არსებობს ბევრი ისტორიკოსის(არა მარტო რუსის) მოსაზრება, რომ 1917 წლის აპრილში ლენინის ჩამოსვლა რუსეთის იმპერიაში ომის მონაწილე გერმანიის გავლით იყო გერმანიის გენშტაბის გაგეგმილი ოპერაცია. ოპერაციის მიზანი იყო რუსეთში გამოეწვია რევოლუცია, რასაც უნდა მოჰყოლოდა რუსეთის გამოსვლა პირველი მსოფლიო ომიდან.
მგზავრობა ვაგონით მოხდა მარშრუტით ციურიხი-ზაცნიცი(გერმანია), შემდეგ გემით შვეციაში და იქიდან რუსეთ-ფინეთის საზღვარი. 16 აპრილს ლენინი იყო პეტროგრადში.
აღმოჩნდა რომ ეს ერთი რეისი არ იყო და დამაინტერესა მგზავრების სიამ. ჩემი ყურადღება მიიპყრეს ქართველებმა.
პირველ რეისში ლენინთან ერთად მგზავრობდა 2 ქართველი, მიხა ცხაკაია და დავით სულიაშვილი.
http://ru.wikipedia.org/wiki/%CF%EB%EE%EC%....80.D0.BE.D0.B2ცხაკაია ყველას გაგვიგონია, თუმცა ინტერნეტში ძალიან მწირი ცნობებია მის შესახებ. ბოლოს 30-იანი წლების დასაწყისში მუშაობდა კომინტერნში. გარდაიცვალა 1950 წელს მოსკოვში და დაასაფლავეს თბილისში მთაწმინდაზე. როგორ გადაურჩა რეპრესიებს საკვირველია, ასევე უცნობია თუ რას მოღვაწეობდა 1950 წლამდე. რუსულ ინტერნეტში წავაწყდი მისი წერილების ჩამონათვალს სახელმწიფოს სათავეში მდგომი პირების მიმართ 1949 წლამდე, ასე რომ არა მგონია პენსიონერის წყნარი ცხოვრებით ეცხოვრა.
არაფერი მქონდა გაგონილი დავით სულიაშვილის შესახებ. აღმოჩნდა, რომ ის იყო აქტიური რევოლუციონერი, მწერალი და გარდაიცვალა 1964 წელს. საოცარია, რომ პარტიაში შევიდა 1949 წელს.
ასევე საინტერესია სხვა რეისით ჩამოსული რევოლუციონერი-ქართველების ვინაობა:
1.ასათიანი სოსიპატრი(წერია ასიარიანი)/
2.ბაგუიძე სამუელი.
3.ვანაძე ალექსანდრე.
4.გოგიაშვილი პოლიკარპე.
5.დოლიძე სოლომონი.
6.მგელაძე ვლასა(ეს გამიგია).
7.სადოყაია იოსები.
8.ხოფერია კონსტანტინე.
9.ოკუჯავა ვლადიმერი(ეს მგონი ბულატ იკუჯავას ბიძა იყო).
ამ ხალხის შესახებ ვინმეს თუ რამე ცნობები გაქვთ იქნებ დადოთ?