საიტის აღწერა და მიზნები: cityshop.ge ახალი ტალღაა ქართულ ბაზარზე. ჩვენ ვქმნით სიტუაციას, რომლითაც ორივე მხარე (ბიზნესიც და მომხმარებელიც) მოგებული რჩება. საიტის მომხმარებლებს ვთავაზობთ კოლოსალურ ფასდაკლებას სხვადასხვა პროდუქტზე. დამკვეთი კომპანია შედეგად უამრავ აქტიურ კლიენტს მიიზიდავს. ასე და ამგვარად ყველა მოგებულია.
რითია უნიკალური ეს პროექტი - კომპანიის წინსვლისათვის შემუშავებული ყველა დანარჩენი მეთოდისაგან განსხვავებით Cityshop.ge დამკვეთს კლიენტების დიდ რაოდენობას პირდება. მცირე და საშუალო ბიზნესი არჩევანის წინაშე დგება - ან ჩვენ მოგვმართავს, ან ფულს იხდის რეკლამაში. მეორე შემთხვევაში ის იხდის ფულს გაურკვეველი შედეგის მოლოდინში. მთავარია, რომ ჩვენი დამკვეთი მხოლოდ გარანტირებული წარმატების შემთხვევაში იხდის თანხას, მხოლოდ მას შემდეგ რაც კლიენტებს მიიზიდავს.
ჩვენ ინფორმაციული აქტივობის ეპოქაში ვცხოვრობთ. ოცდამეერთე საუკუნეში ნებისმიერი გადაწყვეტილება სოციალური ქსელების, მეგობრების, ახლობლების დახმარებით მიიღება. მეგობარმა იყიდა - მაჩვენა - მირჩია - ამიტომაც ვიყიდე : ეს ელექტრონული კომერციის მომავალი წარმატების მიზეზის ყველაზე მარტივი ფორმულირებაა.
ჩვენ განვითარებაში ვეხმარებით პატარა და საშუალო ბიზნესს. სავსებით შესაძლებელია, ახლადგახსნილმა დაწესებულებამ cityshop.ge-ს მეშვეობით დაფუძნების პირველივე კვირაში გარანტირებული რაოდენობის ახალი მომხმარებელი შეიძინოს. ყველამ იცის, რომ ბევრად უფრო კომფორტულია გადაიხადო გარანტირებული რეზულტატისთვის და არა გაურკვეველი მომავლის საფასურად.
ინტერნეტ კამპანიის ორი ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღი სისწრაფე და ადამიანების რაოდენობაა. თანამედროვე ადამიანი დიდ დროს ატარებს ინტერნეტ-სივრცეში. ჩვენ ოთხჯერ უფრო სწრაფად მივიწევთ წინ, ვიდრე კლასიკური სამყარო. და სანამ ჩვენ ჯიბით თავისებურ დროის მანქანას ვატარებთ, ახალ მოთამაშეებს ძალიან გაუჭირდებათ კონკურენციის გაწევა.
მოდელი ასეთია: ჩვენ ვეცნობით ადამიანებს, ვაწვდით ძირითად ინფორმაციას საკუთარ თავზე, ვთავზობთ დარეგისტრირდნენ ჩვენს გვერდზე. შემდგომ ეტაპზე უკვე დარეგისტრირებული მომხმარებლები იღებენ სიახლეებს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. ჩვენი მიზანია, გავზარდოთ სოციალური მედიის ტირაჟი, დარეგისტრირებული და აქტიური მომხმარებლების რიცხვი. ... მომხმარებლებს თავის მხრივ სხვადასხვა წყაროებიდან ვკრებთ. ამასთანავე ობიექტურად ვაფასებთ სხვადასხვა წყაროების ეფექტურობას, სტატისტიკურად ვიკვლევთ იმ ადამიანების რაოდენობას , რომლებიც ჩვენთან სხვადასხვა საიტიდან გადმოდიან და რეგისტრირდებიან. ამ მხრივ ჯერჯერობით ყველაზე ეფექტური წყარო Facebook-ია.
არსებობს მოსაზრება, რომ კუპონით მისულ მომხმარებელს სხვადასხვა დაწესებულებაში არასასურველად ეპყრობიან . ეს მითია! ხშირ შემთხვევაში აქციაში მონაწილე ბიზნესის მფლობელი აცნობიერებს, რომ დღეს მათთან მისულ კლიენტს - თუ კარგად მოემსახურნენ და მომხმარებელი დარწმუნდა, რომ აქ კარგი პროდუქცია და ხარისხიანი სერვისი აქვთ, არსებობს საკმაოდ დიდი შანსი, რომ კლიენტი ხვალაც დაბრუნდება. მფლობელების უმეტესობამ იცის, რომ პირველად მოსულ კლიენტზე აუცილებლად კარგი შთაბეჭდილება უნდა დატოვო, თუ გინდა, რომ დაბრუნდეს, ასე რომ, დამკვეთების 90 % ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ კლიენტი მოხიბლოს.
იქიდან გამომდინარე, რომ ბაზარი ჯერ კიდევ მოუმზადებელია, ვიცით, რომ უამრავი შეკითხვა და მოსაზრება გაჩნდება, მათ შორის საკმაოდ ბევრი სკეპტიკური აზრიც იქნება. მაგრამ ჩვენი სერვისის საფუძველი ჯანსაღ იდეაზე დგას: მივცეთ ადამიანებს საშუალება, შეიარონ მათთვის სიანტერესო დაწესებულებაში და არაჩვეულებრივი ფასდაკლებები მიიღონ [ 90 % -მდე]. ჩვენი აზრით, ფასდაკლებების მიღების სურვილი არასოდეს გაქრება. სულ უფრო გაიზრდება იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ან ახლობლებისაგან მოისმენენ ისტორიებს, ან თვითონ ურჩევენ გარშემომყოფებს „კარგი სერვისი აქვთ“; „ყურადღებიანი მომსახურე პერსონალი ყავთ“; „მომეწონა, ხშირად ვივლი“...ხალხი ერთმანეთის აზრზს ითვალიწინებს, მითუმეტეს, პატარა ქალაქებში, სადაც ურთიერთობები საკმაოდ მჭირდროა და ტენდენციები საკმაოდ ხშირად იცვლება. მეგობრების რეკომენდაციებს დიდი ძალა აქვს... მომხმარებელთა რიცხვი სულ უფრო იმატებს, მათი მზარდი რაოდენობა თვალყურს ადევნებს აქციებს და სარგებლობს ფასდაკლებებით. რა შეიძლება იყოს ამაზე უკეთესი? ეწვიო ქალაქის საუკეთესო დაწესებულებებს და მიიღო სიამოვნება - თითქმის უფასოდ?!
საიტის ძრავა: joomla
ჰოსტინგი: Geohost.ge
დიზაინის ავტორი: კონსტანტინე გოჩელაშვილი
საიტის ბმული:
www.Cityshop.ge
ველოდები თქვენს შენიშვნებს...
This post has been edited by KINGI on 22 Sep 2011, 21:09
here are two kind of people in this world my friend.
Those with loaded guns and those who dig.
You dig.