კი,ზუსტად ასე ვუწოდებ დამოუკიდებლობის დღეს,რომელსაც გვთავაზობენ.
არანაირი შემართება
შეიძლება ითქვას რომ აი ამ დროს უფრო შემართებით ვიყავი ქვეყნის დამოუკიდებლობის მიმართ(მართალია პატარა ვიყავი)
შეიძლება ახალი მოპოვებული გვქონდა და იმიტომ,მაგრამ...
მაგრამ სხვა ქვეყანაში რატომ არის ისე,რომ დიდი ხნის მოპოვებულ დამოუკიდებლობას მაინც ისეთი შემართებით ხვდებიან როგორც მე აღვნიშნე.
დამოუკიდებლობასთან არანაირ კავშირში არ არის მაგრამ მინდა გავიხსენო საბჭოთა "პარადები".დღესაც რომ ვუყურებ სხვა განწყობა მეუფლება.მეტია შემართება,სულში ჩამწვდომია თუნდაც მუსიკა(საბჭოთა ადამიანების დაწერილი და არა გადამთიელის).
რაღაც აკლია ჩვენს აღლუმს...
ალბათ ტრადიციების მიძინება,ეროვნულის დავიწყება,ქართული შემართება(ცეკვა სიმღერა).დამოუკიდებლობის დღეს ერთ ქუჩაზე არ უნდა იყოს ქართული ფოლკი და ბრეიკით მტანჯველი ქართველი მოცეკვავეები.არ ჯდება ერთმანეთში.არ შეიძლება ჩაკრულოს მღეროდე და ოც მეტრში თავზე ვიღაც ქინძი ტრიალებდეს.განა იმიტომ რომ ის ხელოვნება არ არის,უბრალოდ არ ჯდება ერთმანეთში.არ არის ქართული სული იქ ჩადებული და ვერ აუწევს ქართველ ადამიანს პატრიოტულ განწყობას.ჩაკრულოს მოსმენის დროს მთელი ისტორია,წინანაპარი,ქვეყნისთვის მებრძოლი სული იწევს წინა ფლანგზე და უცებ...

ეს სურათი შეეფერება დღევანდელ აღლუმს და ძალიან კარგად აქვს ერეკლე დეისაძეს დაჭერილი დღევანდელი რეალობა.
არ მგონია რომელიმე ქვეყანაში ისე აღნიშნავდნენ დამოუკიდებლობის დღეს როგორც ჩვენთან.კითხეთ ამერიკელს რა განწყობაზეა 4 ივლისს?მემგონი გამოფენაზე არც კენგურუს გამოიყვანდნენ და არც სამბით გაართობდნენ ამერიკელებს.მათ ბევრი აქვთ თავისი და დარწმუნებული ვარ რომ არ ქონდეთ კენგურუს არ მიახატავდნენ ვარსკვლავებს და არ იტყოდნენ რომ დაიბადა ამერიკაში.
თურქული საღებავით გადაღებილი ვაგონებით და სტალინის დროს გამოშვებული ცისტერნით ვერ მივცემთ ხალხს სულიერ საზრდოს

.
გვაქვს რაღაც რითაც შეგვიძლია ვიამაყოთ.ცისტერნა,რომელსაც ახატია საქართველოს დროშ,აი მითხარით,გულზე ხელი დაიდეთ,რომელს გეამაყებათ?
ნიკა რაჭველი(ეს გლიჯავს) და დოი ვერ დაუკმაყოფილებს ხალხს მოთხოვნილებას.ვერც სუხიშვილების ანსამბლი სამხედრო ფორმაში ხორუმის ცეკვით ვერ დამბურძგლავს(არადა ძალიან მომწონს ნაციონალური ბალეტი).
თუნდაც ზუმბა-გამარჯობა აფხაზეთო შენი-სიმღერით,რომელზეც "ღირსების ორდენოსანი" ლელა წურწუმია და ნინა წკრიალაშვილი მახსენდება ვერ შემიძრავს სულს და არ აღმიძრავს სურვილს რომ მტერს ვებრძოლო.მტერს ვებრძოლო და შემდეგ ჩემი გმირობისთვის მოვიპოვო ღირსების ორდენი რომელიც ნინას და ლელას აქვს.
არა,რაღაც გაუფასურებულია და დაკნინებული.ქართული მინდა!