დღეს სიუჟეტი ვნახე მისი ახალი გადაცემის შესახებ, ახალ არხზე.
ძალიან მომეწონა.
უკვე ორი ათეული წელია, ასეთი ტიპის გადაცემები, ფინანსური სიდუხჭირისდა გამო, არ გამოჩენილა ქართულ ტელესივრცეში ....
აქედან გამომდინარე, ბ-ნო თომა ვხედავთ რა: არ გაქვთ ტექნიკისა და ფინასების ნაკლებობა (რაც ძალიან კარგია), გთხოვთ არა მარტო 4000 და 5000 ათასი წლის წინანდელი ამბები დაამუშაოთ, არამედ სულ რაღაც 20 წლის წინანდელი პერიპეტიები გადმოგვცეთ – არა პუტჩისტური ოჯახის სულისკვეთებიდან გამომდინარე და საჯაროდ უარყოთ მატყუარების უნამუსობა, ასევე თქვენს მიერ უნამუსოდ "დაქოფი ფეისთებული" 1990-91 წლებში საქართველოში ვოთომდა ეკონომიკური კრიზისის არსებობის შესახებ ...
და გთხოვთ გვანახოთ 1990 წლის ნოემბრიდან 1991 წლის ჩათვლით:
1-რამდენჯერ დაგვიანდა ხელფასები და პენსიები/ან და საერთოდ ვერ გაიცა?
2-რამდენ კვირიანი და თვიანი უშუქობა ტანჯავდა საქართველოს მოსახლეობას?
3-რამდენი კვირა ან თვე იყო გაზით მომარაგება შეცერებული?
3-რამდენ კვირიანი და თვიანი იძულებითი შეჩერება ჰქონდა თბილისისა და სხვა ქალაქების: მეტროსა და საქალაქო ავტობუსების პარკს?
4-რამდენ სკოლაში ვერ დაარიგეს უფასო სახელმძღვანელოები?
სანამ თქვენ რაღაც საშინელი ეკონომიკური კრიზისის ფაქტებს დადებთ (ისე 2005 თუ 2006 წლებში სოფო მოსიძეს ჰქონდა სენტიმენტალური გადაცემა თენგიზ სიგუასთან. ე.წ. ეკონომიკური კრიზისი, როდესაც ახსენა სიგუამ, გადაცემაში ჩასმული იყო 1993-95 წლების კადრები, როდესაც ხალხი ტროლეიბუსების სახურავებზე ისხდნენ), მე საპირისპიროს დაგიწერთ:
ინგრეოდა რა ბრძანებლურ - ადმინისტრაციული ეკონომიკური სისტემა (ფორუმელებო, რომ იცოდეთ ისე ზოგადად: მბრძანებლურ-ადმინისტრაციული ეკონომიკის პირობებში საქონელი იყიდებოდა თვითღირებულებაზე დაბალ ფასში), თან სდევდა ჰიპერინფლაცია, რომლის დროსაც:
■ეკონომიკურად გაუმართლებელი იყო პრივატიზების დაწყება (და საერთოდაც 1993 წლამდე პრივატიზაცია არ ჩატარებულა არც ერთ სხვა საბჭოთა რესპუბლიკებში, თუმცა პიონერი იყო საქართველო, როდესაც 1991 წლის შემოდგომაზე, გაიყიდა მაღაზია "გოლიათი" ....
■ეკონომიკურად გამართლებული იყო სასაქონლო მასის დაგროვება–აკუმულირება ფულადის ნაცვლად ...
■ფასების ლიბერალიზების მოლოდინში ცენტრალური და არსებითი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში საქართველომ შეაჩერა მაღალი მოთხოვნილების საქონლების რესპუბლიკის გარეთ რეალიზება – რათა ლიბერალიზების შემდეგ შეძლებოდა ამ სასაქონლო მასის მაღალ ფასებში რეალიზება...დარეზერვებული იქნა სპირტიანი სასმელებისა და სხვა ადგილობრივი წარმოების მზა საქონლისა და ნედლეულის მთელი წლიური პროდუქცია (პუტჩის შემდგომ ამ რესურსის ხარჯვის დოკუმენტები არ არსებობს)
■დარეზერვებული იქნა და სასწრაფოდ მთელი არსებული ფინანსური რესურსებით მოხდა საკავშირო ბაზარზე მისაწვდომო ძვირფასი საქონლების შეძენა – თვითმფრინავები, ვაგონები, ოქრო, იმპორტული ელექტრონიკა, ძვირფასი ქურქები და სხვ. (პუტჩის შემდგომ ამ რესურსის ხარჯვის დოკუმენტები არ არსებობს)
პ.ს. გულზე ხელი დაიდეთა და ყოველგვარი მიკერძოების გარეშე, თქვით: ამის შემდგომ რომელ წელს მომხდარა ასეთი ჭკვიანური პოლიტიკის გატარება?...ქვეყნისთვის ასეთი გონიერი და სასარგებლო ეკ.გადაწყვეტილების მიღება? .................
შეგახსენებთ სულ რაღაც ერთი წლის წინ ანალოგიურად მოიქცა რუსეთი და უკრაინა-მარცვლეულის შემთხვევაში. ინდოეთი-შაქრის შემთხვევაში. ჩინეთი, ინდოეთი, ფილიპინები, ინდონეზია-ოქროს შემთხვევაში.
ამასთან, ცალკე გთხოვთ ფორუმელებს ...... დაწერეთ სწორედ, ზვიადის თურმე ეკონ. ნგრევის დროს რამდენი თვე იჯექით უშუქოდ, უგაზოდ, უხელფასოდ, ეპენსიოდ?.............რამდენ კვირიანი იძულებითი გაჩერება ჰქონდათ მეტროს, ავტობუსებს, ტროლეიბუსებს, ტრამვაის?............
სწორედ იმ საშინელი ზვიადის მიერ დანგრეულ ეკონომიკაში?..........
შეგახსენებთ ამ დროს თბილისის მეტრომ მთლიანად გამოცვალა შემადგენლობა და ავიაციამ შეიძინა 7 ახალი თვითმფრინავი ....
ხოლო რაჭასა და ზემო იმერეთში უმოკლეს ვადებში აშენდა 4000 ახალი სახლი, ხოლო რეკონსტრუქცია ჩაუტარდა 15000 სახლს.
ესეც ისე, მიყვარს ეს ვიდეო:
ბ–მო თომა გელოდებით! ...
This post has been edited by ke-isari on 22 Apr 2011, 15:23