ტემპერაეხლავე ტემპერას ვენაცვალე, ავიღებ დავაკოპირებ რა პრობლემაა

)
მუხრანის სათავადოს შექმნის შემდეგ, აქ გაიშალა მწიგნობრულ-საგანმანათლებლო საქმიანობა, ამრავლებდნენ ხელნაწერებს, მოღვაწეობდნენ მწიგნობრები და პოეტები _ ბაგრატ მუხრანბატონი (XVI ს), კონსტანტინე მუხრანბატონის მეუღლე ბარბარე (XVIII ს), გრიგოლ ბაგრატიონ _ მუხრანელი (XVIII-XIX სს) და სხვა.
მუხრანი ისტორიული ძეგლების სიმრავლით გამოირჩევა.
1. ნიკო ბურის სასახლე დგას შუა სოფელში, აგებულია XIX ს-ში. ამჟამად საჭიროებს რესტავრაციას.
2. მუხრანბატონების სასახლე, რომელიც აგებულია XIX ს-ის II ნახევარში.
სასახლე ეკუთვნოდა მსხვილ ქართველ მემამულეს, რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტს ივანე კონსტანტინეს ძე მუხრანბატონს (1809-1895 წწ), რომელიც ფლობდა 25 ათას დესეტინა მიწას. მან დიდ წარმატებას მიაღწია მეურნეობის კაპიტალისტურად გარდაქმნის საქმეში. 1876 წელს ი. მუხრანბატონმა საფრანგეთიდან მოიწვია მეღვინე სპეციალისტები, დაიხმარა ზ. ჯორჯაძე და მუხრანში ააგო ღვინის ქარხანა (ტევადობა დაახლოებით 1 მლნ 200 ათასი ლიტრი), სადაც ღვინოს ევროპული წესით აყენებდნენ. 1882 წელს ამ ქარხანაში დამზადებულმა ღვინომ მოსკოვის გამოფენაზე დაიმსახურა უმაღლესი ჯილდო _ სახელმწიფო გერბი.
3. მუხრანის ციხე-გალავანი XVIII ს-ის 30-იან წლებში აუგია მამუკა მუხრანბატონს. 1756 წელს ძლიერ დაზიანებული ციხე განუახლებია მეფის სახლთუხუცესს _ კონსტანტინე მუხრანბატონს.
4. ისეთ დიდ ციხე-დარბაზს, როგორიც მუხრანი იყო, უნდა ჰქონოდა თავისი ეკლესია. გალავნის შიგნით არის მაცხოვრის სახელობის ცალნავიანი ეკლესია, რომელიც XVI საუკუნეშია აგებული. გადმოცემის მიხედვით ქეთევან დედოფალს ამ ეკლესიაში დაუწერია ჯვარი.
. ციხე-გალავანთან ახლოს, მის ჩრდილო-აღმოსავლეთით, მდებარეობს ღვისმშობლის სახელობის ეკლესია. აშენებულია XIX ს-ის I ნახევარში. გამოირჩევა ფრესკული მოხატულობით. იგი ამჟამად ერთ-ერთი მომქმედი ეკლესიაა მუხრანში მაცხოვრის ეკლესიასთან ერთად.
6. ღვთისმშობლის ეკლესიის ახლოს, აღმოსავლეთით მდებარეობს გრიგოლ განმანათლებლის სომხური ეკლესია, რომლის აგება ისტორიულმა მოვლენებმა განაპირობა, რაც დაკავშირებული იყო სომხების ჩამოსახლებასთან. იგი აშენებულია XIX ს-ში, ცენტრალურ-გუმბათოვანი ნაგებობაა.
7. მეორე სომხური ეკლესიაა არტენი. იგი ცალნავიანია. მის შემოგარენში მდებარეობს ამავე სახელწოდების არტენის სასაფლაო.
8. სოფელში არის ორი წმ. გიორგის სახელობის ეკლესია. ერთი მდებარეობს წმ. გიორგის უბანში. აგებულია XVII-XVIII სს-ში. ხუროთმოძღვრული თვალსაზრისით გუმბათოვანი ნაგებობაა. ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია სასაფლაოდ იყო გამოყენებული. ეკლესიის შიდა ნაწილი და გარეთ ეზო მუხრანბატონთა ერთი ნაწილის საძვალეა
9. მეორე წმ. გიორგის სახელობის ეკლესია, მუხრანის შემოსასვლელში, მთაზეა აგებული, ქსნის ციხესთან ახლოს. მისი აგების დრო უცნობია.ის ამჟამად აღდგენილია.
10. გმირთა ხსოვნის მემორიალი ეძღვნება 1941-45 წლებში დიდ სამამულო ომში დაღუპულთა ხსოვნას. გაიხსნა 1981 წელს.ოთხი მასიურ, მეოთხედწრით დასრულებული პილონი, როგორც ოთხი ხელის მტევანი, იფარავს მათ შუა აღმართულ ორნამენტირებულ ,,სიცოცხლის ხეს”. პილონების კედლებზე ამოკვეთილია შინმოუსვლელი 300 მუხრანელის სახელი და გვარი.