საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გაზეთ "ასავალ-დასავალის" სარჩელი დააკმაყოფილა. გაზეთი სააპელაციო სასამართლოს იმ გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვდა, რომლითაც "ასავალ-დასავალის" რედაქტორს 3 000 ლარის გადახდა ეკისრებოდა.
"ასავალ-დასავალის" 2009 წლის 2-8 ნოემბრის ნომერში გამოქვეყნდა სტატია, სათაურით - "არსებობს თუ არა პროექტი "საქართველო მეგრელების გარეშე". პუბლიკაციაში ენათმეცნიერი ალექსანდრე ფოცხიშვილი მოხსენიებული იყო, როგორც: "თავხედი", "უსინდისო ცილისმწამებელი" და "ცინიკოსი". ალექსანდრე ფოცხიშვილმა გაზეთს სასამართლოში უჩივლა და მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 10 000 ლარი მოითხოვა.
http://liberali.ge/statia/zurab-vardiashvili/gadats