
"მესხეთი" არის საფეხბურთო კლუბი ქალაქ ახალციხიდან. ის დაარსდა 2005 წელს და ამავე წლიდან დაიწყო ასპარეზობა პირველ ლიგაში.
2005/06 წლების ანუ სადებიუტო სეზონში "მესხეთმა" პირველ ლიგაში მე-6 ადგილი დაიკავა 57 ქულით. 34 მატჩიდან 17 მოიგო, 11 წააგო, 6 შეხვედრაში კი ქულები მეტოქეს გაუყო ...
უკვე მომდევნო 2006/07 წლების სეზონში მხოლოდ მთავარ კონკურენტს ზუგდიდის "მგლებს" ჩამორჩა, თუმცა მეორე ადგილი და შესაბამისად უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა. ეს იყო 2 წლის დაარსებული გუნდისთვის და მთელი ქალაქისთვის რაღაც ზღაპარი.
2007/08 წლების სეზონი დაუვიწყარი იყო. პირველი ლიგიდან ახლად გადმოსულმა გუნდმა ბევრ გამოცდილს ტოლი არ დაუდო და 39 ქულით მეექვსე (!) ადგილი დაიკავა. მართალია ამერს 9 ქულით ჩამორჩა, თუმცა პრინციპული მეტოქე "მგლები" 6 ქულით მოიტოვა უკან. ეს სეზონი იყო "მესხეთის" პიკი. 4 000-იანი სტადიონი თითქმის ყოველ მატჩზე ბოლომდე ივსებოდა, ქალაქი ფეხბურთით სუნთქავდა, ...
დინამოსთან მატჩზე კი კოკისპირულ წვიმაში მთელი სტადიონი ფეხზე იდგა და ქომაგობდა თავის გუნდს. ის მატჩი შეიძლება ახსოვდეთ კიდეც დინამოს ფანებს პატარა ჯგუფიც იყო ჩამოსული დოლებით და რამე-რუმეებით ...
ტოლ-სწორად ვეთამაშებოდით დინამოს როცა სუდიამ სადავო პენალი დადო რაც გოლით დასრულდა. მეორე გოლის მომენტშიც თამაშგარე იყო და ჩათვალა მსაჯმა. ამის მერე უკვე თავს ვეღარ ვაკონტროლებდით მსაჯის ძირფესვიანად გინების გარდა გულშემატკივრების ნაწილმა სტადიონზე შესვლაც სცადა. დაძაბული იყო სიტუაცია სტადიონზეც ...
ახალციხის მესხეთის ღია წერილი ამ მატჩთან დაკავშირებით2008/09 - ამ სეზონში კი თავი იჩინა ფინანსურმა პრობლემებმა. ფეხბურთელების და პერსონალის ხელფასების დავალიანება 100 000 ლარს აჭარბებდა. ამას დაემატა ისიც რომ ახალციხის სტადიონი საშინელ მდგომარეობაში იყო და საშინაო მატჩების გამართვა გუნდს ბორჯომში უწევდა, რითაც ყოველთვიურად ათასობით ლარს და ამდენივე გულშემატკივარს კარგავდა.
ბოლო ტურში ასეთი მდგომარეობა იყო: მესხეთი ბორჯომთან გამარჯვებით უმაღლესში ადგილს შეინარჩუნებდა სხვა შემთხვევაში კი გავარდებოდა. გუნდმა ის თამაში მოიგო თუმცა უსახსრობის გამო უმაღლესს მაინც დაემშვიდობა ...
2009/10 წლების სეზონის დაწყებამდე სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციამ პროფლიგას თხოვნით მიმართა რომ მესხეთი დაეშვათ პირველ ლიგაში. მათ წარადგინეს ფინანსური გარანტიები და აიღეს ვალდებულება რომ გუნდს აღარ შეექმნებოდა მსგავსი ფინანსური პრობლემები რაც გასულ სეზონში ქონდა. პროფლიგამ მესხეთი დაუშვა და ეს სეზონი გუნდმა პირველ ლიგაში გაატარა. რა შედეგით დაასრულა ეს და მომდევნო სეზონი ამაზე ინფორმაცია არც მაქვს და არც სადმე მოიპოვება

მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ სამეულში არ შესულა.
2010/11 -
2011/12 წლების სეზონში მესხეთი პირველ ლიგის A ჯგუფში გამოვა სადაც მისი მეტოქეები იქნებიან:
1. დინამო(ბთ)
2. ჭიათურა
3. მეშახტე
4. კოლხეთი(ხობი)
5. ლოკომოტივი
6. მერცხალი
7. სამტრედია
8. ჩხერიმელა
9. ს.ტ.უ.
გუნდის შემადგენლობა
მეკარეები:
ძამუნაშვილი (30 წლის)
რეხვიაშვილი (22)
ოქრომელიძე (18)
მცველები:
დარჩია (20)
ლეკიშვილი (29)
თელიაშვილი (32)
ხანიშვილი (29)
ლეკიშვილი (31)
ნახევარმცველები:
ბარძიმაძე (27)
გრიგალაშვილი (18)
ინასარიძე (35)
ხანიშვილი (27)
ქურდაძე (22)
მუმლაძე (21)
მურმანიშვილი (22)
გევორქიანი (25)
გვირჯიშვილი (33)
ჯაფარიძე (21)
ყულიჯანიშვილი (19)
მერაბიშვილი (23)
მურადაშვილი (17)
თავდამსხმელები:
გონჩაროვი (32)
სუდაძე (28)
წინამძღვრიშვილი (24)
პარუნაშვილი (30)
ტლაშაძე (23)
ცნობილაძე (27)
მთავარი მწვრთნელი: პ. გოგოლაძე
ფან-კლუბის საიტი: -
Football Club Meskheti This post has been edited by Donnie on 29 Aug 2011, 13:36