სასამართლოს გადაწყვეტილებით, მაკა ასათიანს საქართველოში "მერსედესის" წარმომადგენლობაშიმ შპს "აკა"-ში წილი ჩამოერთვა , - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” მაკა ასათიანის ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ განუცხადა.
ადვოკატის განმარტებით, ასათიანი შპს ”აკა”-ში 20 პროცენტს ფლობდა. უზენაესმა სასამართლომ წილის ჩამორთმევის და სხვა მეწილისათვის გადაცემის გადაწყვეტილება 3 დღის წინ მიიღო. როგორც გაბუნია აცხადებს, დავა მეწილეებს შორის იყო.
”ერთ-ერთ პარტნიორს სადაო საკითხი 12 წლის შემდეგ გაახსენდა და სასამართლოში იჩივლა. სასამართლომ გადაწყვეტილება მაკა ასათიანის საზიანოდ მიიღო”,-განაცხადა გაბუნიამ.
ამასთან, ადვოკატის ინფორმაციით, ტელეკომპანია ”მაესტროში” მაკა ასათიანის წილიც დააყადაღეს.
ადვოკატი ამ საკითხზე სასტუმრო ”თბილისი მარიოტში” ხვალისთვის დაგეგმილ პრესკონფერენციაზე დეტალურად ისაუბრებს.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/1...amoarthves.htmlსურპრიზებით სავსე ქვეყანაში ვხოვრობთ
როგორც ამობდნენ მაესტრო განახლებულ მაუწყებლობას 13 მარტიდან აპირებს და ახალი სურპრიზი
This post has been edited by azdaki on 5 Mar 2012, 14:30