ეს არის Cadillac Escalade, რომელიც შვედურმა ტუნერმა Fab Design მოდიფიკაციის შედეგად მიიღო. უფრო ზუსტად რომ გითხრათ ავტომობილი ატელიემ შეკვეთით მხოლოდ 1 ეგზემპლარად, სამხრეტ ამერიკელი მომხმარებლისთვის დაამზადა.
დავიწყოთ იმით, რომ შეცვლილი მაშუქების, მასიური, განსხვავებული ცხაურის, სპორტული ბამპერების, სპორტული მოლდინგების, საჰაეროებით აღჭურვილი ძრავის სახურავის, უკანა საქარე მინის, ახალი ჩამხშობების, უკანა სტოპ სიგნალების და ნიკელის მასიური დისკების დახმარებით ავტომობილს სრულიად განსხვავებული, უნიკალური ექსტერიერი აქვს. რაც შეეხება ინტერიერს, ავტომობილის სავარძლები და სხვა და სხვა დეტალები, კომპანიამ გველის ტყავით აღჭურვა, რაც საკმაოდ დიდ თანხასთან იყო დაკავშირებული.
Fab Design-მა ავტომობილის შესახებ სხვა ინფორმაცია არ გაავრცელა, თმცა ვიცით, რომ Escalade-ს ძრავი მათ არ დაატუნინგეს, რაც იმას ნიშნავს, რომ Fab Design Cadillac Escalade-ს აღჭურვილია 6.2 ლიტრიანი V ტიპის 8 ცილინდრიანი ძრავით, რომელიც კაპოტქვეშ 409 ამერიკულ ბედაურს იტევს.






http://news.drive.ge/?m=247&newsid=2699