აფხაზები არცერთი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გამოგზავნილი დოკუმენტისა თუ წერილის განხილვას არ აპირებენ მანამდე, სანამ ოკუპირებული აფხაზეთის ქალაქებს საერთაშორისო საზოგადოება „სწორად“ არ მოიხსენიებს - განცხადებას ამის შესახებ აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ ჩიკირბა აკეთებს ევროპის საბჭოს წარმომადგენელთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.
„ჩვენ უკვე გავგზავნეთ წერილები იმ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომლებთანაც გვაქვს მიმოწერა, იმის შესახებ, რომ საერთოდ არ განვიხილავთ დოკუმენტებს, რომლებშიც დაწერილი იქნება „სოხუმი“ და არა „სუხუმ“ , „გალი“ და არა „გალ“და ა.შ.“- აცხადებს ჩიკირბა.
ჩიკირბამ ისიც აღნიშნა, რომ მსგავსი შინაარსის წერილები აუცილებლად გაეგზავნება რუსულ საინფორმაციო საშუალებებსაც, როგორიცაა „რია ნოვოსტი“, რომ მათ ტექსტებში ეს ქალაქები ქართული ტოპონიმებისა და ტერმინოლოგიის გამოყენების გარეშე მოიხსენიონ.
წყარო :
http://news.ge/ge/news/story/6272-afxazebi...ebas-krdzalaven