მინდია გულუა - ივანიშვილი და "ნაცმოძრაობა" ერთი მთელის ორი ნაწილია"განახლებული საქართველოსთვის" ლიდერი მინდია გულუა "ქართული ოცნების" გუშინდელ აქციას ეხმაურება. მისი თქმით, ამ აქციით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ივანიშვილი და "ნაცმოძრაობა" ერთი მთელის ორი ნაწილია .
"ამის თქმის საფუძველს გუშინდელი "სახალხო სეირნობაც~ მაძლევს, რომელიც ხელისუფლების "კეთილი ნების" წყალობით ექსცესების გარეშე ჩატარდა. მე ყველას მხარს დავუჭერ, ვინც კონკრეტული პროგრამებით დააპირებს საქართველოს უკეთესი მომავლისთვის ბრძოლას, მაგრამ, როცა ვხედავ, ბიძინა ივანიშვილი დღევანდელი ხელისუფლების თამაშს თამაშობს, პროტესტის გრძნობა მიჩნდება", - აცხადებს მინდია გულუა.
მისივე თქმით, 12 მაისს პოლიტიკური პარტია "განახლებული საქართველოსთვის" მიერ დაგეგმილ დევნილთა შეკრებას, თბილისში და დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა რაიონებში, ხელისუფლებამ არათუ ხელი შეუშალა, ახალგაზრდული ორგანიზაციის აქტივისტები დააპატიმრა კიდეც.
"არადა, ჩვენს მიერ ორგანიზებული შეკრებაც ისეთივე მშვიდობიანი იყო, როგორიც გუშინდელი "სახალხო სეირნობა". კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილის, როგორც ქართველი მეცენატის მიმართ არანაირი სასაყვედურო არ მაქვს, მაგრამ, როცა იგი პოლიტიკურ თამაშს იწყებს და ამით ხელს უწყობს დღევანდელი ხელისუფლების სიცოცხლისუნარიანობის გახანგრძლივებას, ვერ შევურიგდები. ვერ შევურიგდები იმას, რომ ვითომცდა ე.წ "გამოცდილ პოლიტიკოსებზე~ დაყრდნობით აპირებს დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკურ მოუსავლეთში გამგზავრებას", - აცხადებს მინდია გულუა.
მისივე თქმით, სასწაულიც რომ მოხდეს და კოალიცია "ქართულმა ოცნებამ~ უმრავლესობა მოიპოვოს პარლამენტში, ქართულ პოლიტიკურ რეალობაში არსებითად არაფერი შეიცვლება.
"პირიქით, უფრო უარესი პერსპექტივის მოლოდინში უნდა ვიყოთ. ჩვენ ახალი სისხლის გადასხმა გვჭირდება და არა მრავალგზის გაცვეთილი იდეების ახლებურად შეფუთვა, რეაბილიტაცია, რომელსაც ასე თავგამოდებით ცდილობს ბატონი ბიძინა. მე თვალს ვუსწორებ გუშინდელი აქციის მასშტაბურობას, მაგრამ, დანამდვილებით ვიცი, თუ ქართველი ხალხი კრიტიკული არ იქნება ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების მიმართ, შესაძლოა გამოუსწორებელი შეცდომები დავუშვათ",- აღნიშნავს გულუა.
რაც შეეხება მის პოლიტიკურ გეგმებს, როგორც მინდია გულუა აცხადებს, უახლოეს მომავალში დაამტკიცებს, რომ ქვეყნის აღმშენებლობას კონკრეტული პროგრამებით აპირებს და არა ილუზორული ოცნებით.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/2...i-natsilia.html This post has been edited by tintoreto on 28 May 2012, 22:55
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
Если человека кусает вампир, он становится вампиром. Такое ощущение, что очень многих вокруг искусали бараны...
არაფერია უფრო მუდმივი,ვიდრე დროებითი უფულობა...
მსოფლიოს მართავს მხოლოდ ფული და სექსი!
ვინ დათვალოს ზღვაში ქვიშა და თბილისში შავი ჯიპი