#30084928 · 7 Mar 2012, 18:11 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Strategic Forecasting Inc. სტრატეგიული პროგნოზირების კორპორაცია ანუ შემოკლებით Stratfor (სტრეტფორი) - ამერიკული კერძო სადაზვერვო-ანალიტიკური სამსახური. "ჩრდილოვანი ცენტრალური სადაზვერვო სამსახური". ამ სადაზვერვო სამსახურის რეალურ სახეს ყველაზე ნათლად გამოხატავს მისი ლოგო Stratfor, Global Inteligenc - "სტრეტფორი, ყოვლისმომცველი ჯაშუშობა". ოფიციალური მონაცემებით დაარსებულია 1996 წელს ებრაული წარმოშობის ამერიკელი პოლიტოლოგის ჯორჯ ფრიდმანის მიერ, რომელიც დღემდე ამ ჯაშუშური ქსელის პრეზიდენტია. კომპანიის ვეცე-პრეზიდენტი კონტრტერორისტული და კორპორატიული უსაფრთხოების მიმართულებით გახლავთ ფრედ ბარტონი.
სტრეტფორი ეწევა ინფორმაციის მოძიებასა და კვლევას მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ. კომპანია ინფორმაციას მოიპოვებს როგორც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებიდან და სხვა ღია წყაროებიდან, ასევე კომპანიის საკუთარი ინფორმაციის წყაროების ანუ აგენტურული ქსელის საშუალებით. მოპოვებული ინფორმაციის დამუშავების საფუძველზე სტრატფორის ანალიტიკური სამსახური შეიმუშავებს ეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ პროგნოზებს. ეს ოფიციალურად, რეალურად კი ამ სამყაროში ყველაზე მნიშვნელოვანი ვალუტა დოლარი ან ევრო კი არა სწორედ ინფორმაციაა. ინფორმაციაა ყველაზე ძლიერი არგუმენტი და იარაღი. ვის ხელშიც არის თავმოყრილი მნიშვნელოვანი ინფორმაცია ის მართავს მოვლენებს. როგორ ეგუება თანამედროვე დასავლური, თავისუფალი სამყაროს "დემოკრატიული ფუძემდებლური პრინციპები" ასეთ ღიად ანტიდემოკრატიულ საჯაშუშო ქსელის არსებობას, რომლის საცეცებიც დაუბრკოლებლად იჭრება როგორც სახელმწიფოთა საიდუმლო მონაცემთა ბაზებში ისევე ჩვეულებრივი ადამიანების პირად ცხოვრებაში?... როგორ მოხდა, რომ კაცობრიობა, რომელიც მიემართებოდა სრული თავისუფლების გზით მიადგა საყოველთაო კონტროლის კარიბჭეს?
და კიდევ... საქართველოში სხვადასხვა საზოგადოებრივი და პოლიტიკური პოლუსებიდან პერიოდულად გაისმის მოთხოვნა ლუსტრაციის მოთხოვნით. მაინტერესებს ეს ლუსტრაცია უნდა შეეხოთ მხოლოდ სსრკ-ს სადაზვერვო სამსახურების აგენტურას თუ უნდა გავრცელდეს აგრეთვე სხვა უცხო ქვეყნებისა და სტრეტფორის მსგავსი კერძო(?) სადაზვერვო კორპორაციების რეზიდენტებსა და ჯაშუშებზეც? საინტერესოა რა მიზნებით იხარჯება უცხო ქვეყნებიდან შემოდინებული მნიშვნელოვანი ფინანსური ნაკადები, რომლებიც ქრება ერთი შეხედვით უწყინარი არასამთავრობო ორგანიზაციების ბნელით მოცულ სტომაქებში? ვინ დგას მათ უკან, ვის და რას ემსახურებიან ისინი? რას ფიქრობენ ამის თაობაზე ქვეყნის პოლიტიკური ბოსები და სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელები?
--------------------
ბავშვობაში იყავ კუტა, ახლა ღლე ხარ ჩემო ხუტა. Aurea_ mediocritas
ამ სიგნაჩურმა გაამწარა IOSKAMAN-ი, ბანი დამადო - კურტუმოში გაიყარა იასამანი.
|