თუ გაქვთ რამე ინფორმაცია? რამდენად კარგია? რამდენად არის დასაქმების შანსი?
პროკრედიტ ჯგუფი მსოფლიოს სამ კონტინენტზე მოქმედ 21 ფინანსურ ინსტიტუტს მოიცავს, რომელიც განვითარებად და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში ძალიან მცირე, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს პასუხისმგებლიან საბანკო მომსახურებას უწევს. ვცდილობთ, ამ სამიზნე ჯგუფებისთვის "უნივერსალური ტიპის პარტნიორი ბანკი" ვიყოთ, რაც მათთვის კომპლექსური და გამჭვირვალე ფინანსური მომსახურების შეთავაზებას გულისხმობს.
საქართველოში პროკრედიტ ბანკმა ფუნქციონირება 1999 წელს დაიწყო და ამჟამად ქვეყნის მასშტაბით 61 ფილიალითაა წარმოდგენილი. ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტი საკადრო პოლიტიკაა, რაც გულისხმობს პერსპექტიული კანდიდატების შერჩევას და მათ, ისევე, როგორც არსებული თანამშრომლების, პროფესიულ განვითარებას.
პროკრედიტ ბანკი კვლავ აცხადებს მიღებას "ახალგაზრდა ბანკირების პროგრამაზე" და დაინტერესებულ ახალგაზრდებს დასაქმებისა და კარიერის შექმნის უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს.
პროგრამის ხანგრძლივობა: 6 თვე.
ადგილმდებარეობა: პროკრედიტ ბანკის სათავო ოფისი, თბილისი.
პროგრამის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან:
** ზოგად კურსს საბანკო საქმესა და ფინანსებში;
** მაკროეკონომიკის საფუძვლებს;
** ბანკის საკვანძო განყოფილებებისა და ფილიალების საქმიანობის სპეციფიკას;
** ფინანსურ მათემატიკასა და ბუღალტერიას;
** კომუნიკაციისა და ანალიტიკური აზროვნების საფუძვლებს;
** პროექტების წერისა და მართვის ტექნიკებს;
** ბანკის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.
თეორიული კურსის გარდა, მონაწილეები გაივლიან პრაქტიკას ფილიალებსა და სათავო ოფისის საკვანძო განყოფილებებში.
პროგრამის მსვლელობისას მონაწილეებზე გაიცემა ყოველთვიური სტიპენდია, ხოლო რეგიონის წარმომადგენლებს ბანკი დროებითი საცხოვრებლითაც უზრუნველყოფს.
ძირითადი მოთხოვნები:
** ასაკი: 22-დან 32 წლამდე;
** უმაღლესი ტექნიკური განათლება (სასურველია ეკონომიკა/საბანკო საქმე/ფინანსები);
** მცირე სამუშაო გამოცდილება (სასურველია)
** საბაზო მათემატიკის ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ფლობა;
** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;
** სწავლასა და განვითარებაზე ორიენტირებულობა;
** მიზანდასახულობა და ენერგიულობა;
** გუნდურობა;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** პროკრედიტ ბანკში პროფესიული განვითარებისა და წინსვლის სურვილი;
** მობილურობა: საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მუშაობისთვის მზადყოფნა.
"ახალგაზრდა ბანკირების პროგრამის" მონაწილეთა შერჩევა ხდება კონკურსის საფუძველზე, რაც გულისხმობს კადრების შერჩევის სტანდარტული ეტაპების გავლას.
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2012 წლის 25 მარტი.
დამატებითი ინფორმაცია ჩვენი ორგანიზაციის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებ-გვერდებზე:
http://www.procreditbank.ge და
http://www.procredit-holding.com "ახალგაზრდა ბანკირების პროგრამისა" და კანდიდატების შერჩევის პროცესის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:
http://www.procreditbank.ge/careerhttp://jobs.ge/41482/
_________________________________________________________________________________________________________________________________________