მოგეხსენებათ საფრანგეთის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ერიკ ფურნიემ აგვისტოს მოვლენების დროს ბევრი გააკეთა რუსული აგრესიის შესაჩერებლად, კერძოდ მან არ დაუშვა საჩხერეში და საჩხერის ბატალიონში რუსების შესვლა, რის გამოც ხშირ შემთხვევაში საკუთარი სიცოცხლე და უსაფრთხოებაც კი საფრთხეში ჩააყენა. შეიძლება ითქვას რომ ის ფრონტის წინა ხაზზე იდგა...
მოვიყვან რამოდენიმე ციტატას მაშინდელი ახალი ამბებიდან:
======================================================
http://www.rustavi2.com.ge/news/news_textg...=main&ct=0&wth=რუსებმა გორთან საფრანგეთის ელჩი ერიკ ფურნიე დააკავეს21.08.08 13:07
გორთან მოწყობილ ერთ-ერთ საგუშაგოსთან რუსმა ჯარისკაცებმა საქართველოში საფრანგეთის ელჩი ერიკ ფურნიე დააკავეს, რომელიც საჩხერიდან თბილისში ბრუნდებოდა.
შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, პრეზიდენტის რწმუნებული ლადო ვარძელაშვილი ერთი საათის განმავლობაში ცდილობდა დაკავებული ელჩის გათავისუფლებას. გათავისუფლების შემდეგ ფურნიეს ავტომობილი რუსმა სამხედროებმა უკვე იგოეთთანაც გაჩხრიკეს.
საქართველოში საფრანგეთის ელჩმა მთელი ღამე საჩხერეში გაატარა. ის საჩხერის საწვრთნელ ბაზაზე იმყოფებოდა და მოსახლეობას მორალურ მხარდაჭერას უწევდა. მან კიდევ ერთხელ გამოთქვა იმედი, რომ რუსეთის პრეზიდენტი დანაპირებს შეასრულებს და დღეიდან თავის ჯარისკაცებსა და სამხედრო ტექნიკას საქართველოს ტერიტორიიდან გაიყვანს. საფრანგეთის ელჩი დღეს რუსი ჯარისკაცების პოზიციებს დაათვალიერებს, შემდეგ კი ქუთაისში ჩავა და მხარის ხელმძღვანელობას შეხვდება.
===================================================
===================================================
http://24saati.ge/index.php?lang_id=GEO&se...1&info_id=41218აღსანიშნავია, რომ 20 აგვისტოს საჩხერეში ჩავიდა საქართველოში საფრანგეთის ელჩი ერიკ ფურნიე, რომელიც ადგილობრივ ხელისუფლებასა და მოსახლეობას შეხვდა. სულაც არ იყო გამორიცხული, რომ რუსი სამხედროები საჩხერეშიც შეჭრილიყვნენ და საფრანგეთის დახმარებით აშენებული სამთო-საწვრთნელი ბაზა გაენადგურებინათ.
ამ საფრთხის თავიდან აცილებისა და სოლიდარობის ნიშნად, ერიკ ფურნიემ ღამე საჩხერეში გაატარა.====================================================
დამეთანხმებით რომ ერიკ ფურნიეს ეს ქმედება სამხედრო მოქმედებების პირობებში მის უფლებამოსილებასაც სცილდებოდა, მიუხედავად ამისა და ზოგიერთის სამარცხვინოდ ამ პიროვნებამ ხშირ შემთხვევაში იმაზე მეტი გააკეთა რაც ამ ზოგიერთების პირდაპირ მოვალეობაში შედიოდა...
თვლით თუ არა რომ ერიკ ფურნიეს ეს მორალური და ფაქტიური მხარდაჭერა სათანადოდ უნდა დაფასდეს ქართული სახელმწიფოს და ქართველების მიერ...
როგორ?
26 მაისი ახლოვდება, თუ არადა 14 ივლისი არც ისე შორსაა...
1) დაჯილდოვდეს სახელმწიფო ორდენით ან რამე მაგდაგვარი (იდეა შემოვუგდე ხელისუფლებას, დანარჩენი თქვენ იცით)
2) მადლობის წერილი მაინც მიწეროს ვინმემ
3) ვუყიდოთ საჩუქარი
მე პირადად ვთვლი რომ ის ღირსეული პიროვნებაა და უბრალო მადლობა მაინც უნდა გავიმეტოთ მისი მისამართით...
თქვენ რას ფიქრობთ უზერებო???
This post has been edited by IG2006 on 16 May 2009, 15:55
მიმაგრებული სურათი