Agnus Dei ნაწარმოებიდან საკმაოდ საინტერესო ისტორიით
http://www.youtube.com/watch?v=LMO9Yk41LUMროსინის მცირე საზეიმო მესა (შეიქმნა 1863 წელს, საბოლოო ვერსია _ 1869 წელს. )საინტერესო იმითაა, რომ ეს საოპერო კომპოზიტორის არასაოპერო ნაწარმოებია და იმითაც, რომ საკონცერტო ნაწარმოებია და არა აქვს ლიტურგიული დანიშნულება, არ მონაწილეობს კათოლიკურ წირვაში. ავტორმა მას ხუმრობით `ჩემი სიბერის ცოდვები~ უწოდა და ასევე ხუმრობით წერდა: კეთილო ღმერთო! აჰა, მე დავასრულე ეს ჩემი პატარა მესა და ეს ნამდვილად ყველაზე საკრალური ნაწარმოებია მათ შორის, რაც კი ოდესმე დამიწერია. შენ კარგად იცი, რომ მე კომიკური ოპერისათვის დავიბადე, ამ ნაწარმოებში კი, ცოტაოდენი მეცნიერებაა, ცოტაოდენიც _ გული, სულ ეს არის. ასე, რომ დამლოცე და მიმიღე შენთან, სამოთხეში.
როსინის ეს სიტყვები თითქოს წინასწარმეტყველური აღმოჩნდა: ნაწარმოების ბოლო ვერსია მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე კვირის თავზე შესრულდა.
სახელწოდების მიუხედავად სინამდვილეში ეს მესა არცთუ ისე პატარაა და ძალზე მნიშვნელოვანი მუსიკალური ღირებულება გააჩნია. კრიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ამ ნაწარმოებში როსინიმ თავის თავს გადააჭარბა და ზოგ მონაკვეთებში ბახის სადარი მუსიკა შექმნა