არ არის აუცილებელი გუნდის ყველა წევრმა იცოდეს პროგრამირება

ინფორმაცისთვის ეწვიეთ:
www.imaginecup.ge
www.fb.com/imaginecupgeorgia
პირველი საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებთან 9 მარტს, 15:00 საათზე, თსუ-ს პირველი კორპუსის სააქტო დარბაზში.
პროექტების მიღება სრულდება 15 აპრილს.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ სტუდენტს, განურჩევლად სასწავლებლისა და სპეციალობისა (მინიმალური ასაკობრივი ზღვარი - 16 წელი). შექმენით მინიმუმ ერთი და მაქსიმუმ ოთხი წევრისგან შემდგარი გუნდი. გუნდს შეიძლება ჰყავდეს მენტორი.
ჟიურის მიერ გამოვლენილი 10 საუკეთესო გუნდი მონაწილეობას მიიღებს რეგიონალურ ფინალში 28 აპრილს. ფინალში გამოვლინდება სამი გამარჯვებული გუნდი, რომელთაც გადაეცემათ ფასიანი პრიზები.
პირველ ადგილზე გასული გუნდი გაემგზავრება სიდნეიში (ავსტრალია) მსოფლიო ფინალში მონაწილეობის მისაღებად, სადაც მას ელის მსოფლიო აღიარება და 25 000 $
* * *
ამ კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ სტუდენტს - აქ მთავარია კრეატივი; ტექნოლოგია მხოლოდ დამხმარე საშუალებაა
This post has been edited by waikiki on 8 Mar 2012, 12:16