რუსეთის იმპერიის1910 წლის 100-რუბლიანი და 1912 წლის 500-რუბლიანი გამოშვებულია ბოლო იმპერატორის - ნიკოლოზ II-ის ხანაში. პირველზე ეკატერინე II-ის პორტრეტია გამოსახული, ხოლო მეორეზე - პეტრე პირველის. ამიტომ მათ "კატინკებს" და "პეტინკებსაც" ეძახიან. ნუმიზმატური ღირებულებით ძალიან უმნიშვნელოდ ფასეულია, რადგან უამრავია გამოშვებული და ხალხს დღესაც კი - ასი წლის შემდეგ, სახლში აქვთ შემორჩენილი მთელს "საბჭოთა იმპერიის" ფარგლებში. ასეთ მდგომარეობაში, რაც სურათზეა, მათი ღირებულება პეტრესი 3-5 ლარია, ხოლო ეკატერინესი - 5-10 ლარია.
რაც შეეხება 1989 წლის 1-რუბლიანს და 1905 წლის 3-რუბლიანს: ვაი ჩვენს პატრონს, თუკი თელავში და მით უმეტეს ერეკლეს მუზეუმში ასეთი "მცოდნე" სპეციალისტები გვყავს დღესაც კი. ისეთი "გარიგება" შემოუთავაზებია, რომ მაგაზე როკფელერიც ვერ იტყოდა უარს. არადა, ნეტავი ასევე 50-თეთრად ღირებულ რაიმე ნივთში ჩემი კოლექციიდან ვინმემ თუნდაც ჩხოროწყუს მუზეუმში შემომთავაზოს ჩემი სახელობის- მემორიალური ფანჯრის რაფა...
ასეთი ზღაპრების ვის სჯერა კიდევ???
This post has been edited by babalana on 8 Mar 2012, 16:05