ალეკო ელისაშვილმა მოქალაქეებს ორკვირიანი სამოქალაქო დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა
19:27 28-04-2015
თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი თბილისის მერიისგან კომპანია "სითი პარკთან" დადებული ხელშეკრულების დაუყოვნებლივ გაწყვეტას ითხოვს.
როგორც ელისაშვილმა დღეს თბილისის მერიის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე განაცხადა, დღეიდან ორი კვირის განმავლობაში სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქცია დაიწყება. მისივე თქმით, რომ არა დღეს დაგეგმილი აქცია, თბილისის მერია "სითი პარკთან" დაკავშირებით არც იმ განცხადებას გაავრცელებდა, რომლის თანახმადაც, დედაქალაქის მერია "სითი პარკთან" გაფორმებული ხელშეკრულების შეცვლის მიზნით, კომპანიასთან მოლაპარაკებებს იწყებს
"თუ ამომრჩევლები, გადასახადების გადამხდელები, დამქირავებლები გარედან არ შევუქმნით მერიას პრობლემებს, მერია არაფერს გააკეთებს. "სითი პარკს" კიდევ წინ ელის 10-წლიანი მონოპოლია ქალაქში, მას კიდევ ელის ჩვენი ჯიბიდან ამოღებული 350 მილიონი და რატომ დაკარგავენ ამ შემოსავალს?! დღეიდან ჩვენ ვიწყებთ სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქციას - არავინ უნდა გადაიხადოს ჯარიმა, არავინ უნდა გადაიხადოს ამ აბონიმენტის თანხა, ყოველგვარი ძალადობის გარეშე უნდა ვეცადოთ, ვიყოთ ერთმანეთისადმი სოლიდარულები და როდესაც უკანონოდ მიჰყავთ ავტომობილები, არ უნდა გავატანოთ ისინი, რომ საკუთარ ჯიბესა და ტყავზე იგრძნოს "სითი პარკმა" და მერიამაც, რომ პრობლემა რეალურად არსებობს და მოსახლეობაში არის პროტესტი", - განაცხადა ელისაშვილმა.
მისივე თქმით, აქციის მონაწილეები უახლოესი ორი კვირის განმავლობაში მერიისგან რეალური ნაბიჯების გადადგმას დაელოდებიან იმასთან დაკავშირებით, თუ რა ვადაში და როდის გაწყვეტს კონტრაქტს "სითი პარკთან". ელისაშვილის განცხადებით, აქ საუბარი არ შეიძლება იყოს, რაიმეს კორექტირებაზე.
რაც შეეხება იმ თანხას, რომლის გადახდაც ხელშეკრულების გაწყვეტის შემთხვევაში მერიას "სითი პარკისთვის" მოუწევს, ელისაშვილის განცხადებით, ეს ნამდვილად 25 მილიონი ლარია.
"კეთილი ინებონ მერიამ და პროკურატურამ და თუ ისინი მოახერხებენ, რომ გიგი უგულავას საქმე ბოლომდე მიიყვანონ, დაუდასტურონ კორუფციაში მონაწილეობა "სითი პარკსა" და მის მენეჯმენტს, მაშინ ყოველგვარი თანხის გარეშეა შესაძლებელი კონტარქტის გაწყვეტა და ამ კომპანიის მშრალზე დატოვება. ახალი ტენდერის გამოცხადების შემთხვევაში, ნებისმიერი კომპანია გადაიხდის 25 მილიონ ლარს, თუ მას საინვესტიციო ვალდებულებაში გაეწერება ეს თანხა, თუ 10-15-20 წლიანი ოპერირების უფლება ექნება", - აღნიშნა ელისაშვილმა.
წყარო:
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...n-moutsoda.html===============================================
თუ რიცხვებში გათვლები სწორია, მაშინ მართლა უნდა მიაწვნენ ბოლომდე!
This post has been edited by Denmark on 28 Apr 2015, 20:34