გადავწყვიტე სპორტის თემაში გამეხსნა რადგან აქ მყოფებს უფრო დააინტერესებთ, თანაც სპორტთან უფრო ახლოსაა ვიდრე თამაშებთან.
გასაგებად რომ ავხსნათ HaxBall გახლავთ ორგანზომილებიანი ონლაინ ფეხბურთი, რომლის თამაში შეგიძლიათ შემდეგ ვებ-საიტზე
www.haxball.com
მოკლედ ერთი შეხედვით მარტივ თამაშად მოგეჩვენებათ მაგრამ ასე არ არის.
მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა თამაშებში იმართება ჩემპიონატები (counter-strike და ა.შ.) ანალოგიურად არის HaxBall-იც, თუმცა კი შედარებით მცირე მასშტაბებით.
ანუ გასაგებად რომ ვთქვათ ყველაფერი ისევეა როგორც ნამდვილ ფეხბურთში, იმართება შიდა ჩემპიონატები (მაგალითად რუსეთში 3 დივიზიონი, თითოში 16 გუნდით), საერთაშორისო საკლუბო და სანაკრებო ტურნირები.
ევროპაში შიდა ჩემპიონატების მხრივ ძალიან მაღალი დონეა, მაგალითად გერმანია, ასევე გამოსარჩევია რუსულ-უკრაინული და თურქული ლიგები.
საქართველოშიც არსებობს ლიგა, თანაც სტაბილური
www.geohaxball.com სტაბილურობა იმაში გამოიხატება რომ მუდმივი მომხმარებელი ყავს და ჩემპიონატიც მაღალ დონეზე ტარდება, რასაც ისიც მოწმობს რომ უკვე მერვე სეზონი მიმდინარეობს.
თითოეული სეზონი გრძელდება დაახლოებით ერთ თვეს, თამაშები ტარდება კვირაში 4 დღე, 22:00 საათზე. არის ა (8 გუნდი) და ბ (4) დივიზიონი, ნებისმიერმა გუნდმა რომელსაც სურს ა დივიზიონში მოხვედრა უნდა გაიაროს შესარჩევი ეტაპი და ბ დივიზიონი.
თამაშები ტარდება კვირაში 4 დღე, 22:00 საათზე.
ანუ მარტივად რომ ვთქვათ, გუნდს შემოაქ განაცხადი, შესარჩევ ეტაპს გადალახავს და იმ სეზონშივე ჩაერთვება ბ დივიზიონში, იმ შემთხვევაში თუ ხსენებულ დივიზიონში გამსვლელ ადგილებს დაიკავებენ მომავალი სეზონისთვის ა დივიზიონში ითამაშებენ.
ახლა კი უშუალოდ დეტალურ განვიხილოთ რა არის HaxBall-ი.
ეს არის 2D ფეხბურთი, რომლის თამაშიც ხდება
www.haxball.com-ის მეშვეობით. შედიხართ საიტზე, წერთ ნიკნეიმს, ხსნით ოთახს ან სხვის გახსნილ ოთახში შედიხართ.
ასე იწყებს ყველა

შემდეგ კი ზოგი ან თავს ანებებს ან პროფესიონალურ დონეზე გადადის და ოფიცალურ ჩემპიონატებში იწყებენ მონაწილეობას (რაზეც ზემოთ ვრცლად დაიწერა).
ოფიციალური თამაშების სტანდარტი ევროპაში და თავისთავად ცხადია საქართველოშიც შემდეგნაირია:
მატჩის ხანგრძლივობა: 20 (საერთაშორისო ტურნირებზე) ან 14 (შიდა ჩემპიონატებში) წუთი.
ფორმატი: 4vs4
სტადიონი: Big Easy
გუნდში მოთამაშეების რაოდენობა: 6-10 კაცი.
საქმეში უკეთესად გასარკვევად ნახეთ შემდეგი ვიდეო, სადაც 2013 წლის ევროპის ჩემპიონატის ტოპ გოლებია შესული
თამაშის ოფიციალური საიტი:
haxball.comქართული ლიგა:
www.geohaxball.com This post has been edited by TheScientist on 5 Nov 2013, 16:17