ვარდების რევოლუციის“ შემდეგ უმაღლესი სასწავლებლებიდან სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო 10 000 სტუდენტზე მეტი გარიცხეს
08:24 03.03.2012
http://www.presage.tv/?m=news&NID=27511 როგორც „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში ლილუაშვილმა აღნიშნა, ამას „world economic forum“-ის მიერ გამოქვეყნებული 2011 წლის განათლების სისტემის ხარისხის შესახებ გამოქვეყნებული რეიტინგი ადასტურებს, რომლის მიხედვით საქართველოს 142 ქვეყნიდან 116- ე ადგილი უკავია.
„სამედიცინო, ჯავახიშვილისა და ილიას უნივერსიტეტებმა 2011 წელს თითოეულმა 5 000 000 ლარზე მეტი მოგება მიიღეს. სტუდენტები ძალიან დიდ თანხებს იხდიან, თუმცა სათანადო ცოდნას ვერ იღებენ. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ უმაღლესი სასწავლებლებიდან სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო 10 000 სტუდენტზე მეტი გარიცხეს. დღეს კი დიპლომს მხოლოდ 5-თეთრიანი ფურცლების ფასი აქვს, რადგან სწავლის დასრულების შემდეგ სტუდენტები ვერ საქმდებიან“, –განაცხადა გიორგი ლილუაშვილმა.
მისივე თქმით, განათლების საკითხი, პირველ რიგში, სტუდენტების პრობლემაა და თავიანთი უფლებების დასაცავად და წარმატების მისაღწევად თავად უნდა იბრძოლონ.