Johnnie Walkerთუ გაინტერესებს ამ იდეის განვრცობა, შემიძლია ჩემი თეორიის ძირითადი პოსტულატები გაგიზიარო:
- ნუ პირველ რიგში რათქმაუნდა IQ ტესტები, ან უფრო ზუსტად "უნარების" ტესტები. საგამოცდო ცენტრები უკვე გვაქს, თანაც წელიწადში 1 თუ 2 თვე არიან მხოლოდ დაკავებულები, დანარჩენ დროს კი თავისუფლად შეუძლიათ ამომრჩევლების და/ან სახელმწიფო მოხელეობის მსურველების სერტიფიცირება.
- მეორე რიგში გაუქმდეს მაჟორიტარული სისტემა, დარჩეს მხოლოდ პარტიების პროპორციული არჩევნები.
- დაევალოს ყველა პარტიას მკაცრად ჩამოყალიბებული პროგრამის შემუშავება , რომელიც სრულად მოიცავს, თუ რას აპირებენ ისინი საგარეო პოლიტიკის, ეკონომიკის, სამართლის და საერთოდ ყველა სფეროში. პროგრამის ცვლილება შეიძლებოდეს მხოლოდ წინასაარჩევნო 1 თვეში, ანუ თუ პროგრამას დაამტკიცებენ, შემდეგ არჩევნებამდე იძულებული არიან, სრულად დაიცვან იგი.
- თუ პარტია რამენაირად დაარღვევს თავისსავე პროგრამას, ამომრჩევლებს შეეძლებათ სასამართლოს გზით პარტიას დააკისრონ სერიოზული ჯარიმები (ლაპარაკი არაა მხოლოდ მმართველ პარტიაზე, ყველა პარტია ერთნაირად აგებს პასუხს ამომრჩევლის მოტყუებაზე). რათქმაუნდა , თუ პარტია დაამტკიცებს, რომ დარღვევა მათდა უნებურად მოხდა (მაგალითად დაგვპირდნენ, რომ შეინარჩუნებენ ბენზინის ფასს 2.00 ლარის ფარგლებში, მაგრამ ამერიკამ ირანს დაარტყა და ბარელი ნავთობი 500$ გახდა), მაშინ სასამართლო თავად აარიდებს მათ პასუხისმგებლობას.
- ახლა კი ყველაზე საინტერესო

: ამომრჩევლებს IQ ტესტების გარდა მოუწევთ ჩააბარონ ტესტირება, თუ რამდენად კარგად იციან პარტიების საარჩევნო პროგრამები

ყოველ ამომრჩეველს მიეცემა საშუალება ამოირჩიოს არჩევნებში მონაწილე ნებისმიერი 3 პარტია( ანუ ყველა პარტიის პროგრამის ცოდნას არ მოვთხოვთ) და ჩააბაროს ტესტები ამ 3 პარტიის პროგრამების ცოდნაზე.
ნუ აი, დაახლოებით ამგვარად, რა ...