ბირჟა მაფიის შემდეგ. საინტერესოა საითკენ წავა ეს ყველაფერი..
“რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, სწორედ დაცვის მხარემ გამოავლინა საგამოძიებო ჯგუფში იმაზე მეტი პოლიციელის ჩართულობა, ვიდრე ეს საქმის მასალებით იკვეთებოდა. ბრალდების მხარემ დამაჯერებლად ვერ ახსნა, თუ რატომ მალავდა საგულდაგულოდ გამოძიება იმ პოლიციელებს, რომლებიც არც თუ მწირ ინფორმაციას ფლობდნენ ჩატარებულ ოპერატიულ ღონისძიებასთან დაკავშირებით. აღნიშნული ფაქტორი აჩენს კითხვებს საგამოძიებო ორგანოს არაკომპეტენტურობის, ანდა ბრალდებულის მიმართ გარკვეული დაინტერესების თაობაზე
კერძოდ, გამოძიების ეტაპზე ამ საქმის ფარგლებში, არ იქნა მოძიებული არანაირი ინფორმაცია შემთხვევის ადგილის მიმდებარე პერიმეტრზე შესაძლო ვიდეო კამერების და ჩანაწერების არსებობის თაობაზე, რათა მომხდარიყო ყოველგვარი ეჭვის გამომწვევი გარემოების გამორიცხვა და გაბათილება. პატაკში მითითებული ინფორმაციის თანახმად, დავით ხარშილაძე არის ნარკოტიკული ნივთიერების აქტიური მომხმარებელი,თუმცა სამართალდამცველები გაურკვეველი მიზეზით არ ახდენენ არც მისი ავტომობილის ჩხრეკას, რომლითაც იგი დაკავებამდე გადაადგილდებოდა, და არც მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკას"
http://rustavi2.ge/ka/news/86769