ფრედი მერკური (ნამდვილი სახელი ფაროჰ ბულსარა, დ. 5 სექტემბერი 1946 — გ. 24 ნოემბერი 1991) — ბრიტანელი მომღერალი-კომპოზიტორი, პიანისტი, გიტარისტი და ცნობილ როკ-ჯგუფ Queen-ის წევრი. როგორც შემსრულებელი, გამოირჩეოდა თავისი ვოკალური მონაცემებით, ხოლო როგორც კომპოზიტორმა შექმნა უამრავი მსოფლიო ჰიტი, მათ შორის: Bohemian Rhapsody; Killer Queen; Somebody to Love; Don't Stop Me Now; We Are the Champions და Crazy Little Thing Called Love.
მერკური ძირითადად გაიზარდა ინდოეთში, ამიტომ იგი შერაცხეს ბრიტანეთის პირველ აზიელ როკ ვარსკვლავად. ის გარდაიცვალა ფილტვების ანთებით, რაც გამოწვეული იყო შიდსისგან 1991 წლის 24 ნოემბერს, მხოლოდ ერთი დღის მერე, რაც მან საზოგადოებას შეატყობინა, რომ მას აწუხებდა უკურნებელი სენი. 2006 წელს ჟურნალმა Time Asia იგი შერაცხა, როგორც ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან აზიელ გმირად ბოლო 60 წლის განმავლობაში და ახლაც იგი არის ერთ-ერთი საუკეთესო მომღერალი პოპულარული მუსიკის ისტორიაში.

[SIZE=7] ბიოგრაფია[SIZE=7]
მერკური დაიბადა ზანზაბარის კუნძულზე, ტანზანიაში. მისი მშობლები იყვნენ ბომი და ჯერ ბულსარები, რომლებიც მისდევდნენ ზოროასტრიზმს. ბულსარების ოჯახი გადავიდა ზანზაბარში, იმისთვის რომ მამამისს გაეგრძელებინა მუშაობა. ფაროჰს ჰყავდა უმცროსი დაც - კაშმირა.

1954 წელს, რვა წლის ასაკში ფრედი წაიყვანეს წმინდა პიტერის სკოლაში ინდოეთში, ბომბეისთან ახლოს. სკოლის პერიოდში ის გატაცებული იყო სპორტით, განსაკუთრებით კი კრივით. სკოლაში მან ჩამოაყალიბა პოპულარული ჯგუფი, რომელსაც „The Hectics ერქვა, იგი ფორტეპიანოზე უკრავდა. მისი ძველი მეგობარი იხსენებს, რომ ფრედის შეეძლო რადიოში გაგონილის პიანინოზე ზუსტად გადმოტანა. ამ დროს იგი საკუთარ თავს უკვე უწოდებდა „ფრედის. მერკური თითქმის მთელი ბავშვობა ინდოეთში ცხოვრობდა ბებიასთან და დეიდასთან ერთად. განათლების მიღების შემდეგ იგი ზანზაბარში დაბრუნდა.

1964 წლის რევოლუციის გამო 17 წლის მერკური და მისი ოჯახი ზანზაბარიდან გაიქცა და დასახლდა ლონდონში. იგი შევიდა სასწავლებელში, სადაც იგი ეუფლებოდა ხელოვნებას. სწავლის დამთავრების შემდეგ ფრედი მუშაობდა ბევრ ადგილას- ლონდონში ყიდდა მეორად ტანსაცმელს, ასევე მუშაობდა აეროპორტშიც. მისი ძველი მეგობრები იხსენებენ, რომ იგი იყო წყნარი და მორცხვი ახალგაზრდა, რომელიც დიდად იყო გატაცებული მუსიკით. 1969 წელს მან ჩამოაყალიბა ჯგუფი „Ibex, რომლის სახელი მალევე გადაკეთდა „Wreckage-დ. ჯგუფი დაიშალა. 1970 წლისთვის იგი შევიდა „Sour Milk Sea შემადგენლობაში, რომელიც ასევე დაიშალა.

ამავე წლის აპრილში მერკურიმ გაიცნო გიტარისტი ბრაიან მეი და დრამერი როჯერ ტეილორი, რომელთა ჯგუფსაც „Smile ერქვა. იგი შეუერთდა მათ და ჯგუფსაც ახალი სახელი „Queen შეურჩია. სწორედ ამ დროისთვის მან კანონიერად გადაირქვა სახელი ფრედი მერკურად.