ერთი კითხვა მაქვს.

1 წლის წინ ბინა შევიძინე ბათუმში და ყოფილმა მეპატრონემ მიჩივლა რაღაც უაზრობაზე. ამავე დროს სარჩელის აღძვრამდე მოითხოვა ბინის დაღადაღება. ბათუმის სასამართლომ დაუკმაყოფილა ეს მოთხოვნა და შედეგად დღესაც ბინას ყადაღა ადევს. ასევე არ გაითვალსწინა ჩემი მოთხოვნა შესაძლო ზარალი უზრუნველყოფის შესახებ.
ბათუმის სასამართლო არ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა, ამის შემდეგ კიდევ მიჩივლა ქუთაისში, ანუ გაასაჩივრა სააპელაციო წესით. ქუთაისმა ძალაში დატოვა ბათუმის სასამართლოს გადაწყვეტილება.
ორივე დასაბუთებულ გადაწყვეტილებაში წერია რომ მოეხნას ყადაღა მდებარე ქ. ბათუმი და ასე შემდეგ, მაგრამ ასევე წერია რომ შესაძლებელია გადაწყვეტილების გასაჩივრება. ეხლა ეს ყოფილი მეპატრონე პროცედურულად წელავს. მე კიდე ეხლახანს ბინის გაყიდვა გადავწყვიტე და მაინტერესებს შესაძლებელია თუ არა ყადაღის მოხსნა.
ერთმა ადვოკატმა მითხრა რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199' მუხლის თანახმად შესაძლებელია ყადაღის გაუქმება და მაინტერესებს რამდენად რეალურია. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაშიც იგივე მითხრეს. ორშაბათს მინდა მივიდე და პირადად დაველაპარაკო, უბრალოდ კარგი იქნებოდა მანამდე თქვენი გამოცდილების გაზიარება

.
წინასწარ მადლობას გიხდით