#30073926 · 6 Mar 2012, 23:35 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მე მაინტერესებს, რატომ ეწოდებათ რომის პაპებს, მართლმადიდებელ -სასულიერო ლიდერებს და სხვებს: უწმინდესი, უნეტარესი ან ორივე ერთად ან უბრწყინვალესი და ა.შ. როგორ შეიძლება ცოცხალ ადამიანს უწოდო უწმინდესი მე ეგ არ მესმის. თუ პირდაპირი მნიშვნელობით გავიგებთ ამ სიტყვას მაშინ მე ასე მესმის, რომ უწმინდესი მხოლოდ ღმერთია. ერთმა ულტრამართლმადიდებელმა ასეთი პასუხი გამცა: ესო ანუ პატრიარქობა(უწმინდესი და უნეტარესი) ეგეთი თანამდებობა არისო დედამიწაზეო ! რაშიც მე ეჭვი მეპარება, რადგან მაშინ თუნდაც მცირე ნაწილი სასულიერო ლიდერებისა, ზოგიერთები მაგალითად რომის პაპები, პატრიარქები ასე არ დაეცემოდნენ სულიერად და უცოდველნი იქნებოდნენ ეკლესიის მთელი ისტორიის მანძილზე. ესეთი აზრიც არსებობს საზოგადოებაში რომ კათოლიკურმა და მართლმადიდებლურმა ლიდერებმა ერთმანეთის წაბაძულობით დაიმატეს ეს რეგალიები თავის დროზე ადრეულ საუკუნეებში. P. S. მოდით ვიმსჯელოთ ამაზე ეს ხომ თავისუფალი აზროვნების მოყვარული და გონიერი ხალხის საიტია და აქ ანათემას არავინ გამოგვიცხადებს, თორემ სხვაგან შეიძლება ანათემაც გამოგვიცხადონ ამ ულტრაფანატიკურად მოაზროვნე ხალხმა!
--------------------
DANI 094
|