უსეთი საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას სთავაზობს რუსეთი მზადაა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმოს. ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.
სანაცვლოდ რუსეთი საქართველოს ხელისუფლებას ცალკეულ პირობებს სთავაზობს და მისგან ამ შეთავაზებებზე ადეკვატურ რეაქციას ელოდება.
მზად ვართ, საქართველოს ხელისუფლების საპასუხოდ, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღებისთვის. ამისთვის აუცილებელია, რომ ქართულმა მხარემ უზრუნველყოს საიმედო სამართლებრივი პირობები, რომლებიც რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების გარანტიებს შექმნიდა საქართველოში სტუმრობისას. ვთავაზობთ, ასევე, აღდგეს ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები. ველოდებით საქართველოს ხელისუფლების რეაქციას ამ შემოთავაზებებთან დაკავშირებით", – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, ალექსანდრ ლუკაშევიჩის განცხადებაში.
განცხადების სრული ტექსტი» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
რუსეთი მზადაა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმოს. ამასთან, საქართველოს ხელისუფლებას დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას სთავაზობს , - ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.
სანაცვლოდ რუსეთი საქართველოს ხელისუფლებას ცალკეულ პირობებს სთავაზობს და მისგან ამ შეთავაზებებზე ადეკვატურ რეაქციას ელოდება.
"კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ, რომ ჩვენ ვიყავით და ვრჩებით დაინტერესებული ქართველი და რუსი ხალხის ურთიერთობების განმტკიცებისა. მზად ვართ, საქართველოს ხელისუფლების საპასუხოდ, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღებისთვის. ამისთვის აუცილებელია, რომ ქართულმა მხარემ უზრუნველყოს საიმედო სამართლებრივი პირობები, რომლებიც რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების გარანტიებს შექმნიდა საქართველოში სტუმრობისას. ვთავაზობთ, ასევე, აღდგეს ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები. ველოდებით საქართველოს ხელისუფლების რეაქციას ამ შემოთავაზებებთან დაკავშირებით", – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, ალექსანდრ ლუკაშევიჩის განცხადებაში.
მისი განცხადების თანახმად, რუსული მხარე ყოველთვის გამოდიოდა ერებს შორის ჰუმანური ურთიერთობის შენარჩუნებისა და გამყარებისთვის, ასევე, ხალხთა შორის კონტაქტების მაქსიმალური გაიოლებისთვის. ლუკაშევიჩის თქმით, 2008 წლის აგვისტოში საქართველოს ხელისუფლების საომარმა ავანტიურამ და შემდეგ ქართული მხრიდან რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტამ, აღნიშნული კავშირებიც გაწყვიტა.
"უფრო მეტიც, თბილისის ხელისუფლებამ კურსი აიღო რუსეთის სახით საზოგადოებაში მტრის ხატის შექმნისკენ და საქართველოს სკოლებიდან რუსული ენის განდევნისკენ. ინგრევა დიდი სამამულო ომის გმირების ძეგლები, ხდება ისტორიის გადაწერა იმ მიზნით, თითქოს საქართველო საუკუნეების განმავლობაში რუსეთის ოკუპაციის ქვეშ იმყოფებოდა. ამ სიტუაციაშიც კი, ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალური გავაკეთოთ: აღვადგინოთ სახმელეთო და საჰაერო მიმოსვლა ჩვენს ქვეყნებს შორის; დაუბრკოლებლად ფორმდება რუსეთის ვიზები ნათესავებთან გასამგზავრებლად; აღარაფერს ვამბობთ ექსტრემალურ ჰუმანიტარულ შემთხვევებზე; ჩვენს ამოცანას ვხედავთ იმაში, რომ არ დავუშვათ ერებს შორის ტრადიციული ისტორიული სიახლოვის გაწყვეტა. ამ კურსს მომავალშიც გავაგრძელებთ", – აცხადებს ლუკაშევიჩი.
მისივე განცხადებით, საქართველოში რუსების "გულითადად დაპატიჟების" და მათთვის რაც შეიძლება "ხელსაყრელი რეჟიმის" დაპირების მიუხედავად, სააკაშვილმა, რა თქმა უნდა, იცის, რომ საქართველოში მის მიერვე შემოღებული კანონები მოქმედებს, რომლის თანახმადაც, რუსეთის მოქალაქეების გარკვეული ნაწილი საქართველოში ჩასვლისთანავე სისხლის სამართლებრივ დევნას დაექვემდებარება. "ეს ეხება მათ, ვინც ბოლო წლებში სტუმრობდა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს. სოჭში დამსვენებელი ნებისმიერი ადამიანი, რომელიც რამდენიმე საათით იმყოფებოდა რიწის ტბაზე, "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად" დამნაშავედ ითვლება და 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ან ჯარიმის გადახდა ემუქრება. ჩვენმა ზოგიერთმა მოქალაქემ უკვე მიიღო ასეთი სასჯელი",-ამბობს ლუკაშევიჩი. მისი თქმით, მხედველობაში მისაღებია ისიც, რომ ქართული მხარის ინიციატივით შეწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობის გამო, რუსეთის შესაძლებლობები საკონსულო და სამართლებრივი კუთხით საკუთარ მოქალაქეებთან დაკავშირებით შეზღუდულია.
სააკაშვილის პასუხი პრეზიდენტის თქმით, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყდა ავტომატურად, რუსეთის ქმედებების შედეგად, როდესაც 2008 წლის აგვისტოში რუსეთმა შეწყვიტა საქართველოს აღიარება, როგორც სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოსი.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, ამ ურთიერთობების შეწყვეტა ქართული მხარის ინიციატივა არ ყოფილა. პრეზიდენტის განცხადებით, ეს განაპირობა რუსეთის ქმედებამ და ამ ურთიერთობების აღდგენაც ახლა რუსეთის ხელშია.
რაც შეეხება ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლას, პრეზიდენტის განცხადებით, ქართულმა მხარემ რუსეთთან უვიზო მიმოსვლა ცალმხრივად შემოიღო იმისთვის, რომ რუსეთში ქართული წარმოშობის უამრავი რუსეთის მოქალაქეა. ამასთან, სააკაშვილის თქმით, რუსეთში ცხოვრობს ასობით ათასი ქართველი დევნილი, რომელთაც გამარტივებული რეჟიმი საქართველოში ჩამოსვლას გაუადვილებს.
მისივე თქმით, ქართული მხარე ყოველთვის მზად არის რუსეთთან ყოველგვარი წინაპირობების გარეშე აწარმოოს დიალოგი ურთიერთობების სრულმასშტაბიან დარეგულირებაზე, რომელიც დაეფუძნება საქართველოს დეოკუპაციას, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას და იმ ნახევარი მილიონი საქართველოს მოქალაქის სახლებში დაბრუნებას, რომლებიც ვერ ბრუნდებიან რუსეთის მიერ განხორციელებული ეთნიკური წმენდის შედეგად.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, თუ რუსეთს სურს საქართველოსთან დიალოგი, მოლაპარაკებები უნდა აწარმოოს ქართული საზოგადოებასთან მთლიანობაში, რომელსაც მიაჩნია, რომ საქართველოს დეოკუპაცია არის ყველაზე გადამწყვეტი და ოკუპაცია არ შეიძლება იყოს ბუნებრივი მდგომარეობა. პრეზიდენტის თქმით, ეს არის ქართული მხარის და საერთაშორისო თანამეგობრობის კონკრეტულად გამოხატული პოზიცია.
დრონი მეფობენ და არა მეფენი !!!...