, მოლაშქრეთა კლუბი "იეტი" და მოლაშქრეთა კლუბი "ქემპ.ჯი." 7 აგვისტოს გეპატიჟებათ 5 დღიან ფესტივალზე
მოინახულეთ ეგრისის ქედზე ულამაზესი ტობა ვარჩხილის ტბათა სისტემა და გაატარეთ თავისუფალი დრო მოლაშქრეთა გარემოცვაში.
ფესტივალი 5 დღე გაგრძელდება:
7 აგვისტოს იქნება გასვლა სოფელ მუხურიდან მწყემსების მეორე ქოხამდე, სადაც დავცემთ პირველ ბანაკს.
8 აგვისტოს გავემართებით მესამე ქოხამდე (მეორე ბანაკი)
9 აგვისტოს ეგსისის ქედის ალპურ ზონას მივადგებით, საიდანაც მალევე გამოჩნდება პირველი ტბა. უღელტეხილის გადავლით მივადგებით მესამე საბანაკე ადგილს - ტბა ოხოჯეს
10 აგვისტოს გავემართებით დიდი ტობა ვარჩხილის სანახავად და იმავე დღეს დავბრუნდებით მწყემსების მესამე ქოხამდე
11 აგვისტოს გამოვემართებით უკან.
დიდებულია პანორამები მთელი გზის განმავლობაში. ხედები ეგრისის ქედის მწვერვალებსა და ხეობებზე და ბოლოს ულამაზესი ვერცხლისფერი ტბები შეუდარებელ განწყობაზე დაგაყენებთ და გაფიქრებინებთ რომ სხვა სამყაროში მოხვდით. უამრავი მოლაშქრისთვის სწორედ აქ არის დაკარგული ქვეყანა
მომსახურება ითვალისწინებს:
1) მგზავრობას სოფელ მუხურიდან მწყემსების მეორე ქოხამდე
2) გზამკვლევის მომსახურებას
3) კვებას
4) სალაშქრო აღჭურვილობას (კარვებსა და საძილე ტომრებს)
ღირებულება 140 ლარი
საერთო შეკრება 7 აგვისტოს სოფელ მუხურში.
შესაძლებელია ტრანსპორტირება თბილისიდანაც
https://www.facebook.com/events/408774319239500/?ref=22
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)