http://www.radiotavisupleba.ge/content/article/24504081.htmlაშშ-ის თავდაცვის მინისტრის მეორე მოადგილე სელესტ უოლანდერი პირველი ოფიციალური სტუმარი იყო, ვინც საქართველოში ჩამოვიდა იმ ფონზე, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი და პოლიტიკური ელიტა ქვეყნის ტერიტორიული თავდაცვის საკითხში ვაშინგტონისაგან მოსალოდნელ საგნობრივ დახმარებაზე საუბრობს. თუმცა უოლანდერი, რომელმაც 22-24 თებერვალს საქართველოში რამდენიმე სამუშაო შეხვედრა გამართა, იმ დასკვნამდე მივიდა, რომ საბრძოლო იარაღი და სამხედრო აღჭურვილობა სულაც არ არის ერთადერთი და ყველაზე საუკეთესო საშუალება საქართველოს დემოკრატიის დასაცავად.
რომ არა აშშ-ის საელჩო, სელესტ უოლანდერის ვიზიტიდან დარჩებოდა მხოლოდ გამაღიზიანებლად არაფრის მთქმელი ქრონიკა და საზოგადოებას დაეკარგებოდა ის ღრმა და შინაარსიანი ლექცია, რომელიც სტუმარმა მომავალი ოფიცრების წინაშე თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში წაიკითხა. ამის მიზეზი კი შეიძლება იყო ის ფაქტი, რომ ამერიკელი დიპლომატი მომავალ ოფიცრებს ესაუბრა არა საქართველოს ოკუპაციაზე, რუსეთის ჩამოშლა-განადგურებაზე, ნატოს გაფართოებასა და ავღანეთში მიმდინარე მრავალეროვნული ოპერაციის ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობაზე, არამედ საქართველოში კარს მომდგარ საპარლამენტო არჩევნებზე, რომლის დროსაც ქვეყანაში უნდა მოხდეს ხელისუფლების დემოკრატიული გადაცემა, ხოლო სამხედრო სტრუქტურამ და ჯარისკაცებმა უნდა შეინარჩუნონ „პოლიტიკური ნეიტრალიტეტი.“
[Bდაიცავით დემოკრატია და ის თქვენ იარაღზე უკეთ დაგიცავთ
[/B]
„წელს და მომავალ წელს - უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე - მსოფლიო დააკვირდება საქართველოსრათა დაინახოს, უწყობს თუ არა ხელს მიმდინარე რეფორმები კონკურენტული საარჩევნო გარემოს შექმნას და ისეთი არჩევნების ჩატარებას, რომლის შედეგიც, ქართველი ხალხის ნების შესაბამისად, ხელისუფლების თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული გადაცემა იქნება. ისინი დააკვირდებიან თავდაცვის სამინისტროსაც, რათა დაინახონ, გააზრებული აქვს თუ არა მას საკუთარი როლი დემოკრატიის მშენებლობის პროცესში“, - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მეორე მოადგილემ სელესტ უოლანდერმა 22 თებერვალს, გორში თავდაცვის ეროვნულ აკადემიის მსმენელებთან შეხვედრის დროს.
პენტაგონის მაღალჩინოსნის ლექციის ორიგინალი და მისი ქართული თარგმანი საქართველოში აშშ-ის საელჩომ საკუთარ საიტზე 25 თებერვალს გამოაქვეყნა და ქართულ მედიასაც დაუგზავნა გასავრცელებლად. საელჩომ, უეჭველია, ჩათვალა, რომ საქართველოს საზოგადოება იმსახურებს უფრო მეტი იცოდეს სელესტ უოლანდერის ლექციის შესახებ, რომელიც, საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაში, თანაბრად ეხება როგორც არმიას და მის მთავარ კადრების სამჭედლოს, ასევე მთლიანად პოლიტიკურ სისტემას.
არადა, წესით, უოლანდერის ლექცია ან თავად თავდაცვის ეროვნულ აკადემიას უნდა გამოექვეყნებინა საკუთარ საიტზე, ანდა თავდაცვის სამინისტროს. მაგრამ საქართველოს სამხედრო უწყებამ გამონაკლისი არც ამერიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილის შემთხვევაში დაუშვა.
„სტუმრებმა აკადემიის მსმენელებთან და ოფიცერთა შემადგენლობასთან შეხვედრა გამართეს. მათ საქართველოს ნატოში ინტეგრაციაზე, თავდაცვის რეფორმებისა და სამხედრო განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრეს“, - ნათქვამია ეროვნული თავდაცვის აკადემიის საიტზე გამოქვეყნებულ „მშრალ“ ინფორმაციაში.
არმიის პოლიტიკური ნეიტრალიტეტი
[COLOR=red]ამ თემებზე, ცხადია, საქართველოშიც არის საუბარი, მაგრამ არმიის ნეიტრალიტეტსა და აპოლიტიკურობაში აქ ძირითადად იგულისხმება ის, რომ სამხედროებს არ უნდა მოსწონდეთ ოპოზიცია და თუ არ სურთ რაიმე პრობლემები შეექმნათ, არჩევნების დროს მთელი არმია ე.წ. დახურულ საარჩევნო უბნებზე მმართველ პარტიას უნდა აძლევდეს ხმას[COLOR=red]
აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მეორე მოადგილემ კი მომავალ ოფიცრებს პოლიტიკური ნეიტრალიტეტის სულ სხვაგვარი განმარტება შესთავაზა:
[COLOR=blue]„ჯარის პოლიტიკური ნეიტრალიტეტი არ ნიშნავს, რომ ფორმიან მამაკაცებსა და ქალებს არ გააჩნიათ სასურველი კანდიდატისთვის ხმის მიცემის კანონიერი უფლება. ამერიკის შეერთებულ შტატებში სამხედროები ამაყობენ საარჩევნო უფლებით, რომელიც მათ მთავრობის ყველა დონის არჩევნებში მონაწილეობის საშუალებას აძლევს. სამხედრო მოსამსახურეები ჩვეულებრივი მოქალაქეები არიან. ჩვენ ხელს ვუწყობთ მათ, რათა გამოიყენონ საარჩევნო უფლება. მათი არჩევანი გარანტირებულად პირადი და კონფიდენციალურია. არ არსებობს რისკი, რომ მათმა არჩევანმა მათ სამხედრო კარიერაზე რაიმე გავლენა მოახდინოს.“
[COLOR=blue]
Zmuzu : მოკლედ, დღეს ისეთ ვითარებაა, ჯარის ნაცვლად სააკაშვილის პირადი შეირაღებული დაჯგუფება მივიღეთ